შოვში დაკარგულთა შორისაა კოტეჯების სასადილოს მზარეული გენო სულთანიშვილი

შოვში სტიქიის შემდეგ დაკარგულია გენადი სულთანიშვილი, სოფელ გლოლის მკვიდრი

შოვში სტიქიის შემდეგ დაკარგულად მიჩნეულ ადამიანებს შორის ერთ-ერთია სოფელ გლოლის მკვიდრი გენადი (გენო) სულთანიშვილი, კოტეჯების სასადილოს მზარეული და ანსამბლ „ბუბას“ წევრი.

გენო სულთანიშვილის სიძე მამუკა ცერცვაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი სიმამრი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა, კოტეჯების ტერიტორიაზე.

ცერცვაძის თქმით, ოჯახის წევრები ქუთაისში, პროზექტურაში იმყოფებიან ცხედრის ამოსაცნობად.

7 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ცხედარი. მათგანი 14 უკვე ამოიცნეს.

შსს-ს ცნობით, მაშველები აგრძელებენ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 16 ადამიანის ძებნას.

ასევე ნახეთ შოვში მომხდარზე გამოძიება პირველივე წუთებში დაიწყო - აცხადებს შსს