რუსები ერთიანი საქართველოსთვის
პარლამენტის წინ შეკრებილი რუსეთის მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ საქართველო ყველაზე უსაფრთხო და მეგობრული ქვეყანაა მსოფლიოში.
პარლამენტის წინ შეკრებილ რუს დემონსტრანტებს აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილი გამოელაპარაკა და სტიკერები უსახსოვრა.
სტიკერებზე აქცია " სირცხვილიას" დროს შექმნილი გამოსახულებებია დატანილი.
"დაიღალე პუტინით? #spendyoursummeringeorgia (გაატარე ზაფხული საქართველოში)"
"მე თბილისში ვარ. რუსებს აქ უკეთესად ექცევიან, ვიდრე რუსეთში."
"დაიღალე პუტინით? დაისვენე საქართველოში."
"პუტინო და კრემლო დაიმახსოვრეთ: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!"
" პუტინ! შენ ხარ ხ***ილო და ოკუპანტი! მე საქართველოსკენ ვარ."
" მე არ ვარ გავრილოვი. ვამბობ რუსულად: პუტინს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული"
საქართველოს პარლამენტის წინ ათამდე რუსეთის მოქალაქე შეიკრიბა, მათ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია გააპროტესტეს.