საქართველოში თოვა გრძელდება - ამინდის პროგნოზი

საქართველოში ისევ თოვს. როგორი ამინდი იქნება ქალაქებში 26 თებერვალს?

საქართველოს უმეტეს რაიონებში ისევ თოვს. 26 თებერვალს ქალაქებში დაბალი ტემპერატურა ნარჩუნდება, ყველგან გამოცხადებულია თოვა.

თბილისი: დღისით +2 გრადუსი, ღამით -4 გრადუსი;

ბათუმი: დღისით +4 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი;

ოზურგეთი: დღისით +2 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი;

ქუთაისი: დღისით +1 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი;

თელავი: დღისით +1 გრადუსი, ღამით კი -7 გრადუსი;

მესტია: დღისით -7 გრადუსი, ღამით კი -12 გრადუსი;

ამბროლაური: დღისით 0 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი;

ახალციხე: დღისით -3 გრადუსი, ღამით კი -7 გრადუსი;

გორი: დღისით -1 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი;

რუსთავი: დღისით +3 გრადუსი, ღამით კი -5 გრადუსი;

ხაშური: დღისით -2 გრადუსი, ღამით კი -7 გრადუსი;

მარტვილი: დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი.

სინოპტიკოსების ვარაუდით, თოვა 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ასევე ნახეთ დიდთოვლობა საქართველოს რეგიონებში - ლაივბლოგი

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა უკვე ერთი კვირაა, გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ვითარება დღითიდღე მძიმდება: არის ცნობები მსხვერპლის შესახებ, არაერთი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება და მოსახლეობის ნაწილს საკვების მარაგი ამოეწურა.