სომეხი ემიგრანტების ბრძოლა ცვლილებებისთვის

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სომხეთში სამ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, თუმცა საზღვარგარეთ სომხეთს თითქმის ორჯერ დიდი დიასპორა ჰყავს. როდესაც 2018 წლის მარტში ქვეყანაში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო, ასობით ემიგრანტი სომეხი ჩავიდა ერევანში აშშ-დან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ბელგიიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომ „ხავერდოვანი რევოლუციის“ მონაწილე გამხდარიყო.