აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე

უცნობია, რას მოიცავს შეთანხმების ტექსტი - შეთანხმების ხელმოწერა ჯერ კიდევ წინაა.

ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისა და თითქმის ხუთწლიანი მოლაპარაკებების არაერთი რაუნდის შემდეგ, დღეს, 2025 წლის 13 მარტს, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე.

ჯერჯერობით მხარეებს დოკუმენტისათვის ხელი არ მოუწერიათ.

თავდაპირველად, როგორც რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური იუწყება, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა გამოაცხადა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბრისას, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

მოგვიანებით ინფორმაცია სომხეთის საგარეო უწყებამაც დაადასტურა.

თუმცა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიური არხებით ერევნის მიერ ბაქოსათვის ინფორმაციის გაზიარების შემდეგ „ბაქომ ცალმხრივი განცხადების გაკეთება“ არჩია.

მინისტრმა ბაირამოვმა განაცხადა ისიც, რომ სომხეთი დაეთანხმა აზერბაიჯანის იმ შეთავაზებას, რაზეც აქამდე თავს იკავებდა, - სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებას.

სომხეთის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ დაეთანხმა ორ აქამდე შეუთანხმებელ დებულებასაც, - მათ შორისაა კონსტიტუციის ცვლილებაც.

ასევე ნახეთ ყარაბაღის სამშვიდობო მოლაპარაკებები - მარტივად

შეთანხმება, არაერთი მედიის ცნობით, არ მოიცავს „ზანგეზურის დერეფნის“ მოთხოვნას - რაც ბაქოს მოთხოვნებს შორის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო და რასაც სომხეთი მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა.

12 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ „უახლოეს მომავალში“ შესაძლებელი იქნებოდა შეთანხმების მიღწევა.

დოკუმენტის სახელწოდებაა „შეთანხმება სომხეთისა რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“.

ასევე ნახეთ

რას ცვლის სომხეთ-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონში?რა დგას ფაშინიანისა და ლუკაშენკას დაპირისპირების უკან?სომხეთი დსთ-ში რუსულ გეგმებს ეწინააღმდეგებაერდოანმა და ფაშინიანმა ნიუ-იორკში „მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს“ ნორმალიზაციის გზაზეირანი და რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის „ზანგეზურის დერეფანზე“ ვერ თანხმდებიანფრანგული ჰაუბიცები სომხეთს - განრისხებული ბაქო და შეშფოთებული რუსეთი ვისი ნებაა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის განსაზღვრა? აზერბაიჯანი სომხეთს 4 სასაზღვრო სოფელს სთხოვს - ამაში ექცევა ერევანი-თბილისის გზაცტოვებს თუ არა სომხეთი რუსეთის ორბიტას? „მშვიდობის გზაჯვარედინი“ - რას სთავაზობს ფაშინიანი მეზობლებს