„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა სასამართლო სისტემის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები. სასამართლოს სრულად ენდობა გამოკითხულთა 5%. ამდენივეა პარლამენტის მიმართ სრული ნდობის ხარისხიც.
10 სექტემბერს ბიუროს სხდომაზე წარადგინეს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრის ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდება.
როგორ მოქმედებს რუსეთი ჰიბრიდულ ომში? რას ხმარდება კრემლიდად წამოსული რუსული რუბლი? საქართველოში დაფინანსებული ფონდები და როგორ მოქმედებს ხელისუფლება რუსეთის რბილი ძალის წინააღმდეგ?
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ახალ გათამაშებაში ჩაება. ერთა ლიგა - ასე ჰქვია ტურნირს, რომელზეც დაბალრეიტინგიანი ნაკრებები მხოლოდ ერთმანეთთან კონკურენციაში გაითამაშებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს.
თუშეთში მოსახვედრად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გზა (2917 მ.) უნდა გაიაროთ, რომელიც "აბანოს" უღელტეხილზე გადის. ამ გზის გასავლელად ორხიდიანი, მაღალი გამავლობის ტრანსპორტით არის შესაძლებელი.
2002 უნომრო და ერთნაირი სახლი წეროვანის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაჩნდა. ამ სახლებს მხოლოდ რიგითი ნომრები აქვს. „ეს არ არის სახლის მისამართი“, - ამბობს თამარ ბერიანიძემ. სახლს, ახალგორში სხვა მისამართი ჰქონდა. ის სახლი დაკარგა. მაგრამ მისამართი დარჩა.