ტყვეობიდან დაბრუნებული კაპიტანი

Your browser doesn’t support HTML5

ნიგერიაში მეკობრეთა 21-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული 9 ქართველი მეზღვაური სამშობლოში 7 ივნისს ლაგოსიდან სპეცრეისით დაბრუნდა. ბერძნული კომპანიის კუთვნილი გემიდან ეკიპაჟის წევრები 30 აპრილს გაიტაცეს და 21 მაისის საღამოს გაათავისუფლეს. გამტაცებელ მეკობრეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებები და გემთმფლობელი კომპანია. რომელმაც მეზღვაურების გამოხსნისთვის კრიზისების მართვის სპეციალური ჯგუფი დაიქირავა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გატაცებული მეზღვაურების 21 დღეში გათავისუფლებას უპრეცედენტო ფაქტად აფასებდნენ, რადგან, სააგენტოს გამოცდილებით, მეკობრეთა მიერ დღემდე გატაცებული მეზღვაურების გათავისუფლებას, როგორც წესი, 30-40 დღე სჭირდებოდა. მეკობრეებსა და აფრიკის ჯუნგლებში გატარებულ ტყვეობის 21 დღეზე რადიო თავისუფლებას გემის კაპიტანი, 34 წლის დავით მელიქიშვილი, უყვება.