სომხეთში ექსპორტი 190%-ით გაიზარდა - რა გადის მეზობლად

საქართველოდან სომხეთში ექსპორტის ნახევარზე მეტი ავტომობილებზე მოდის

სომხეთი უკვე მესამე თვეა, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია. მეზობელ ქვეყანაში ექსპორტის მოცულობა ზრდას განაგრძობს.

2023 წლის იანვარ-მარტში, - ესე იგი, პირველ კვარტალში, - საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ეს მონაცემები, რომლებიც არადეკლარირებულ ვაჭრობას არ ითვალისწინებს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი $1.5 მლნ-ს შეადგენს, იმპორტი კი - $3.3 მლნ-ს. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $1.8 მლნ-ია.

ასევე ნახეთ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა პირველ კვარტალში 22,1%-ით გაიზარდა

ექსპორტი

2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოს სამი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი იყო სომხეთი ($216.9 მლნ), აზერბაიჯანი ($180.7 მლნ) და რუსეთი ($176.9 მლნ).

სომხეთში ექსპორტი საერთო ექსპორტის 14.8%-ს შეადგენს, აზერბაიჯანში - 12.4%-ს, ხოლო რუსეთში - 12.1%-ს.

ამავე დროს, 2023 წლის პირველ კვარტალში სომხეთში ექსპორტი 189%-ით არის გაზრდილი, რუსეთთან - 61%-ით, აზერბაიჯანთან კი - 44%-ით.

ბოლო ხუთ წელიწადში, პირველ კვარტალში, სომხეთში გატანილი პროდუქციის ღირებულება ასე იცვლებოდა:

რა გადის სომხეთში?

სომხეთში გატანილი პროდუქციის ღირებულება უფრო ზუსტად შეადგენს $216 862-ს.

ექსპორტში პირველ ადგილზეა სატრანსპორტო საშუალებები - 3 თვეში სომხეთში $113 632-ის ღირებულების მანქანები გავიდა საქართველოდან.

ეს საერთო ექსპორტის 52.4%-ს შეადგენს. ამასთან, ავტომობილების აბსოლუტური უმრავლესობა რეექსპორტზე გადის, - ესე იგი, ისინი საქართველოში სხვა ქვეყნიდან არის შემოტანილი.

ავტომობილების შემდეგ, მეორე ადგილი (12%-ით) უკავია ელექტროტექნიკურ მანქანა-მოწყობილობებსა და მათ ნაწილებს.

სომხეთში ექსპორტირებული პროდუქციის ათეული სრულად ასე გამოიყურება:

ასევე ნახეთ საქართველოდან სომხეთში და უკან, შემდეგ კი რუსეთისკენ - სანქციების თავიდან არიდების გზა?