როგორია მუშაობა მეტროში?

რამაზ შარიქაძე 41 წელია მეტროში მუშაობს. დავით ქააძეც 21 წელია მემანქანეა. ისინი იმ 240 მეტროს მემანქანეს შორის არიან, ვინც ორი დღის წინ ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ და მეტროში აღარ ჩავიდნენ.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა აქამდეც რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ბოლოს მათ სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება
სასამართლომ აუკრძალა. მიუხედავად ამისა, 240-მა მემანქანემ გაფიცვის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.