საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრა იწყება დილის 08:00 საათზე და სრულდება 20:00 საათზე. ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსი, გიორგი სანტურიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ზუსტად იგივე წესი გავრცელდება უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე - ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება ადგილობრივი დროით.
„ბუნებრივია, რომ ადგილობრივი დრო იგულისხმება, რადგან თუ საზღვარგარეთ არსებული უბნები ჩვენი დროით 8 საათზე გაიხსნება, ამ დროს აშშ-ში ღამეა“, - ამბობს სანტურიანი.
მისივე თქმით, ცესკო ვალდებულია საარჩევნო უბნებიდან მიღებული ოქმები დროულად გამოაქვეყნოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში ამომრჩეველთა ნაწილს, ვინც უბანზე დღის მეორე ნახევარში მივა, უკვე ეცოდინება საქართველოში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები.
„ოქმების დაგვიანებით გამოქვეყნებას შესაძლოა უარყოფითი შეფასება მოჰყვეს. წინასწარი შედეგების დროულად გამოქვეყნებას თავისი მნიშვნელობა აქვს... მე ვფიქრობ, არ შეიძლება ამას გავლენა ჰქონდეს, რადგან ეს არის წინასწარი შედეგი. მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა თავისი პოზიცია დააფიქსიროს...“ - ამბობს სანტურიანი.
ასევე ნახეთ როგორ მოვძებნო, სად ვაძლევ ხმას?26 ოქტომბერს საქართველოში პირველად ტარდება სრულად პროპორციული არჩევნები, ამომრჩეველთა 90 პროცენტი კი ხმას ელექტრონულად აძლევს, რაც წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. საზღვარგარეთ 95 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული - ისინი ხმას ძველი წესით აძლევენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველი პარტია უნდა შემოხაზონ.
ასევე ნახეთ სად ვნახო პარტიების ნომრები? - აქ