მისი საქმისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის ზრდასთან ერთად, საქართველოში ძალას იკრეფს არაჯანმრთელი პოლიტიკური ბრძოლა, არის თუ არა სააკაშვილი ნამდვილად ავად.
გამხდარი და დასუსტებული, ბალიშზე მიწოლილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის სასამართლო სხდომაზე გამოჩნდა დღეს, დილით საავადმყოფოს საწოლიდან ვიდეოჩართვის საშუალებით. რამდენიმეთვიანი გასაჩივრების შემდეგ, სასამართლომ უნდა დაადგინოს, გადაუვადებენ თუ არა სააკაშვილს სასჯელს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩართესმის პატიმრობას მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
დეკემბრის დასაწყისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებამ, სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე საავადმყოფოდან დისტანციურად დასწრების შესაძლებლობაზე უარი "შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის არარსებობის გამო უთხრა".
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 55 წლის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საერთაშორისო მხარდაჭერა გაიზარდა სააკაშვილის მდგომარეობის თვალსაჩინო გაუარესებასთან ერთად.
"გულმოწყალება აუცილებელია, განსაკუთრებით წინასაშობაო. ის, რაც ახლა მიხეილის თავს ხდება, სისასტიკეა. ეს საქართველოს არ შეეფერება. ეს უნდა შეწყდეს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 დეკემბერს ვიდეომიმართვაში.
ასევე ნახეთ ზელენსკიმ საქართველოს მიმართა სააკაშვილი გადაიყვანონ უკრაინის, ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში"გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც გადაარჩენს მის სიცოცხლეს. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ კლინიკაში უკრაინაში, სხვა ევროპულ ქვეყანაში, [ან] ამერიკაში", - განაცხადა ზელენსკიმ.
2021 წლის ოქტომბერში საქართველოში უკანონო შემოსვლის საქმეზე დაკავების შემდეგ, სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად ხანგრძლივად იშიმშილა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა
სასამართლო პროცესზე სააკაშვილი, რომელიც 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეა, ეცადა უკრაინულად გაეკეთებინა განცხადება, მოსამართლემ მას საუბარი შეაწყვეტინა და მოსთხოვა სასამართლოსთვის ქართულად მიემართა. მოსამართლემ ასევე განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი აიწევდა მაისურს დაზიანებების საჩვენებლად, როგორც მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ითხოვდა, ის სააკაშვილის ვიდეოჩართვას გათიშავდა.
ასევე ნახეთ ხაჭაპურიძე: ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე„ქართული ოცნების“ მთავრობამ სააკაშვილი ავადმყოფობის გაზვიადებაში დაადანაშაულა და 14 დეკემბერს გამოაქვეყნა დამონტაჟებული ვიდეოკადრები საავადმყოფოს ოთახიდან, როგორც სააკაშვილის მიერ ვითარების დრამატიზების სავარაუდო მტკიცებულება.
ვიდეოში ჩანს, როგორ გამოიყურება სააკაშვილი დაუძლურებული, დადის გადაადგილების დამხმარე საშუალებით და მას სამედიცინო პერსონალი ამოწმებს.
“აღნიშნულ ვიდეომასალაში აშკარად ჩანს მიხეილ სააკაშვილის იმიტირებული ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხება, საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კადრები "ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ" და აჩვენებს, რომ ის თანამშრომლებს "შეურაცხყოფითა და აგრესიული ქცევით" ეპყრობოდა.
სააკაშვილის ადვოკატი ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სამსახურის მიერ კადრების გავრცელება სააკაშვილის თანხმობის გარეშე სისხლის სამართლის დანაშაულია.
„ეს ვიდეო მასალა… გასაჯაროვდა პატიმრის ნებართვის გარეშე“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ. „ამას დავუმატოთ ის, რომ სხვადასხვა პერიოდია რედაქტირებული” და სხვადასხვა პერიოდის კადრების მონტაჟი პაციენტს წარმოაჩენს „ხელისუფლების სურვილისამებრ“.
ასევე ნახეთ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, სააკაშვილს აღენიშნება კახექსიის მეოთხე დონესახალხო დამცველის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეშფოთება გამოხატა და 6 დეკემბერს ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული ანგარიში წარადგინა, რომელიც მონიტორინგს უწევს მის მკურნალობას.
„ჯგუფის შეფასებით, წინა პერიოდთან შედარებით, გაუარესდა [მისი] ენცეფალოპათია, სენსორმოტორული ნეიროპათია, ანემია და დაემატა ახლად აღმოჩენილ ავტონომიურ ნეიროპათიას არტერიული წნევის მნიშვნელოვანი ვარდნა ადგომისას“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ანორექსია სიცოცხლისათვის საშიშ კახექსიად ტრანსფორმირდა, რომელიც არაერთხელ იყო პროგნოზირებული ექსპერტთა ჯგუფის მიერ და შეფასების დროს პაციენტი აქტიური კატაბოლიზმის (თვითმონელების) ფაზაში იმყოფებოდა, რაც წონის სწრაფი კლებითაც დადასტურდა."
სააკაშვილის ადვოკატთა ჯგუფმა დეკემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა ტოქსიკოლოგიური დასკვნა, რომელიც რამდენიმე ამერიკელი ექიმის დასკვნას ეფუძნება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი სავარაუდოდ „მოწამლული იყო“ მძიმე მეტალებით. ანგარიშში ამერიკელი ტოქსიკოლოგი ამბობს, რომ სააკაშვილის სხეულიდან აღებულ ნიმუშებში ვერცხლისწყლისა და დარიშხანის ნიშნებია.
ასევე ნახეთ პაციენტ სააკაშვილის უფლებამთავრობის მიერ კლინიკიდან ვიდეოს გამოქვეყნება, რომელიც მათ ახსნეს, "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით", გამიზნული იყო ყოფილი პრეზიდენტის "აგრესიული ქცევის" ჩვენებით საავადმყოფოს პერსონალის მიმართ. დამონტაჟებულ კადრებში სააკაშვილი აღელვებული და [კლინიკის] თანამშრომლებზე გაბრაზებული ჩანს.
სააკაშვილის დაკავებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უთანხმოება მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის სარკისებრი ასახვაა, რომელიც ახასიათებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას, და განპირობებულია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული მტრობითა და კონსტრუქციული დებატების არარსებობით.
საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე ოპოზიციური პარტია, დომინირებს ორი ძალა - მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მაგნატისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნება". პიროვნება და არა იდეები, განსაზღვრავს საქართველოს პოლიტიკურ კულტურას და არ არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც მხარდაჭერის მოპოვება პოლიტიკური ოპონენტების დამცირების მეშვეობით ხდება.
„ქართული ოცნების“ წარმატება და მათი 2012 წლის არჩევნებში გამარჯვება ეფუძნებოდა იმას, რომ ისინი სააკაშვილის ალტერნატივად იყვნენ მიჩნეულნი, რომელმაც მისი მმართველობის მეორე ვადის შემდეგ საზოგადოების ნდობა დაკარგა. სააკაშვილის პირველ საპრეზიდენტო ვადაში, რომელიც 2004 წელს საქართველოს უსისხლო "ვარდების რევოლუციას" მოჰყვა, განხორციელდა ფართო და დიდწილად წარმატებული რეფორმები, მისი მეორე ვადა ხასიათდებოდა ავტორიტარული ტენდენციებითა და მედიის თავისუფლების ჩახშობით.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სასამართლოში სააკაშვილის ვიდეოგამოჩენას „უნიჭო სიმულაცია“ უწოდა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილის წონის კლების მიზეზი კუჭის ოპერაციაა. „ეს არის ერთადერთი, რასაც ვიდეოდან ვხედავთ“, - განაცხადა კობახიძემ.