სიმღერა აკაკი ზოიძეებზე

ორი ტიპის ადამიანები არსებობენ - ვისაც თავისი ქვეყნის ახალგაზრდებისათვის „მტრები“ და „მეხუთე კოლონა“ არ უწოდებია და აკაკი ზოიძე - პარლამენტარი, რომელიც რაღაც ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ლიბერალური ფრთის წარმომადგენლად მოიაზრებოდა და რომელმაც „აი, ეგ არის თავზე ხელს რომ უსვამთო“ - თქვა.

მართალია, მეორე დღეს დეპუტატმა „ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად“ განმარტა, ქვეყნის მტრებში ნაციონალები ვიგულისხმე და არა აქციის ორგანიზატორებიო, მაგრამ, ეგ არც ერთ ჭკუათმყოფელს არ დაუჯერებია. ნინო ჟიჟილაშვილი მას რამდენჯერმე ჩაეკითხა, „ახალგაზრდებს გულისხმობთო?“ და აკაკი ზოიძეს არც ერთხელ უთქვამს - არაო. არანაირი „ორაზროვნება“ მისგან არ მოდიოდა.

ჰოდა, „აკაკი ზოიძეზე“ ამერიკაში ბევრი კარგი სიმღერა დაწერილა. მათზე, ვთქვათ, ვინც 60-იან წლებში ყველა გრძელთმიან ბიჭს „კომუნისტს“ უწოდებდა. ვინც აკრიტიკებდა იმას, რაც არ ესმოდა. ვინც კარში იდგა და ცდილობდა ცვლილებები არ შემოეშვა.

ბობ დილანის The Times They Are A-Changing 55 წლის წინ დაიწერა. არადა, შეიძლებოდა გუშინ დაეწერა - ეს სიტყვები აქტუალური რჩება:

Come gather 'round, people
Wherever you roam
And admit that the waters
Around you have grown
And accept it that soon
You'll be drenched to the bone
If your time to you is worth savin'
And you better start swimmin'
Or you'll sink like a stone
For the times they are a-changin'

არც იმდენი ინგლისური ვიცი და არ იმდენი ქართული, რომ ეს ტექსტი ადეკვატურად ვთარგმნო. „უნდა აღიაროთ, რომ თქვენს გარშემო წყალმა იმატა, მალე სუმთლად დასველდებით და დროზე ცურვა დაიწყეთ, თორემ ქვასავით ჩაიძირებითო“ - მღერის დილანი.

ასე, შინაარსის გადმოცემით დიდი ვერაფერი რამეა. არადა, რომ უსმენ ღვთაებრივია.