აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა საკმარისი ხმები მოიპოვა დემოკრატი დელეგატებისგან იმისთვის, რომ გახდეს პარტიის კანდიდატი პრეზიდენტობისთვის, განაცხადა დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმი ჰარისონმა 2 აგვისტოს.
ხმის ონლაინკენჭისყრის პროცესის დასრულება არ არის დაგეგმილი 5 აგვისტომდე, მაგრამ ჰარისის შტაბმა აღნიშნა, რომ მან გადალახა უმრავლესობის ზღუდე.
ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც კამპანიამ განაცხადა, რომ გასულ თვეში მოაგროვა 310 მილიონი დოლარი, - რაც იმაზე მიუთითებს, რომ დონორები, რომლებიც ერთ დროს შიშობდნენ მხარი დაეჭირათ ჯო ბაიდენისთვის, ახლა დიდი რაოდენობით ნაღდ ფულს სთავაზობენ ჰარისს.
მისმა ოპონენტმა რესპუბლიკური პარტიიდან, ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შემოწირულებების ამ თანხის ნახევარზე ნაკლები მიიღო ივლისში.
ფორუმი