2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 4 783,7 მლნ. აშშ დოლარი იყო. განახლებული მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ ზრდა წინა წელთან შედარებით 22,1%-ია, საქსტატმა დღეს, 20 აპრილს, გამოაქვეყნა.
პირველი კვარტლის მონაცემები:
- ექსპორტი - 1 461,5 მლნ. აშშ დოლარი (გაზრდილია 24,7%-ით);
- იმპორტი - 3 322,2 მლნ. აშშ დოლარი (გაზრდილია 21%-ით);
- უარყოფითი სავაჭრო ბალანსი - 1 860,6 მლნ. აშშ დოლარი.
2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები იყვნენ თურქეთი (568,7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (490 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (261,8 მლნ. აშშ დოლარი).