შოვის ტრაგედიის წლისთავზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შოვში აშენდება ტაძარი და ტერიტორია, სადაც შარშანდელი სტიქიის შემდეგ ქვა-ღორღის გორებია, მოწესრიგდება.
„ჩვენი ვალია, მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოოთ. არის მათ შორის კონკრეტული თხოვნები ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჭირისუფლებისთვის და აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება, რომ ყველა მოთხოვნა შევასრულოთ“, - განაცხადა პრემიერმა კობახიძემ რაჭაში ყოფნისას 3 აგვისტოს.
„ასევე, იცით ალბათ, რომ ტაძარი აშენდება. ესეც არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რაც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, ვისაც დაეღუპათ ოჯახის წევრები“, - განაცხადა მან.
შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა.
2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე გლაციალური ღვარცოფი ჩამოწვა.
მომხდარ სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანი დღემდე დაკარგულად ითვლება.
ასევე ნახეთ როგორ გაქრა შოვი