„სააკაშვილი ციხეში - არ არის კარგი იმიჯი საქართველოსთვის“ - ინტერვიუ დევიდ კრამერთან

დევიდ კრამერი

„სააკაშვილი ციხეში - არ არის კარგი იმიჯი საქართველოსთვის. ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა შეიგნონ ეს და მოძებნონ გამოსავალი“ - ინტერვიუ დევიდ კრამერთან

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი, პასუხობს რადიო თავისუფლების კითხვებს საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაზე, არჩევნების მეორე ტურსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეულ კურსზე, რომელსაც კრამერმა, საქართველოში ყოფილ ელჩთან, იან კელისთან ერთად “Foreign Policy”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „დასავლეთისკენ ზურგის შექცევა“ უწოდა.

რ.თ. - ბატონო კრამერ, საქართველოს ძალზედ მნიშვნელოვანი ადგილობრივი არჩევნები თითქმის დასრულებულია. პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია, ოპოზიციამ წააგო ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე. მმართველმაქართულმა ოცნებამხმების 43% მეტი მოიპოვა. რა გველის ამის შემდეგ? ოქტომბრის არჩევნებმა განმუხტა დაძაბულობა თუ პირიქით, კიდევ უფრო მეტი სივრცე წარმოშვა არასტაბილურობისთვის?

ვფიქრობ, რომ დაბრუნება არ იყო სააკაშვილის საუკეთესო გადაწყვეტილება. ასევე ვთვლი, რომ მისი დაპატიმრება მთავრობის შეცდომა იყო. ჩემი აზრით, მეორე ტურამდე მთავრობამ ის უნდა გაათავისუფლოს, მისცეს შესაძლებლობა, დაბრუნდეს უკრაინაში. ახლა ის უკრაინის მოქალაქეა და არა საქართველოსი...

ადგილობრივო არჩევნების პირველ ტურს მეორე მოჰყვება ოქტომბრის ბოლოს მთელ რიგ მერების არჩევნებში. ეს ნიშნავს, რომ იქნება მძლავრი პოლიტიკური კონკურენცია. მეორე საკითხი, რომელიც, რა თქმა უნდა, გადაფარავს ბევრ ამ მოვლენას, არის მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, დაბრუნება და დაპატიმრება. არჩევნების წინა დღეს ის ავრცელებდა ტვიტებს, რომლებითაც ფაქტობრივად იწვევდა ხელისუფლებას, რომ მის წინააღმდეგ ემოქმედათ და მათ ეს გააკეთეს. ვფიქრობ, რომ დაბრუნება არ იყო სააკაშვილის საუკეთესო გადაწყვეტილება. ასევე ვთვლი, რომ მისი დაპატიმრება მთავრობის შეცდომა იყო. ჩემი აზრით, მეორე ტურამდე მთავრობამ ის უნდა გაათავისუფლოს, მისცეს შესაძლებლობა, დაბრუნდეს უკრაინაში. ახლა ის უკრაინის მოქალაქეა და არა საქართველოსი, და ყველა - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც - უნდა კონცენტრირებული იყვნენ საკითხებზე, რომლებსაც ყოველდღიური მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვშიშობ, რომ ეს არ მოხდება, თუ ქვეყანაში შენარჩუნდება ეს პოლარიზებული და პერსონიფიცირებული პოლიტიკური ვითარება.

რ.თ. - მეორე ტურები ჩატარდება უმსხვილეს ქალაქებში, როგორებიცაა, მაგალითად, თბილისი, ბათუმი, რუსთავი და .. დააბრუნებს თუ არა ეს დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას შედეგის მიუხედავად?

ვშიშობ, რომ მეორე ტურის დროს არ იქნება იმდენი დამკვირვებელი, განსაკუთრებით საერთაშორისო, როგორც პირველი ტურის დროს იყო... ვფიქრობ, რომ ეს ასახავდა ამ არჩევნების მნიშვნელობას და შეშფოთებას იმის თაობაზე, თუ საით მიდის საქართველო.

ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, ორი მიზეზის გამო. პირველი არის ის, რომ ყოველ შემთხვევაში პირველ ტურში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 46,7% აიღო. ეს მეტია 43%-ზე, რაც ევროკავშირთან 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად ვადამდელი არჩევნების დანიშვნას გამოიწვევდა. მეორე, რა თქმა უნდა, ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა შეთანხმება რამდენიმე თვის წინ და ამბობს, რომ ის აღარ არის შებოჭილი ამ ვალდებულებებით. საყურადღებოა, რომ „ქართული ოცნების“ წასვლის შემდეგ შეთანხმებას ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდა. ამიტომ გამოწვევა იქნება არა 43%, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ამბობს, რომ შედეგი გაყალბებულია, არამედ ის, რომ მეორე ტურში მონაწილეებს მიეცეთ თანაბარი შესაძლებლობები. ვშიშობ, რომ მეორე ტურის დროს არ იქნება იმდენი დამკვირვებელი, განსაკუთრებით საერთაშორისო, როგორც პირველი ტურის დროს იყო დამკვირვებელთა მძლავრი დელეგაცია, რაც თავისთავად უჩვეულოა ადგილობრივი არჩევნებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს ასახავდა ამ არჩევნების მნიშვნელობას და შეშფოთებას იმის თაობაზე, თუ საით მიდის საქართველო.

რ.თ. - თქვენ ახსენეთ მიხეილ სააკაშვილის დრამატული დაბრუნება საქართველოში, რომელიც ახლა ციხეშია. ეს იყო მისი არასწორი გათვლა თუ ყოფილმა პრეზიდენტმა სწორად შეაფასა პოლიტიკური ვითარება? ბევრი დამკვირვებელი ფიქრობს, რომ სააკაშვილმა არ გაითვალისწინა, რამდენად შეიცვალა ქვეყანა მისი წასვლის შემდეგ. ტომას დე ვაალმა, კარნეგის ევროპის ფონდის მთავარმა ანალიტიკოსმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ სააკაშვილითავის თავს აღიქვამს მხსნელად, რომელსაც შეუძლია კიდევ ერთი ვარდების რევოლუცია გამოიწვიოს. მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებას ეს აინტერესებს“. ეთანხმებით ამ შეფასებას?

შეცდომა იყო მთავრობის მხრიდან სააკაშვილის დაპატიმრება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მათ დიდი არჩევანი არ ჰქონდათ. მათ არ უნდა დატოვონ ის პატიმრობაში. მინდა ასევე ვთქვა, რომ საქმეს აუარესებს, როდესაც პრემიერ-მინისტრი და სხვა სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც არაფერი აკავშირებთ სამართლებრივ საკითხებსა და სამართალდამცავ ორგანოებთან, ერევიან და ამბობენ, რომ ის 6 წელი იჯდება ციხეში...

ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა გათვალა, რომ მისი დაბრუნება პროვოკაცია იქნებოდა. გარკვეულწილად ეს ასეც იყო. ვფიქრობ, მისმა დაბრუნებამ მეტი ნაცმოძრაობის მხარდამჭერი მიიყვანა 2 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩემი აზრით, ეს სიმართლეს შეესაბამება. მაგრამ არა მგონია, პროვოკაცია არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება. რა თქმა უნდა, სააკაშვილის უდიდესი დამსახურებაა, რასაც პრეზიდენტობის დროს მიაღწია. ეს არ იყო უმწიკვლო პრეზიდენტობა და 2007 წლის ნოემბრის მოვლენები ამის დასტურია, მაგრამ ის გაუმკლავდა კორუფციას და ბევრ სხვა რამეს. დაეხმარა საქართველოს დაემყარებინა უფრო მჭიდრო კავშირი დასავლეთთან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. კრიტიკოსები იტყვიან, რომ ეს კავშირი იყო ზედმეტად პერსონიფიცირებული პრეზიდენტ ბუშსა და სააკაშვილის შორის. მაგრამ უდავოა, რომ აღნიშვნას იმსახურებს ისიც, რომ მან საქართველო ევროატლანტიკური მიმართულებით წაიყვანა. ასევე მისი დამსახურებაა 2012 და 2013 წლების არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება „ქართული ოცნების“ გუნდისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სააკაშვილს ბევრი დამსახურება აქვს. მაგრამ საქართველო წინ წავიდა და საგრძნობლად შეიცვალა. მიუხედავად ამისა, პარტიამ, რომელთანაც ის მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს, მეორე შედეგი აჩვენა არჩევნებზე. თუ შეხედავთ 2017 წლის ადგილობრივ, 2020 წლის საპარლამენტო და ამ წლის არჩევნების შედეგებს, ენმ თავის პოზიციებს აუმჯობესებს. „ქართული ოცნების“ მონაცემები, პროცენტებს თუ შევხედავთ, განაგრძობს ვარდნას. ასე რომ, როგორც უკვე ვთქვი, შეცდომა იყო მთავრობის მხრიდან სააკაშვილის დაპატიმრება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მათ დიდი არჩევანი არ ჰქონდათ. მათ არ უნდა დატოვონ ის პატიმრობაში. მინდა ასევე ვთქვა, რომ საქმეს აუარესებს, როდესაც პრემიერ-მინისტრი და სხვა სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც არაფერი აკავშირებთ სამართლებრივ საკითხებსა და სამართალდამცავ ორგანოებთან, ერევიან და ამბობენ, რომ ის 6 წელი იჯდება ციხეში.

ბოლოს პრემიერ-მინისტრი გენერალურ პროკურორად მოგვევლინა. ჩემი აზრით, ამ საკითხზე მან ხმა უნდა გაკმინდოს...

რ. თ. - თქვენ თქვით, რომ სააკაშვილის პატიმრობა - არა აქვს მნიშვნელობა, რა ბრალდებები აქვს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ - არ გამოიყურება კარგად ქართული დემოკრატიისთვის. განსაკუთრებით, როცა თავად პრემიერ-მინისტრი უთხრის ძირს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას და ამბობს, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცევა, მუხლებს დაუმატებენ. ეს ტოვებს რაიმე ეჭვს, რომ სასამართლო პროცესი არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული?

ბოლოს პრემიერ-მინისტრი გენერალურ პროკურორად მოგვევლინა. ჩემი აზრით, ამ საკითხზე მან ხმა უნდა გაკმინდოს. კი, არსებობს პოლიტიკური ელფერი სააკაშვილის დაპატიმრებაში, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. მაგრამ არ არის სარგებლის მომტანი, როდესაც პრემიერ-მინისტრი და სხვა სახელმწიფო მოხელეები, „ქართული ოცნების“ ხალხი, ერთვებიან სააკაშვილის საქმეში, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს კანონის უზენაესობას. მე ამას გულწრფელად ვისურვებდი. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ისინი გააცნობიერებენ, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა საქართველოს არ წარმოაჩენს საუკეთესო მხრიდან. უკეთესი იქნება, თუ მას მიეცემა უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობა და უკრაინელები ამაზე მიანიშნებენ.

საუკეთესო გამოსავალია ამ საკითხის გადაწყვეტა ქართულ-უკრაინული დიპლომატიური არხების მეშვეობით...

რ.თ. - რამდენად შესაძლებელია, რომ ეს მოხდეს? სააკაშვილის დაპატიმრებამ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია. ბევრი შიშობს, რომ ამას შეუძლია უფრო მეტი სიმწვავე შეიტანოს ქართულ პოლიტიკაში. რისი გაკეთება შეუძლია გარე პარტნიორებს, მაგალითად, სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების საკითხში? უკრაინის პრეზიდენტმა ამის პირობა დადო, რამდენად შეძლებს ის დანაპირების შესრულებას? საქართველოს მთავრობა დაუჯერებს ზელენსკის ან სხვა დასავლელ ლიდერს ამ ომში სააკაშვილის წინააღმდეგ?

ვფიქრობ, რომ აშშ და ევროკავშირიც ჩაერთვებიან ამ პროცესში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩუმად. არა მგონია, რომ ამაზე დიდი ხმაურის ატეხა ვინმეს ინტერესებს ემსახურებოდეს, თუმცა ბატონმა სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ სწორედ ასე მომხდარიყო...

კი, ვფიქრობ, რომ საუკეთესო გამოსავალია ამ საკითხის გადაწყვეტა ქართულ-უკრაინული დიპლომატიური არხების მეშვეობით. ბევრი ქართველი ოფიციალური პირი გაემგზავრა უკრაინაში ბაბი იარის სამახსოვრო ღონისძიებებზე. ვფიქრობ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის გაუმჯობესდა ურთიერთობები. პირადად ჩემში სინანულს იწვევდა თანამშრომლობის და კოოპერაციის ნაკლებობა ამ ორ სახელმწიფოს შორის, რომლებსაც ამდენი საერთო აქვთ. ასე რომ, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჩართულობა - მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ აქვს დიდი ძალაუფლება საქართველოში - ეს შეიძლება მოხდეს პრეზიდენტების დონეზე. ვფიქრობ, რომ ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმაც უნდა იმსჯელონ ამ საკითხზე. და აქ მე ვაცნობიერებ წინააღმდეგობრიობას იმისა, რასაც ვამბობ, რომ, ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრმა თავი უნდა დაანებოს სააკაშვილის საკითხს, ამავდროულად, აქ არსებობს პოლიტიკური ელემენტი და უკრაინელებს შეუძლიათ მშვიდად ელაპარაკონ ქართველ პარტნიორებს და მოუწოდონ მათ ამ კრიზისის წყნარი და მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ვფიქრობ, რომ აშშ და ევროკავშირიც ჩაერთვებიან ამ პროცესში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩუმად. არა მგონია, რომ ამაზე დიდი ხმაურის ატეხა ვინმეს ინტერესებს ემსახურებოდეს, თუმცა ბატონმა სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ სწორედ ასე მომხდარიყო.

ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა შეიგნონ - სააკაშვილის ციხეში ყოფნა არ არის კარგი იმიჯი საქართველოსთვის და მოძებნონ გამოსავალი.

ეს არ იყო კარგი წელი საქართველოსთვის, სამწუხაროდ. პანდემია, ეკონომიკური სირთულეები, ნიკა მელიას დაპატიმრება თებერვალში, პრაიდის მარშსა და 50-ზე მეტ ჟურნალისტზე თავდასხმა 5 ივლისს, რომელიც წახალისებული იყო პრემიერ-მინისტრის მიერ...

რ.თ. - თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ ქართული პოლიტიკა პოლარიზებული და პერსონიფიცირებული რჩება - მიშა VS ბიძინა წლების განმავლობაში. საქართველოს შეუძლია დაძლიოს ეს ორპოლუსიანობა? და რაში მდგომარეობს გამოსავალი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობიდან?

ეს არ იყო კარგი წელი საქართველოსთვის, სამწუხაროდ. პანდემია, ეკონომიკური სირთულეები, ნიკა მელიას დაპატიმრება თებერვალში, პრაიდის მარშსა და 50-ზე მეტ ჟურნალისტზე თავდასხმა 5 ივლისს, რომელიც წახალისებული იყო პრემიერ-მინისტრის მიერ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეს გვახსოვდეს. თავისი მაშინდელი უგუნური რიტორიკით წარმოაჩინა თავისი ნამდვილი სახე. ის, რა თქმა უნდა, დაბრუნდა პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე თებერვალში იმ პირობით, რომ მელიას დააკავებდა. ივანიშვილს სურდა, რომ მას ეს გაეკეთებინა, რაზეც უარი თქვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ. ასე რომ, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს მძიმე წელი ჰქონდა. 19 აპრილს ევროკავშირთან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, მაგრამ შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ უკან დაიხია. მათ დაიბრალეს, რომ უარი თქვეს 75-მილიონიან დახმარებაზე, მაგრამ სინამდვილეში საქართველომ ვერ დააკმაყოფილა წინაპირობა, რომ მიეღო ეს დაფინანსება. და მათ დაასრულეს ხელშეკრულების გაფორმება ბელარუსის კმმ-სთან იმავე დროს, როდესაც უარყვეს ევროკავშირის დახმარება. ასე რომ, არცთუ კარგი წელიწადი იყო საქართველოსთვის.

მე ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, თუ საით მიდის ქვეყანა. მაღელვებს, რომ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ მან მიიღო თანხმობის ბეჭედი ადგილობრივი არჩევნების შედეგად. ვშიშობ, სწორედ ამ დასკვნამდე მივლენ, რომ ასე გააგრძელონ. ეს არ არის კარგი გზა ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის...

რ.თ. - Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ თქვენს სტატიაში, რომლის თანაავტორიც არის აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, წერთ, რომ საქართველომ ზურგი შეაქცია დასავლეთს და რომ მმართველ პარტიას თბილისი მოსკოვის ორბიტისკენ მიჰყავს. დღემდე ფიქრობთ, რომ ვითარება ამდენად დრამატულია - ზურგი შეაქცია დასავლეთს?

დიახ, მე ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, თუ საით მიდის ქვეყანა. მაღელვებს, რომ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ მან მიიღო თანხმობის ბეჭედი ადგილობრივი არჩევნების შედეგად. ვშიშობ, სწორედ ამ დასკვნამდე მივლენ, რომ ასე გააგრძელონ. ეს არ არის კარგი გზა ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის. აბსოლუტურ უმრავლესობას სურს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატოში. ვშიშობ, რომ მთელი ძალით მიმდინარეობს სახელმწიფოს მიტაცება ივანიშვილის თაოსნობით და რომ პრემიერ-მინისტრი და სხვები მთავრობაში უბრალოდ მის ბრძანებებს ასრულებენ. საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ გზას. ეს ნიშნავს, რომ ამაში ოპოზიციამაც უნდა შეასრულოს თავისი როლი, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში, როგორც ეს გააკეთა ამ არჩევნებში მონაწილეობით. შარშანდელი ნოემბრის პარლამენტის ბოიკოტი, რა თქმა უნდა, ძალზედ სადავო იყო. ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანა კრიზისშია - პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია და არსებობს კითხვები ევროატლანტიკური გზის ერთგულებასთან დაკავშირებით.

რ.თ. - ეს კავშირშია, როგორც ბატონმა ლავროვმა ახლახან თქვა, დასავლეთის დაპირებებზე, რომლების შესრულებაც მას არ შეუძლია? ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რამდენიმე დღის წინ კვლავ გაიმეორა, რომ მხოლოდ ნატოს, საქართველოსა და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის შეუერთდებიან ეს ქვეყნები ალიანსს და არა რუსეთისა. მან აღნიშნა,მე ვერ გეტყვით, როდის მოხდება ეს... აშკარაა, რომ ეს ხვალ არ მოხდება“. რამდენი ხანი შეუძლიათ ლოდინის რეჟიმში ყოფნა ამ ქვეყნებს? არ ტოვებს ეს თბილისსა და კიევს გაურკვეველ მდგომარეობაში ახლო მომავალში, იმ დროს, როდესაც ორივე უპირისპირდება მიმდინარე აგრესიას და ტერიტორიების ოკუპაციას რუსეთის მხრიდან?

მე მტკიცედ ვემხრობი საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას ნატოში. ვფიქრობ, ორივე ქვეყანამ აჩვენა, რომ მზადაა ნატოს წევრობისთვის, ორივემ შეიტანა საკუთარი წვლილი ნატოს ოპერაციებში მათ საზღვრებს გარეთ. 30 ქართველი შეეწირა ნატოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციას. ვფიქრობ, რომ საქართველო იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას. მიუხედავად ამისა, ნატო არაა მზად, რომელიმე მიიღოს. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი მძლავრ ზეწოლას ახდენს ამ მიმართულებით, რათა ნატოსგან მკაფიო პასუხი მიიღოს. ვფიქრობ, ის ცოტა ფრთხილად უნდა იყოს, როდესაც მეტს ითხოვს და კითხვაზე პასუხს ახლა ითხოვს, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ეს პასუხი ახლა ნეგატიური იქნება, ყველაზე უარესი, რაც კი შეიძლება იყოს.

რ.თ. - იცით, ვინაა ასევე მოლოდინის რეჟიმში? კრემლი. ყოფილმა პრეზიდენტმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა ამ დღეებშიკომერსანტშიგამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ მოსკოვი დაელოდება უკრაინაში ადეკვატური ხელისუფლების გამოჩენას. „რუსეთს შეუძლია ლოდინი. ჩვენ მომთმენი ხალხი ვართ“, - წერს მედვედევი. ის ამბობს, რომ მოსკოვს არ შეუძლია მოლაპარაკებები აწარმოოს უკრაინის ვასალურ ხელისუფლებასთან, რომ ქვეყანა გარედან იმართება, აშშ-ისა და ევროკავშირის კონტროლის ქვეშაა. როგორ ფიქრობთ, ვის ელაპარაკება მედვედევი, ვის უგზავნის ამ დაუფარავ სიგნალს - უკრაინის ხელისუფლებს, სამეზობლოს თუ დასავლეთს? რა არის მისი მიზანი?

მე არ ვაქცევ დიდ ყურადღებას იმას, თუ რას ამბობს დმიტრი მედვედევი და არა მგონია, რომ ბევრი რუსი აქცევდეს მას ყურადღებას. მართლა არ მაღელვებს, ის რას ამბობს. იმავეს ვიტყოდი ლავროვზე, იმიტომ, რომ მას არ გააჩნია არანაირი გავლენა რუსეთში გადაწყვეტილებების მიღებაზე. რუსეთის ოფიციალურ პირებს შეუძლიათ ეცადონ და გამოიყენონ არსებული იმედგაცრუება, რასაც გასაგები მიზეზების გამო გრძნობენ უკრაინელები და ქართველები. მაგრამ საუკეთესო გზა უკრაინელებისა და ქართველებისთვის არის იმის უგულებელყოფა, რასაც რუსები ამბობენ, და კონცენტრირება იმაზე, რაც გასაკეთებელია. ეს საჭიროებს ინტენსიურ არასაჯარო დიპლომატიას ევროპელ მოკავშირეებთან. ვფიქრობ, არსებობს მკაფიო მხარდაჭერა, განსაკუთრებით აშშ-ის კონგრესში და ასევე ადმინისტრაციაში, მაგრამ განსაკუთრებით კონგრესში, საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვაქვს ხმა და არ ვწყვეტთ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, მაგრამ ნატოში ძალიან ხმამაღალი ხმა გვაქვს. ამავდროულად, უმთავრესია, რომ ამ ქვეყნებმა განაგრძონ დემოკრატიული განვითარება, გაუმკლავდნენ კორუფციას. რაც უფრო დიდხანს დარჩებიან ამ რუხ ზონაში, მით უფრო უარესია მათთვის. მათ უნდა უზრუნველყონ რეფორმების გაგრძელება იმისათვის, რომ უკეთესი შანსი ჰქონდეთ, შეუერთდნენ ამ ორგანიზაციებს. ვფიქრობ, რომ ეს მოხდება. სტოლტენბერგი მართალია, ეს არ მოხდება ხვალ. მე მესმის, რომ ქართველები და უკრაინელები იმედგაცრუებას გრძნობენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს რთული საკითხია ევროპელი მოკავშირეებისათვის. ისინი შიშობენ, რომ ეს მოახდენს რუსეთის პროვოცირებას. ჩვენ ამიტომ გვესმის ამგვარი რიტორიკა მედვედევისგან, ლავროვისგან და სხვებისგან. ისინი ცდილობენ ამ ვითარების გამოყენებას.

რ.თ. - მინდა გკითხოთ სხვა - ევროატლანტიკური კავშირის შესახებ. თქვენ მონაწილეობთ ფორუმ 2000-ში, რომელიც ტრადიციულად პრაღაში ტარდება. ავღანეთიდან ქაოსურ გასვლას მოჰყვა შშ-ის ახალი სტრატეგიული ალიანსი წყნარი ოკეანის აუზში ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთთან, AUKUS-ის სახელით ცნობილი ხელშეკრულება. ამ ალიანსმა ემანუელ მაკრონის მძაფრი გულისწყრომა გამოიწვია, პარიზში მას ზურგში დანის ჩაცემა უწოდეს. ამერიკის პრეზიდენტმა ვითარების გამოსწორება სცადა და პარიზში ერთიმეორის მიყოლებით მიავლინა მაღალი რანგის წარმომადგენლები. მისია შესრულებულია? ნდობა და ერთობა აღდგენილია?

პირველ რიგში მინდა მივესალმო ფორუმ-2000-ს. ვწუხვარ, რომ პირადად არ ვარ პრაღაში, მაიამის ფონზე გერთვებით, სადაც ახლა დილაა. ვფიქრობ, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობას კიდევ ბევრი აღდგენითი სამუშაოს ჩატარება სჭირდება. მას ზიანი მიადგა არა მხოლოდ წინა ადმინისტრაციის დროს, არამედ უფრო ადრე. გავიხსენოთ ერაყის ომი, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა მთელი რიგი ევროპული სახელმწიფო, განსაკუთრებით საფრანგეთი და გერმანია. ამან გარკვეული უთანხმოება გამოიწვია ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში. პრეზიდენტ ობამას განცხადებები აზიისკენ მიბრუნებაზე ევროპისგან გატრიალებას ნიშნავდა. შემდეგ, რა თქმა უნდა, სერიოზული ზიანი იქნა მიყენებული პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მიერ ევროპასთან მიმართებით. და ასევე ბოლოდროინდელი შეკითხვები ამერიკის ერთგულებაზე ნატოსა და მე-5 მუხლის უსაფრთხოების გარანტიების მიმართ. თქვენ მართალი ბრძანდებით, როდესაც მიანიშნებთ ახლანდელი ადმინისტრაციის დროს წამოჭრილ პრობლემებზე. კამათი AUKUS-ის ირგვლივ, ფრანგების რეაქცია ამ შეთანხმებაზე, ასევე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“. ამერიკის მთავრობამ გადაწყვიტა სანქციების დაწესება გაზსადენზე, რომელიც ძალზედ არაპოპულარულია ევროპის ბევრ ქვეყანაში. მაგრამ გერმანია და ანგელა მერკელი ამ პროექტს მძლავრად უჭერდნენ მხარს. ასევე არსებობს კითხვები, როგორ მოვექცეთ ჩინეთს, მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს ევროპასა და აშშ-ს შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავუმკლავდეთ მზარდ გამოწვევას ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხრიდან. არის თვით რუსეთის საკითხი. როგორ გავუმკლავდეთ რუსეთს. ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან რუსეთთან, უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება სურთ და მე მათ ვეთანხმები.

ვფიქრობ, დიდ შეცდომას დავუშვებთ, თუ მთელს ჩვენს ყურადღებას აზიისკენ მივმართავთ, ფოკუსირებას პეკინზე მოვახდენთ და უგულებელვყოფთ იმას, თუ რას აკეთებს პუტინი მოსკოვში და მოსკოვს გარეთ, რუსეთის სამეზობლოში...

რ.თ. - თქვენ ჩინეთი ახსენეთ. AUKUS- მხოლოდ ერთ-ერთია პრეზიდენტ ბაიდენის ინიციატივებიდან, რომლებიც ჩინეთის შეკავებისკენაა მიმართული. ბაიდენმა ჩინეთს ამერიკის ყველაზე სერიოზული მეტოქე უწოდა. „თუ ჩვენ არ გავინძრევით, ისინი ლანჩს შეგვიჭამენ“, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. აქ ევროპულ დედაქალაქებში ბევრი იზიარებს ამ დამოკიდებულებას. არსებობს რწმენა, რომ რეალური, სტრატეგიული, ნომერი პირველი მეტოქე და მოწინააღმდეგე, რომელიც ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს 21- საუკუნეში, არის არა რუსეთი, არამედ ჩინეთი. დასავლეთი მზადაა, როგორც თქვენ წერთ ერთ-ერთ სტატიაში, „ერთი თვალი სისკენ ჰქონდეს, მეორე კი პუტინისკენ“. ეს შესაძლებელია?

ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აბსოლუტურად აუცილებელია. ვფიქრობ, დიდ შეცდომას დავუშვებთ, თუ მთელს ჩვენს ყურადღებას აზიისკენ მივმართავთ, ფოკუსირებას პეკინზე მოვახდენთ და უგულებელვყოფთ იმას, თუ რას აკეთებს პუტინი მოსკოვში და მოსკოვს გარეთ, რუსეთის სამეზობლოში. რას აკეთებს ის ახლო აღმოსავლეთში, სირიაში, სადაც სჩადის ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, შესაძლო სამხედრო დანაშაულს, რას აკეთებს „ვაგნერის ჯგუფი“ ზოგან აფრიკაში. მხარდაჭერა, რომელსაც რუსეთი უცხადებს რეჟიმებს, როგორიცაა მადუროსი ვენესუელაში და, რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკასა და არჩევნებში ჩარევა რუსეთის მხრიდან. ჰაკერების გამომძალველი შეტევები, რომლებიც მოდის რუსეთიდან. ახალშობილი დაიღუპა აქ შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ასეთი შეტევის შედეგად იმიტომ, რომ საავადმყოფომ ვერ შეძლო მზრუნველობა გაეწია ამ ახალშობილისთვის. ასე რომ, ეს არის სერიოზული საფრთხე და მე ვიტყოდი, რომ აშშ და ევროპა უნდა იყვნენ ძალზედ ფოკუსირებული ამ საფრთხეზე. ეს საფრთხეა და არა გამოწვევა. ეს არის უმთავრესი საფრთხე, რომელიც პუტინის რეჟიმისგან მომდინარეობს. ისევე, როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან არსებობს მზარდი საფრთხე, თუ შეხედავთ ტაივანის საჰაერო სივრცეს და ფრენებს წინა კვირაში. არსებობს ჰავანის სინდრომი - სერიოზული შემთხვევები ამერიკელ დიპლომატებსა და სახელმწიფო მოხელეებზე მიკროტალღური ტიპის თავდასხმებისა, რომლებიც ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. აშშ-ის დაზვერვა ფიქრობს, რომ ეს რუსეთიდან მოდის. ასე რომ, პუტინი ჩვენთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს და ევროპა და აშშ ამას უკეთ უნდა გაუმკლავდნენ, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდნენ.

Your browser doesn’t support HTML5

ინტერვიუ დევიდ კრამერთან | თარგმანის გარეშე