2020 წელს, საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, კორონავირუსის პანდემიის ფონზე აცილებს. მიუხედვად იმისა, რომ პანდემია წლის განმავლობაში, მსოფლიო მედიის #1 თემა იყო, ყველა ქვეყანაში მოხდა რაღაც, რაც მათ 2020 წელს გაახსენებს. ასეა ჩვენთან, საქართველოშიც.
ვირუსი სახელად - კორონა
ახალი წლის დღესასწაული ახალი ჩავლილი იყო, როცა ჩინეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების ამბავი გავიგეთ. პირველი ცნობები ქართულ მედიაში იანვარშივე გამოჩნდა, მაგრამ მაშინ ვირუსი ჩვენგან ჯერ კიდევ შორს იყო - ჩინეთის ქალაქ უჰანში. იქაურ ამბებს ვაგროვებდით. ახალ ვირუსს ვეცნობოდით, ვწერდით იმაზე, თუ როგორ უნდა დაგვეცვა თავი მოგზაურობისას - ჯერ არც საზღვრები იყო ჩაკეტილი. პირბადე, როგორც წლის მთავარი აქსესუარი, სწორედ მაშინ გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში: დავიწყეთ სწავლა, სწორად როგორ გაგვეკეთებინა, მერე მეცადინეობა ხელების დაბანაში, მაგრამ შიში გაჩნდა მაშინ, როცა ვირუსი ჩინეთიდან ევროპაშიც გავრცელდა და პირველად იტალიაში აფეთქდა.
მერე გაჩნდა სიტყვა - კარანტინი, თვითიზოლაციაში ყოფნა მათთვის, ვინც საქართველოში მოგზაურობიდან ბრუნდებოდა. ტესტები. დაისვა კითხვა, რა რესურსი გააჩნდა საქართველოს ეპიდემიასთან ბრძოლაში. საწოლები და ინფექციონისტები პირველად მაშინ დავთვალეთ.
ასევე ნახეთ რა რესურსი გვაქვს შესაძლო ეპიდემიის სამართავად?სამსახური გადავიდა სახლში და ნელ-ნელა ცხოვრება გახდა ონლაინ.
26 თებერვალს საქართველოშიც გვყავდა პაციენტი #1, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.
ასევე ნახეთ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდამაშინ პაციენტებს ჯერ კიდევ ვითვლიდით და სახელებს ვარქვევდით - პაციენტი #1, პაციენტი #10 და ა.შ. მალე რიცხვი ათეულს ასცდა.
24 მარტს, 85 დღის თავზე მსოფლიოში COVID-19-ის პირველი შემთხვევის დარეგისტრირებიდან, საქართველოში Covid 19-ის მკურნალობის პირველი ქართული პროტოკოლი დამტკიცდა.
მკურნალობა მედიკამენტ პლაქველინით დაიწყეს. თუმცა ექიმების მკაცრი ზედამხედველბის ქვეშ. ამ პროტოკოლში ისიც, ეწერა,რომ დაავადებასთან ბრძოლაში შესაძლებელია გამოყენებულ ყოფილიყო კიდევ 9 დასახელების მედიკამენტი, მათ შორის, რემდესივირიც. წესები არაერთხელ შეიცვალა.
მერე გაჩნდა ე.წ. „მარნეულის კლასტერი“ და მარნეული ჩაიკეტა. თავიდან კლასტერებსაც ადვილად ვითვლიდით.
გაჩნდა მოწოდება - „დარჩი სახლში“.
შემუშავდა კოვიდით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის წესებიც.
გაზაფხულზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი. გაჩერდა ტრანსპორტი და რამდენიმე დღით აიკრძალა ავტომობილებით გადაადგილება. შეწყდა საერთაშორისო ფრენები.
ზაფხულამდე ასე მივედით. მიუხედავად იმისა, რომ როგორც დაინფიცირებულების, ისე კარანტინში მყოფთა რიცხვი იზრებოდა, საქართველო მწვანე ზონაში რჩებოდა და ამით ამაყობდა როგორც საქართველოს მთავრობა, ისე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მისი ხელმღვანელობა.
სექტემბერში მეორე ტალღაზე დაიწყო ლაპარაკი.
10 სექტემბერს ვწერდით, რომ ქვეყანაში „კოვიდინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 57 შემთხვევა გამოვლინდა“. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ სულ მალე, ინფიცირებულთა რიცხვი ხუთიათასს მიაღწევდა, ხოლო დღეში საშუალოდ 40 ადამიანი მოგვიკვდებოდა.
შემოდგომაზე ვითარება გართულდა - გადაიტვირთა საავადმყოფოები, 4000-ზე მეტი ექიმი და ექთანი დაინფიცირდა. სასწრაფო რამდენიმე საათიანი დაგვიანებით მიდიოდა ადგილზე, ხოლო 112-ის გავლით პირად ექიმთან დაკავშირება მხოლოდ რამდენიმესაათიანი რეკვის შედეგად იყო შესაძლებელი.
30 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 225893 შემთხვევაა დაფიქსირებული. სულ გარდაცვლილია 2481 ადამიანი.
არჩევნები პანდემიისას - ერთპარტიული პარლამენტი
2019 ისე დასრულდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა დაპირება 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით - ამიტომ 2020 წლის მთავარი პოლიტიკური გადასაწყვეტი საკითხიც ეს იყო. წინა წლის 4 უშედეგო რაუნდის შემდეგ ოპოზიციისა და ხელისუფლების მეხუთე რაუნდს უნდა გადაწყვიტა საარჩევნო სისტემის ბედი.
ასევე ნახეთ ოპოზიციის 2 გეგმა ხელისუფლების საპასუხოდმოლაპარაკებათა მაგიდაზე ორი შეთავაზება იდო:
1. ოპოზიციური ერთობის მიერ შეთავაზებული ე.წ. „გერმანული მოდელი“, რომელზეც თავიდანვე უარს ამბობდა ხელისუფლება;
2. ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ე.წ. „100/50 - მაჟორიტარული მანდატების შემცირების მოდელი“, რომელზეც თავიდანვე უარს ამბობდა ოპოზიცია.
მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, 29 ივნისს დაგვირგვინდა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარე ძალიან ხანგრძლივი და რთული პროცესი.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს შეთანხმებული ახალი საარჩევნო სისტემა საქართველოს კონსტიტუციაში აისახა.
საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო კონსტიტუციური კანონპროექტი, რომელიც ცვლის პარლამენტის არჩევის წესს.
ცვლილებების თანახმად, პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.
ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.
არჩევნები 31 ოქტომბერს დაინიშნა და თარიღი, პანდემიის მიუხედავად, არ შეცვლილა. ბევრმა ქვეყანამ მსოფლოში არცევნები ერთი წლით გადადო - საქართველომ განაცხადა, რომ საარცევნო პროცესი ყველა წესის დაცვით ჩატარდებოდა.
ასევე ნახეთ სულ ცოტა დრო რჩება არჩევნების ბედის გადაწყვეტამდეზაფხულში ოპოზიციამ მაჟორიტარული ოლქების გაყოფა დაიწყო - გადაწყდა ვინ სად დააყენებდა საკუთარ კანდიდატს. ეს საარჩევნო არითმეტიკა ასე გამოიყურებოდა.
„ქართული ოცნება“ დარწმუნებული იყო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება.
ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავდნენ.
მაგრამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს სხვა რეალობა მოჰყვა.
ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, მომავალ პარლამენტში 8 ოპოზიციური პარტია/ბლოკი მოხვდა და არჩევნების პროპორციულ ნაწილში მათი მანდატების საერთო რიცხვმა 59 შეადგინა.
მაგრამ მათგან, ჯამში 55 მანდატის მქონე 7 პარტია/ბლოკი ქუჩის აქციებზე ერთად გავიდა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.
მათ ჩატარებული არჩევნები გაყალბებულად შეაფასეს, არც მეორე ტურში მიირეს მონაწილეობა, და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს, რაზეც ხელისუფლების უარი მიიღეს.
მერე დაიწყო ისევ აქციები. და მოლაპარაკებები ისევ ფასილიტატორების - ელჩების მონაწილეობით. ასე მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი, რომლის პირველი სხდომაც 10 დეკემბერს გაიმართა - ნახევრად ცარიელ დარბაზში, რადგან მას ოპოზიცია არ ესწრებოდა.
დღემდე არ არის ნათელი, ოპოზიციიდან ვინმე შევა თუ არა საკანონმდებლო ორგანოში.
აქციების ადგილი უცვლელია - დაშლა წყლის ჭავლითაც
რუსთაველი ხალხით 1 ნოემბერსვე გაივსო. პროტესტი მიზეზი - მათი შეფასებით, გაყალბებული არჩევნები იყო.
დემონსტრანტები მოითხოვდნენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას.
ამ აქციაზე მოიხსნა ოპოზიციის ლიდერმა ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური.
დიდი აქცია 6 ნოემბერსაც ჩატარდა. მერე იყო 8 ნოემბერი, როცა აქციის ასობით მონაწილე ცესკოს შენობისკენ დაიძრა - ცესკოსთვის „კომენდანტის საათის დაწესების“ მიზნით, თუმცა იქ მისულ დემონსტრანტებს ხელისუფლებამ წყლის ჭავლი და სპეცრაზმი დაახვედრა.
ხალხი მეორე დღეს რუსთაველზე ისევ შეიკრიბა - ამჯერად, აქციიის ღამეს „დაუმორჩილებლობის“ ღამე დაარქვეს და იმ ღამით, მიუხედავად ღამის ათი საათიდან დაწესებული კომენდანტის საათისა, შინ არავინ წასულა.
საპროტესტო აქცია-ჯაჭვი ლოზუნგით "გაყალბებულია", 18 ნოემბერსაც გაიმართა. ოპოზიციამ ეს აქცია აშშ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს დაამთხვია.
Your browser doesn’t support HTML5
აქციები შეწყდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დაიწყო - ცხადია, ელჩების მონაწილეობით. თუმცა, ჯერჯერობით, ხელშესახები შედეგის გარეშე.
ასევე ნახეთ შსს: ცრემლსადენი აირი არ გამოიყენეს, მაგრამ ჰქონდათ "წიწაკის სპრეი"ორი გახმაურებული სიკვდილის ზაფხული
2020 წლის ზაფხული გამოცხადებული სიკვდილების ქრონიკადაც მონათლეს.
ივნისში, 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი დაიკარგა. ის ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა მდინარე არაგვში იპოვეს, მცხეთასთან.
მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, დაბადების დღის წვეულებაზე იყო, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. თუმცა თავად შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა.
გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
ასევე ნახეთ გიორგის 40 დღეგამოძიებაში არაერთი ბუნდოვანი დეტალი იყო და კითხვები დღემდე უპასუხოა.
საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს.
მათგან ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე წარმოებად ზაფხულში გამოყო.
ნოემბერში კი ექვსივე არასრულწლოვანს პატიმრობა მიუსაჯა.
რაც შეეხება ფეხბურთელის განზრახ მკვლელობის საქმეს, ამ საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 8 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას ბრალდება ხუთ პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ასევე, ორ არასრულწლოვანს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს ედავება. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. საქმე სასამართლოში გრძელდება.
მალევე, შაქარაშვილის მკვლელობიდან, დაახლოებით, ერთ თვეში, პოლიციამ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ძებნა დაიწყო.
4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას იპოვეს - სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში.
ასევე ნახეთ ექსპერტიზის პასუხები ცნობილია - რა გავიგეთ ახალი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებთავიდან საქმის გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.
ამ საქმეშიც უამრავი ერთმანეთისგან გამომრიცხავი დეტალი იყო - ოჯახს თვითმკვლელობის ვერსია არ სჯეროდა.
თუმცა 17 დეკემბერს პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმე დახურულად გამოაცხადა და თქვა, რომ მან თავი მოიკლა.
კარტოგრაფების საქმე: მიზეზი - დავით გარეჯი
სექტემბრის ბოლოს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობდა, რომელსაც საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია - საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობის თაობაზე.
პროკურატურა აცხადებდა, რომ კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა - საქმე დავით გარეჯის ტერიტორიას შეეხებოდა.
ოქტომრის დასაწყისში პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 6 ოქტომბერს დააკავა - ასე დაიწყო „კარტოგრაფების საქმე“.
ასევე ნახეთ დაუდგენელი მოტივი, დაუსრულებელი დანაშაული, დამალული რუკა - რა გამოიძია პროკურატურამბრალდება ამტკიცებდა, რომ კომისიის წევრები „სწორ რუკას” მალავდნენ და „არასწორ რუკას” მიზანმიმართულად იყენებდნენ, რის გამოც შეიქმნა საფრთხე, რომ საქართველო ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს, ჯამში 3500-მდე ჰექტარს, დაკარგავდა.
არც ერთი დაკავებული კარტოგრაფი ბრალს არ აღიარებს.
ოპოზიციის მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი კი მათ მიერ სწორედ პოლიტიკურ პატიმრებად განიხილებიან.
ასევე ნახეთ “პრეტენზიად იმის წაყენება, რომ მე ჩემი ძმის ძმა ვარ, მდაბიო საქციელია” - ირაკლი უგულავაძარცვა - 43 მძევლით
ოქტომებრში, „საქართველოს ბანკის“ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და 43 მძევალი აიყვანა. თავდამსხმელი, რომლის ვინაობაც მისი მიმალვის შემდეგ გახდა ოფიციალურდ ცნობილი, 500 000 აშშ დოლარს ითხოვდა, რაც მიიღო კიდევ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. თავად კი მიიმალა.
იმ დღეს ზუგდიდში სპეცოპერაცია მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მოლაპარაკება თავდამსხმელთან კი იმით დასრულდა, რომ მას მოთხოვნილი თანხა მიუტანეს, მან მძევლების დიდი ნაწილი გაუშვა, ბოლოს კი ოთხ მძევალთან ერთად, რომელთა შორისაც იყო სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა, ბანკის შენობა დატოვა. მას სამართალდამცავები არ გაჰყოლიან. თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა, თავად მიიმალა და ის ამ დრომდე არ უპოვიათ.
ასევე ნახეთ სად არის ბადრი - ზუგდიდმა თავდასხმის ამბავი უკვე დაივიწყამალევე გამოძიებამ თავდამსხმელის სახელი და გვარი გაასაჯაროვა - ის ბადრი ესებუა აღმოჩნდა, რომელიც ამ დრომდე არ უპოვიათ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ნგრევა აფრიკაში
წლის ბოლოს თბილისის მერია კრიტიკის საგანი კიდევ ერთხელ გახდა - შუა დეკემბერში, აფრიკის დასახლებაში მერიის დავალებით 12-მდე შენობა დაანგრიეს - მერია აცხადებდა, რომ შენობები დედაქალაქის კუთვნილ მიწაზე უნებართვოდ ააშენეს.
ეს შენობები, უკიდურესად ღატაკ მოქალაქეებს ეკუთვნოდათ. და როგორც აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ხალხი ამბობდა, იქ მხოლოდ ოჯახები სახლდებიან, ვისაც წასასვლელი არსად აქვთ.
ასევე ნახეთ აფრიკა არც ისე შორსაადიდი ნგრევის დღეს მედიაში იქვე მცხოვრები მამა-შვილის ფოტო გავრცელდა, რომლებიც შენობების დემონტაჟს აკვირდებოდნენ. ცოტა ხანში კი გავრცელდა ცნობა, რომ მერმა კახა კალაძემ მათ ოჯახს ბინა აჩუქა. მალევე გაირკვა, რომ მათთვის სახლი არ დაუნგრევიათ, თუმცა ისინიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.
მიუხედავად ხალხის პროტესტის, იქვე გამართული აქციის და რამდენიმე ადამიანის დაკავებისა, ნგრევა არ შეჩერებულა - ბულდოზერი ადგილზე ორ საათს მუშაობდა.
Your browser doesn’t support HTML5
მოგვიანებით მერმა იმ ადამიანების სიაც გამოაქვეყნა, ვინც მისი განცხადებით, უკანონოდ იკავებდა ტერიტორიას და ისიც ითქვა, რომ ისინი არაერთხელ გააფრთხილეს... თუმცა ნგრევა ამით არ დასრულებულა - აფრიკაში მომხდარიდან რამდენიმე დღის მერე, მერიამ მსგავსი შენობები სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზეც დაანგრია - მათ მეპატრონეებს ამ შენობების დასაშლელად მერიამ ოთხდღიანი ვადა მისცა. მერე კი თავად დაანგრია.