საზაფხულო სეზონი შიდა ტურისტებისთვის ბათუმში 15 ივნისს გაიხსნება, ბათუმელებმა კი საზღვაო სეზონი, უკვე თვეზე მეტია, დაიწყეს. ბათუმის პლაჟზე ქოლგებისა და შეზლონგების გაქირავების სერვისი ჯერ არ მუშაობს. ადგილობრივები პლაჟებზე მზისგან თავს საკუთარი ძალებით იცავენ და კომფორტსაც თავად იქმნიან, თუმცა ეს ბათუმელების ნაწილს არ აწუხებს, რადგან, როგორც ამბობენ, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნისთანავე ზღვაზე გასვლა განტვირთვის საუკეთესო საშუალება იყო.
ბათუმელი თეკლა მჭედლიძე ამბობს, რომ სანაპიროზე ხალხის დიდი რაოდენობა ჯერჯერობით არ შეიმჩნევა, თუმცა აქტიურ სეზონზე წესების დაცვა, მისი აზრით, გართულდება:
ნებისმიერი ტიპის აკრძალვა იქნება თუ ამ შეზღუდვების მოხსნა, იყოს თანმიმდევრული და არსებულ რეალობას ითვალისწინებდეს. პირბადის გამოყენება პლაჟებზე არასერიოზული მგონია. ან უნდა აკრძალო, საერთოდ, ან პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი პლაჟზე ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია...ციალა ქათამიძე
„რთული იქნება, იმიტომ რომ ზღვა და პლაჟი ის ადგილია, სადაც მოდუნებული და მოშვებული ხარ, სადაც სიამოვნებას იღებ და ურთიერთობ. მაგრამ იმისთვის რომ არ მოგვიხდეს ისევ სახლში დაჯდომა, ჩვენ თვითონ უნდა მოვახერხოთ დისტანციის და რაღაც წესების დაცვაც. კორონავირუსის გავრცელების საფრთხე სანაპიროზე არ იგრძნობა. თუ შაბათ-კვირას კარგი ამინდებია, ზღვაზე ბევრი ხალხია, თუმცა მაინც არაა ის რაოდენობა, რომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს უხდებოდეთ წოლა გარუჯვისას ან ზღვაში ბანაობისას. მაგრამ, თუ შიდა ტურიზმის გახსნისთანავე ბევრი ხალხი ჩამოვა ბათუმში, მერე უკვე რთული იქნება დისტანციის დაცვა“.
დისტანციის დაცვას პლაჟებზე დასაშვებად მიიჩნევს ბათუმელი ციალა ქათამიძე, მაგრამ იმედოვნებს, რომ ეპიდემიოლოგები ზღვის სანაპიროზე პირბადის ტარების ვალდებულებას არ დააწესებენ:
„ნებისმიერი ტიპის აკრძალვა იქნება თუ ამ შეზღუდვების მოხსნა, იყოს თანმიმდევრული და არსებულ რეალობას ითვალისწინებდეს. პირბადის გამოყენება პლაჟებზე არასერიოზული მგონია. ან უნდა აკრძალო, საერთოდ, ან პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი პლაჟზე ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია“.
პირბადის გამოყენება პლაჟებზე მხოლოდ იმ დროს იქნება სავალდებულო, როცა მოქალაქე ნივთს იძენს ან ქირაობს და მას ამ მიზნით ფულადი ანგარიშსწორება გარე პირთან უხდება - ეს და სხვა რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინიტროს ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ რადიო თავისუფლებას პლაჟებზე ყოფნისა და ზღვაზე ბანაობისთვის უსაფრთხოების რამდენიმე აუცილებელი წესი გაუზიარა. მისი თქმით, ეს წესები იმ ტურისტული ქვეყნების გამოცდილებას ემყარება, სადაც ყველაზე მთავარი რეკომენდაცია ისევ სოციალური დისტანცირებაა როგორც პლაჟებზე ყოფნისას, ასევე ზღვაში ბანაობისას. იგი არ ეხება მხოლოდ ერთი ოჯახის წევრებს. ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ამ დოკუმენტს რამდენიმე დღეში ოფიციალურად გამოაქვეყნებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. ჯერჯერობით არ არის დადგენილი, თუ ვის დაევალება იქ ჩამოთვლილი წესების ადმინისტრირება:
„ყველაფერი მაინც დამოკიდებულია მოსახლეობაზე. სასურველია გაითავისონ ეს წესები, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, 100 %-იანი ადმინისტრირება მოხდეს ამ წესების. მით უმეტეს, სანაპირო და საზღვაო პერიმეტრზე შეუძლებელი იქნება ამის სრულყოფილი კონტროლი, ასევე ოჯახის წევრების იდენტიფიცირება. ამიტომ მოსახლეობის შეგნებაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული“.
დანარჩენ ვალდებულებას კი ბულვარის ადმინისტრაცია იღებს. ესაა საინფორმაციო ბანერების განთავსება, სადაც იქნება გაწერილი ყველა წესი. ჩვენ გავიარეთ ევროპული ზღვის სანაპიროების მაგალითები, განვიხილეთ და ისე შევჯერდით ამ წესებზე...ირაკლი ჯინჭარაძე
ბათუმის პლაჟებზე სოციალური დისტანცირების შესახებ ხმოვან მოწოდებას სპეციალურად დამონტაჟებული აპარატურიდან გაიგონებს დამსვენებელი. საპლაჟო ინფრასტრუქტურაც ასეთივე დისტანციის დაცვით დამონტაჟდება. შეზლონგებს 2-მეტრიანი დაშორებით განალაგებენ. ბულვარის ადმინისტრაცია ჩამოთვლილ და სხვა წესების დაცვასაც მოსთხოვს კერძო კომპანიებს, რომლებიც ბათუმის პლაჟების მოვლა-პატრონობის ვალდებულებას აიღებენ. კომპანიებს აუქციონის წესით შეარჩევენ, რომელიც რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ბათუმის ბულვარის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე, ამბობს, რომ უკვე იციან სავალდებულო წესები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ელიან ჯანდაცვის სამინისტროსგან:
„დღესაც ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რა რეგულაციებით უნდა განთავსდეს საპლაჟო ინფრასტრუქტურა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით, წესები როგორი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ამ სამუშაო ჯგუფში და დაახლოებით ვიცით, რა მოთხოვნები გვექნება. ჩვენ შეზლონგების გამქირავებლებს 2 მეტრამდე დისტანციის დაცვას მოვთხოვთ. ასეთივე დისტანცია უნდა დაიცვას ქვებზე მწოლიარემაც. მოთხოვნაა, აგრეთვე, მოხმარების შემდეგ შეზლონგებს დეზინფექცია ჩაუტარდეს, დანარჩენ ვალდებულებას კი ბულვარის ადმინისტრაცია იღებს. ესაა საინფორმაციო ბანერების განთავსება, სადაც იქნება გაწერილი ყველა წესი. ჩვენ გავიარეთ ევროპული ზღვის სანაპიროების მაგალითები, განვიხილეთ და ისე შევჯერდით ამ წესებზე“, - გვითხრა ირაკლი ჯინჭარაძემ.
გარდა ამისა, ბათუმის სანაპიროზე მხოლოდ ღია საშხაპეები განთავსდება, გასახდელი კაბინები კი ნახევრად ღია იქნება. მათი გაწმენდა სადეზინფექციო ხსნარით სავალდებულო გახდება. საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო. დღეიდან ზღვაზე ჩასასვლელი ბილიკები მოეწყო, ხვალიდან კი საშხაპეებისა და გასახდელების შეკეთება დაიწყება.
ასევე ნახეთ რით შეძლებს აჭარა ტურისტების მოზიდვასჯერჯერობით უცნობია, რა სახის სანქცია დაეკისრება პლაჟებზე დადგენილი წესების დამრღვევებს.
რაც შეეხება ბათუმის სანაპიროზე არსებულ კაფე-ბარებს, მათთვის სავალდებულო იქნება სხვა კვების ობიექტებისთვის დადგენილი წესების დაცვა.