სიმონე ბოტა ველგემოდი პირველი პროფესიონალი ბალერინაა, რომელიც დაბადებიდან ყრუა.
ცეკვაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, რაც კოხლეარული იმპლანტის დახმარებით იქცა რეალობად. სიმონე სამხრეთ აფრიკიდან თბილისში სმენის მსოფლიო დღისთვის ჩამოვიდა, რომელიც 3 მარტს აღინიშნება.
ბალერინა საქართველოში მოიწვიეს ფონდმა აურესმა და შპს კინდსმენამ.
სპექტაკლი 1 მარტს გაიმართა. ასე აღნიშნა საქართველომ სმენის მსოფლიო დღე წელს უკვე მეოთხედ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ამ თარიღს კონკრეტული მისია აქვს - სმენადაქვეითებულთა პრობლემის ადვოკატირება, სახელმწიფოებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
ამ დღის მესიჯი წელს არის - „შეიმოწმე სმენა“.
სიმონე ბოტა ველგემოტი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია სწორ მკურნალობასა და რეაბილიტაციას გამოიღოს შედეგი დაბადებიდან ყრუ ადამიანისთვისაც კი. ბალერინა ახალი ტექნოლოგიების აქტიური მხარდამჭერია, თუმცა ამბობს, რომ, სამწუხაროდ, თანამედროვე იმპლანტები და ძვირადღირებული ქირურგიული ოპერაცია ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი.
იმპლანტაცია 30 000 დოლარიდან 50 000 დოლარამდე ღირს და ბევრ ქვეყანაში ამ თანხას სახელმწიფო არ ანაზღაურებს.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოში სახელმწიფო აფინანსებს კოხლეარულ იმპლანტებს და რეაბილიტაციის 96 საათს, თუმცა ფონდ აურეს დამფუძნებელი ეკატერინე თორთლაძე ამბობს, რომ კრიტერიუმების სისტემა დასახვეწია.
პროგრამა პრიორიტეტებს ისე ანაწილებს, რომ 6 წელს გადაცილებულმა ადამიანმა, რომელსაც იმპლანტი უშველიდა, შესაძლოა ვერ მოახერხოს მისი მიღება. გარდა ამისა, არც რეაბილიტაციის საათებია საკმარისი.
ეკატერინე თორთლაძის თქმით, სახელმწიფოს მიერ სმენადაქვეითებულ მოქალაქეებზე გაცემული პენსიაც არ არის რეალურ საჭიროებებზე მორგებული.
„ვისურვებდი ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც პენსიაზე კი არ იქნებოდა დამოკიდებული, არამედ ეს თანხა იმაში დაიხარჯებოდა, რომ ეს ადამიანები შედგნენ რეალიზებულ ადამიანებად და ოცნებების ასრულების საშუალება მიეცეთ, ისევე როგორც სიმონეს,“- ამბობს ეკატერინე თორთლაძე.
Your browser doesn’t support HTML5