შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დაეთანხმა ტელეარხ Fox News-ის შეთავაზებას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისთან დებატების გამართვაზე.
ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truthsocial-ზე დაწერა, რომ დებატები 4 სექტემბერს გაიმართება.
„წესები მსგავსი იქნება მძინარა ჯოსთან ჩემი წინა დებატებისა“, - დაწერა ტრამპმა და ასე მოიხსენია მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
Fox News-მა გასულ თვეს შესთავაზა ტრამპსა და ჰარისს დებატების გამართვა. ჰარისმა მზაობა გამოთქვა, თუმცა ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ჰარისი არ იყო ოფიციალური კანდიდატი და მასთან დებატებს არ გამართავდა.
დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის დებატები 27 ივნისს გაიმართა. სწორედ ეს დებატები აღმოჩნდა გადამწყვეტი დემოკრატიული პარტიისთვის - პრეზიდენტის არასახარბიელო გამოსვლა საკუთარ გუნდში არაერთმა ლიდერმა გააკრიტიკა.
საბოლოოდ, ჯო ბაიდენი პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ივლისში გამოეთიშა. მის ნაცვლად პრეზიდენტობისათვის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იბრძოლებს.
ამჟამად ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს საკმარისი ხმები აქვს მოპოვებული დემოკრატი დელეგატებისგან იმისთვის, რომ პარტიის კანდიდატი გახდეს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.
ასევე ნახეთ ჰარისმა დელეგატთა ხმების საკმარისი რაოდენობა მოიპოვა იმისთვის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს ასევე ნახეთ ვინ არის კამალა ჰარისი