საერთაშორისო საზოგადოება სირიის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებაზე

გაეროს წევრი სახელმწიფოების დროშები

ნატო, ევროკავშირი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოში აკრედიტებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევად აფასებენ და მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჰიზერ ნოიერტმა 29 მაისს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება არ შეცვლის რეალობას ან აშშ-ის პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ“.

„აფხაზეთი და „სამხეთ ოსეთი“ არის საქართველოს სუვერენული ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი“, - ასე გამოეხმაურა სირიის გადაწყვეტილებას ელიზაბეთ რუდი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი:

პასკალ მონიე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ამბობს, რომ „საფრანგეთისთვის არაფერს ნიშნავს სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. ამ ნაბიჯს არაფერი აქვს საერთო საერთაშორისო სამართლის ნორმებთან.

საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერაზე ლაპარაკობს გერმანიის ელჩიც საქართველოში, ჰაიკე ფაიჩი:

„ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბრიუსელში, ჩვენ ვგმობთ სირიის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა:

„სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონები საქართველოს ნაწილია, - ვკითხულობთ ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაშიც. ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება და გამოიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან.

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა გუშინ აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.