სარჩელი კობახიძის წინააღმდეგ ფეისბუკზე შეზღუდვის გამო
Your browser doesn’t support HTML5
მსახიობი და აქტივისტი მარიამ დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივის. 16 ოქტომბერს მან ირაკლი კობახიძის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე კრიტიკული კომენტარი დაწერა, რის შემდეგაც მას ამ გვერდზე წვდომა შეეზღუდა. დოლიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსმა არ დაიცვა თმენის ვალდებულება და დაარღვია მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება.