ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს “ყურადღებით შეისწავლოს [საქართველოში ჩატარებული] არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ ბრალდებები და თუკი დადასტურდება [ისინი], გააკეთოს მკაფიო განცხადება“.
საქართველოსთან დაკავშირებული ორპარტიული დოკუმენტის - MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორის განცხადება ჰელსინკის კომისიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. კონგრესმენი ლაპარაკობს “სისტემური ძალადობის შესახებ“ ბრალდებებზე. ტექსტის თანახმად, განცხადებები ნდობას იმსახურებს, რუსეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობები კი კარგად არის დოკუმენტირებული.
ასევე ნახეთ არჩევნები 2024 - ლაივბლოგი“ჩვენი “მეგობარი აქტი” [MEGOBARI] მიზნად ისახავს მათ დასჯას, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს ხალხის მისწრაფებას თავისუფლებისკენ და სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას”, - წერია კონგრესმენ უილსონის განცხადებაში.
ასევე ნახეთ „მჯერა, ქართველები დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მისცემენ ხმას“ - კონგრესმენი ჯო უილსონი
კონგრესმენ ჯო უილსონის თანაავტორობით შემუშავებული MEGOBARI აქტი ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს. დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში და ახლა ძირითად სხდომაზე დამტკიცებას ელოდება.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებამ მოიპარა.
"საქართველოდან მომავალი სურათი ნათელია - გუშინდელი არჩევნები მოიპარა პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ თბილისში. გვერდში ვუდგავარ ქართველ ხალხს მათი თავისუფლების, უფლებებისა და მომავლისთვის ბრძოლაში", - დაწერს ექსპრემიერმა სოციალურ ქსელ X-ზე.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 53,92% მოიპოვა. ამ შედეგს არ ეთანხმება ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ისინი სისტემურ გაყალბებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე ლაპარაკობენ.
ფრანგი ევროპარლამენტარი - სანდრო გოზი X-ზე წერს, რომ „საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელშიც პრორუსულმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და რასაც ზეიმობდა ორბანი და პუტინი, ჩრდილი მიაყენა ფართომასშტაბიანი თაღლითობის, დაშინებისა და მოსყიდვის დადასტურებულმა შემთხვევებმა“, - ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ „რუსეთის მხრიდან ამ ძლიერი ჩარევის“ წინააღმდეგ, ის მხარს უჭერდა გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს საქართველოში.
სანდრო გოზი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მოქალაქეებსა და დემოკრატიულ პარტიებს, რომლებსაც სურთ, რომ მათი მომავალი ახლოს იყოს ევროკავშირის ფასეულობებთან და იყოს ევროკავშირში.
“საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ევროპა ახლა უნდა დადგეს ქართველი ხალხთან”, - წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, X-ზე.
“არჩევნები თავისუფლებასა და სამართლიანობაზე უნდა იყოს დაფუძნებული” - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, სოციალურ პლატფორმა X-ზე და აღნიშნავს, რომ მოვლენების განვითარებას მიადევნებს თვალ-ყურს.
„ძალიან სერიოზულად ვეკიდები ბრალდებებს დარღვევების შესახებ ნებისმიერ არჩევნებში და ყურადღებით დავაკვირდები მოვლენების განვითარებას საქართველოში“, - აღნიშნავს ლანდსბერგისი 27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ტესტში.
„მთელი ლატვია ადევნებს თვალს საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში“, - დაწერა X-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ, 26 ოქტომბერს და აღნიშნა რომ ინტერესით მოელის ეუთო/ოდირის [OSCE/ODHIR] სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს.
ლატვიელი მინისტრი წუხილს გამოხატავს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ცნობების გამო.
ასევე ნახეთ „ზეწოლისა და დაშინების კლიმატი... იყო ასეთი შეგრძნება - „დიდი ძმა გიყურებს“. OSCE/ODHIR, PACE არჩევნებს აჯამებს“სერიოზულ შეშფოთებას იწვევს დარღვევების შესახებ განცხადებები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ყურადღებით ვადევნებთ თვალს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს”, - დაწერა X-ზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.
ასევე ნახეთ არჩევნების სიმულატორი