4 ივნისს, უშედეგოდ დასრულდა მემანქანეების და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეხვედრა ჯერ თბილისის მერიაში, შემდეგ კი გლდანის დეპოში. მეტროს მემანქანეთა განცხადებით, მათთვის მიუღებელია მერის წინადადება, რომ ხელფასის გაზრდის საკითხზე მსჯელობა მომავალი წლიდან დაიწყება. კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ მეტროს თანამშრომლებს აუხსნეს დღეს არსებული ფინანსური მდგომარეობა როგორც მერიაში, ისე სატრანსპორტო კომპანიაში. კალაძეს იმედი აქვს, რომ უახლოეს ხანში შეძლებენ პოზიციების შეჯერებას და მეტრო მუშაობას განაახლებს.