მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ორგანიზაცია არასოდეს არსებობდა, სისხლის სამართლის საქმეები აღიძრება „ექსტრემიზმისთვის“ და გეიბარების მფლობელები და დრაგარტისტები წინასწარ პატიმრობაში აჰყავთ. ინტერნეტის მომხმარებლებს აჯარიმებენ ცისარტყელას სიმბოლოების ჩვენებისთვის, კლუბების სტუმრებს კი ჩხრეკენ და აკავებენ პოლიციის რეიდების შემდეგ.
რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ტელეპროექტი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ მონაცემთა ანალიზის მეშვეობით ჰყვება, რა არის ცნობილი 2024 წელს ლგბტქ ადამიანების დევნისა და მათი უფლებების დარღვევის შესახებ. ის ასევე განმარტავს, თუ როგორ გაუარესდა მათი მდგომარეობა ბოლო წლებში ხელისუფლებისა და პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჰომოფობიური და ქვიარფობიური რიტორიკის გამო.
ასევე ნახეთ „ყველა მამაკაცი მზად უნდა იყოს ომისთვის“ - რა დგას საყოველთაო „კადიროვიზაციის“ უკან?გამოვლენილი ძირითადი რიცხვები:
- 32 რეიდი ლგბტქ+-სთან დაკავშირებულ კლუბებსა და სივრცეებში („ნასტოიაშჩეე ვრემიას“ დაანგარიშება);
- 61 ადმინისტრაციული საქმე ლგბტქ-სთან დაკავშირებული „ექსტრემისტული სიმბოლოების“ ჩვენების შესახებ (მონაცემები მოწოდებულია ჯგუფ „ვიხოდის“ მიერ);
- 2024 წლის პირველ ნახევარში სასამართლოებმა 18,6 მილიონი რუბლის ჯარიმა გამოწერეს (მონაცემები რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს სასამართლო დეპარტამენტიდან);
- 20%-ით გაიზარდა ლგბტქ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ეძებენ ფსიქოლოგიურ დახმარებას (ჯგუფ „ვიხოდის“ მონაცემები).
სისხლის სამართლის საქმეები
დეკემბრის ბოლოს, „ვოდნიკის“ წინასწარი დაკავების ცენტრში გარდაიცვალა ბიზნესმენი და ტურისტული სააგენტო Men Travel-ის ხელმძღვანელი ანდრეი კოტოვი. ის ნოემბერში დააკავეს როგორც ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის საქმესთან დაკავშირებით ეჭვმიტანილი - მამაკაცებისთვის მოგზაურობის ორგანიზებისთვის. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ ტურებში გეები მონაწილეობდნენ.
თავად კოტოვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დაკავებისას და წინასწარი დაკავების იზოლატორში მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, კარცერში სვამდნენ და ამანათების მიღების უფლებას არ აძლევდნენ. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ის ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გაგზავნეს. გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ კოტოვმა თავი მოიკლა.
საერთო ჯამში, გასული წლის განმავლობაში რუსეთში, „საერთაშორისო ლგბტ ექსტრემისტულ მოძრაობასთან“ დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 12 ადამიანის წინააღმდეგ (მათ შორისაა გარდაცვლილი კოტოვი). ამის შესახებ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ შეატყობინეს ჯგუფ „ვიხოდის“ იურისტებმა, რომლებიც რუსეთში ქვიარ პირებს ეხმარებიან.
ასევე ნახეთ აშშ-ის საზღვართან დაკავებული "ვაგნერის" ყოფილი მებრძოლი რუსეთში დაჯილდოებული პირიაროგორც მანამდე „ვიხოდისა“ და „ოვდ-ინფოს“ უფლებადამცველებმა გამოთვალეს, აკრძალვის ერთი წლის განმავლობაში ასეთმა საქმეებმა მეოთხე ადგილი დაიკავა ბრალდებულთა რაოდენობის მიხედვით ყველა სისხლის სამართლის საქმეს შორის, რომლებიც აღძრულია „ექსტრემისტული ორგანიზაციების“ შექმნის ან მათში მონაწილეობის შესახებ მუხლებით. ბრალდებულებს შორის არიან კლუბების მფლობელები, ადმინისტრატორები და დრაგ არტისტები.
პირველი სისხლის სამართლის საქმე ორენბურგში აღიძრა - ბარ Pose-ის მფლობელის, სამხატვრო ხელმძღვანელი და ადმინისტრატორის წინააღმდეგ. კლუბის მფლობელი და ადმინისტრატორი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, სამხატვრო ხელმძღვანელი კი შინაპატიმრობაშია. „როსფინმონიტორინგმა“ სამივე შეიყვანა „ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში“.
ასევე ცნობილია ოთხი ფიგურანტის შესახებ სისხლის სამართლის საქმეებზე კიროვში (საქმე კლუბ „ჩორნი კლევერის“ წინააღმდეგ), ერთისა - სამარაში, ერთისა - ულიანოვსკში, ერთისა - ჩიტაში (იმიერბაიკალეთის მხარე) და ერთზე - ვორონეჟში. ანდრეი კოტოვი „ექსტრემიზმში“ ერთადერთი ბრალდებული იყო მოსკოვიდან.
უფლებადამცველმა და „რუსული ლგბტ ქსელის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, იგორ კოჩეტკოვმა „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მსგავს საქმეებში ბრალდებულთა უმეტესობა თავს არიდებს საჯაროობას, სავარაუდოდ, გამომძიებლების ზეწოლის გამო.
„ვფიქრობ, გამომძიებლები ძალიან აქტიურად არწმუნებენ მათ ამაში, რომ თუ ხმას არ ამოიღებთ, სხვადასხვა „უცხოური აგენტის“ ყურადღებას არ მიიპყრობთ, მაშინ შეთანხმება მოხერხდება. ეს ხომ მხოლოდ ამ საქმეებს არ ეხება,“ ამბობს კოჩეტკოვი. „ეს არის გამომძიებლების გავრცელებული სტრატეგია იმ შემთხვევებში, როდესაც მათ არა აქვთ საკმარისი მტკიცებულებები, არასაკმარისია ბაზა. აღიარე და შეღავათი გექნება. შესაძლოა, პირობითი სასჯელიც კი. ოღონდ აღიარე შენი დანაშაული. ძალიან ხშირად ეს არ მუშაობს და ეს ტყუილია.“
ასევე ნახეთ “ქალის არ შემომაპაროთ, ბავშვისთვის მინდა” - როგორ მივედით „მამაკაცის რძემდე“?„საერთაშორისო ლგბტ მოძრაობასთან“ დაკავშირებით ექსტრემიზმის მუხლით აღძრული არცერთი სისხლის სამართლის საქმე სასამართლომდე არ მისულა.
ჯარიმები და დაპატიმრებები
რუსეთში ასევე უკვე ორი წელია მოქმედებს განახლებული კანონი „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების (ან) მიდრეკილებების, სქესის შეცვლისა და შვილის გაჩენაზე უარის“ პროპაგანდის წინააღმდეგ. ახლა ეს არის მთავარი მუხლი, რომლის მიხედვითაც დევნიან ქვიარ ადამიანებსაც და მათ მოკავშირეებსაც.
„ნასტოიაშჩეე ვრემიამ“ შეისწავლა რუსეთის უზენაესი სასამართლოს სასამართლო დეპარტამენტის სტატისტიკა. ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში სასამართლოებში 131 საქმე შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 6.21-ე მუხლით „ლგბტ პროპაგანდის“ შესახებ, რაც თითქმის ორჯერ აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს. მთლიანობაში 2023 წელს სასამართლოში 198 საქმე შევიდა.
ასევე 2024 წელს სასამართლოებმა მეტი ჯარიმის გამოწერა დაიწყეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 6.21 მუხლის მიხედვით. მხოლოდ წლის პირველ ნახევარში სასამართლოებმა გამოწერეს 87 ჯარიმა - ჯამში 18,6 მილიონ რუბლზე. 2023 წლის იმავე პერიოდისთვის სასამართლოებმა გამოწერეს 23 ჯარიმა, საერთო ჯამში 5,4 მილიონი რუბლი. სულ რაღაც წელიწად-ნახევარში სასამართლოებმა გამოწერეს 188 ჯარიმა, სულ თითქმის 44,5 მილიონი რუბლის ოდენობით.
ასევე ნახეთ მშვიდობა ძალით - ზელენსკი ფიქრობს, რომ საერთაშორისო ძალების განლაგება უკრაინაში რუსეთს მშვიდობისკენ აიძულებსასევე, უზენაესი სასამართლოს სასამართლო დეპარტამენტის მონაცემებით, 2023 წელს და 2024 წლის პირველ ნახევარში, სულ მცირე, 12 უცხოელი ქალი გაასამართლეს რუსეთში ადმინისტრაციული მუხლით „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდის“ გამო. ამ შემთხვევების უმეტესობა ეხებოდა ტრანს ქალებს, რომლებიც მომხმარებლებს სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდნენ სპეციალიზებულ ფორუმებზე. სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ერთ-ერთ საქმეში მტკიცებულებად იქნა მოტანილი გამომძიებლის განცხადებები, რომ ეჭვმიტანილი „არის მომრობითი სქესის მოქალაქე, თავის ანკეტაში აქვეყნებს ფოტოებს ქალის კაბაში და გრძელთმიანი პარიკით, საკუთარი თავის შესახებ ანკეტაში მდედრობით სქესში წერს“. ისინი ყველანი დეპორტირებულ იქნენ რუსეთიდან.
როგორც ჯგუფ „ვიხოდის“ ადვოკატმა განუცხადა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“, ლგბტქ ადამიანების „ექსტრემისტებად“ აღიარების გამო რუსები დამატებით გაასამართლეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3 მუხლით - „ექსტრემისტული სიმბოლოების დემონსტრირებისთვის“. 2024 წელს ამ მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 61 პირს.
მაგალითად, შარშან ნოემბერში სასამართლომ მოსკოვის მკვიდრი „ვკანტაკტეში“ შენახული სურათებისთვის 320 ათასი რუბლით დააჯარიმა „პროპაგანდის“ შესახებ მუხლით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 6.21) და „ექსტრემისტული სიმბოლოების დემონსტრირების“ შესახებ მუხლით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3). ბრალდებულმა სურათები 2014 წელს შეინახა. მათზე აღბეჭდილი იყვნენ მამაკაცები, რომლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ, მსახიობი კრისტენ სტიუარტი და მუსიკოსი ლუი ტომლინსონი ცისარტყელას დროშის ფონზე წარწერებით „ჩემი ლესბოსური პატივისცემა“ და „ჩემი პი*არპატივისცემა“, ისევე როგორც ცისარტყელას დროშის სხვა გამოსახულებები, რასაც სასამართლომ უწოდა „საერთაშორისო ლგბტ-სიმბოლო“.
ასევე ნახეთ რუსეთის იაკუტსკში "ლგბტ პროპაგანდის" ბრალდებით კლუბის დირექტორი და პერსონალი დააკავესლგბტ მოძრაობის „ექსტრემისტულად“ აღიარებასთან დაკავშირებული აკრძალვები და „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვა კვლავაც ბადებს ცენზურას და თვითცენზურას. სატელევიზიო არხები, კინოთეატრები და სტრიმინგის პლატფორმები ფილმებიდან და სერიალებიდან ჭრიან საკამათო სცენებს, რადგან მათ დიდი ჯარიმები ემუქრებათ. 2024 წლის აპრილში მწერლების ჰანია იანაგიჰარას, ვლადიმირ სოროკინისა და მაიკლ კანინგემის წიგნები ამოიღეს გაყიდვიდან იმავე „ლგბტ პროპაგანდის“ გამო დაჯარიმების შიშით.
კალუგის დრამატული თეატრი იძულებული გახდა, გაეუქმებინა ორი სპექტაკლი, რომლებშიც ქალის მთავარ როლებს მამაკაცებმა ასრულებენ. თეატრის რეჟისორმა ალექსანდრ კრივოვიჩოვმა გამოცემა „პოდიომს“ განუცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს რუსეთში ლგბტქ მოძრაობის აკრძალვისა და ბლოგერ ანასტასია ივლეევას წვეულების ფონზე, რომელსაც რუსი კულტურის მოღვაწეების დევნა მოჰყვა. „მე ასე მგონია, იქნებ ახლა არ არის შესაფერისი დრო. ტანსაცმლის გამოცვლა ისეთი რაღაცაა... ეს საკითხი წამოვჭერი და ისინი ზემოდან გადაწყვეტენ“, განაცხადა კრივოვიჩოვმა.
რეიდები
„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ დაანგარიშებით, მას შემდეგ რაც „ლგბტ მოძრაობა“ ექსტრემისტულად იქნა აღიარებული, „ძალოვნებმა“ მინიმუმ 32 რეიდი ჩაატარეს კლუბებსა და ლგბტ თემთან დაკავშირებულ სივრცეებში. ასეთი რეიდების შემდეგ დაწესებულებების უმეტესობა იძულებული გახდა, დახურულიყო.
ბოლო ცნობილი რეიდი ჩატარდა 2025 წლის 3 იანვარს, იაკუტსკის კლუბში Number One. რეიდი ჩატარდა საჯარო პოსტის გამო. პოსტში უცნობი პირები წერდნენ, რომ თითქოს „კლუბში პოდიუმზე შიშველი მამაკაცები ცეკვავდნენ, შემდეგ კლუბში მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დაწესებულების აღმასრულებელი დირექტორი, ბარმენები და მიმტანები პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს“.
ასევე ნახეთ როგორ მუშაობს „რუსკი მირის“ პროპაგანდა საქართველოსა და სომხეთშისხვა კლუბებში რეიდების დროს უსაფრთხოების ძალები ზოგიერთ შემთხვევაში სტუმრებს აიძულებდნენ, იატაკზე საათობით წოლილიყვნენ, იწერდნენ მათს დოკუმენტებს და ეკითხებოდნენ სამუშაო ადგილებისა და სასწავლებლების შესახებ. ზოგიერთმა სტუმარმა მოგვიანებით სამხედრო კომისარიატში გამოძახებები მიიღო.
ასევე ცნობილია იმ კლუბების სტუმართა ადმინისტრაციული დაპატიმრებების შესახებ, სადაც უსაფრთხოების ძალების რეიდები ჩატარდა. თუმცა ზოგიერთ მათგანს ასამართლებენ არა ლგბტ თემის აკრძალვასთან დაკავშირებული მუხლებით, არამედ წვრილმანი ხულიგნობისთვის – „საჯარო ადგილას უხამსი სიტყვების გამოყენებისთვის“.
რეიდების გარდა, ფართის მფლობელები და კერძო პირები განიცდიან ზეწოლას ულტრაკონსერვატორი აქტივისტების მხრიდან. მათ შორის, ვინც ყველაზე ხშირად დაუკავშირდა პოლიციას კლუბებისა და ბარების დასაბეზღებლად, უფლებადამცველების თქმით, არის ორგანიზაცია „რუსკაია ობშჩინა“ და ოდიოზური ჰომოფობი აქტივისტი ტიმურ ბულატოვი (მათი განცხადებებიდან გამომდინარე, ჯერ ტარდება რეიდები, შემდეგ კი შესაძლებელია საქმეები გაიხსნას). ზოგიერთმა ორგანიზატორმა წინასწარ გააუქმა ღონისძიებები დამსწრეების უსაფრთხოების გამო.
ასევე ნახეთ "კულტურა სამი". როგორია ახალი რუსული ნორმალურობახელისუფლების ჰომოფობიური რიტორიკა და საზოგადოებრივი აზრის გაზომვა
„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მკითხველები ადრე ჰყვებოდნენ, რომ ისინი გრძნობენ ჰომოფობიის ზრდას რუსეთში. ზოგი იძულებულია დამალოს თავისი ქვიარ ურთიერთობები ან ლგბტქ თემის წევრობა როგორც ოჯახებისგან, ისე საზოგადოებისგან. ასევე, მკითხველთა თქმით, მთლიანობაში რუსეთში შემცირდა ქვიარ ადამიანებისა და იმ ადგილების ხილვადობა, სადაც ადამიანები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ეს გავლენას ახდენს მარტოობისა და შიშის გრძნობის ზრდაზე.
ლგბტქ უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ რუსეთში სახელმწიფო ძალადობა (რეიდები, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეები, დაკავებები) მოჰყვება ქვეყნის ხელმძღვანელობის გამოსვლებს.
„ამ საქმეების თავისებურება, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ეს არის იდეოლოგიური საქმეები, ანუ პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ გვაქვს დასავლეთის მიერ თავს მოხვეული დესტრუქციული ლგბტ იდეოლოგია, იუსტიციის სამინისტრომ, იმისთვის, რომ ანგარიში ჩააბაროს ამ დესტრუქციულ იდეოლოგიასთან ბრძოლის შესახებ, უზენაეს სასამართლოს შესთავაზა, ლგბტ მოძრაობა ექსტრემისტულად აღიაროს. უზენაესმა სასამართლომ ეს გააკეთა. პრეზიდენტის წინააღმდეგ ხომ ვერ გამოვლენ. ესაა წმინდად ბიუროკრატიული ლოგიკა: საჭიროა ანგარიშის ჩაბარება. მაგრამ ამის შემდეგ რა იქნება, რას გამოიწვევს ეს, ეს უკვე აღარაა მნიშვნელოვანი,“ ამბობს იგორ კოჩეტკოვი.
„ნასტოიაშჩეე ვრემიამ“ გააანალიზა პუტინის ინტერვიუები და გამოსვლები, რომლებიც გამოქვეყნდა კრემლის ვებსაიტზე 2013 წლიდან 2024 წლამდე. სულ 30 ინტერვიუა.
ასევე ნახეთ როგორ დაემხობა პუტინის „მარადიული“ რეჟიმი?პუტინი 2013-2014 წლებში, სოჭის ოლიმპიადის წინ, ლგბტქ ადამიანებისა და მათი უფლებების შესახებ საუბრობდა. იმ დროს უცხოური მედია და სახელმწიფოს მეთაურები შიშობდნენ ზოგიერთი იმ უცხოელი სპორტსმენის უსაფრთხოების გამო, რომლებიც ღიად საუბრობდნენ თავიანთ სექსუალობასა ან გენდერულ იდენტობაზე. თავის განცხადებებში პუტინი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ რუსეთი არის ლიბერალური ღირებულებების მქონე ქვეყანა, სადაც პატივს სცემენ თითოეული ადამიანის პირად არჩევანს, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, კერძოდ, შეერთებული შტატებისგან და სხვა, ძირითადად მუსლიმებით დასახლებული ქვეყნებისგან.
ამასთან, ლგბტქ ადამიანებთან დაკავშირებით პუტინი ბოლო 11 წელია აქტიურად ლაპარაკობს პროპაგანდისა და პედოფილიისგან ბავშვების დაცვაზე. ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ დაუსვეს კითხვები 2013 წლის კანონთან დაკავშირებით, რომელიც კრძალავს „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას“. პუტინი ასევე რუსეთში ერთსქესიანთა ქორწინების აღიარების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ხსნიდა დემოგრაფიული სიტუაციით.
თუმცა, 2019 წელს საერთო ნარატივი შეიცვალა. ლგბტქ უფლებების კონტექსტში ტრადიციული ღირებულებების საფრთხის შესახებ პირველი ხსენებები სწორედ ამ წელს გაისმა. მაშინ პუტინის გამოსვლებში დაიწყო ტრანსგენდერი ადამიანების ხსენება. რამდენიმე გამოსვლაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთში ბავშვებს თითქოს აიძულებენ „სქესის ცვლილებებს“ და იგონებენ გენდერებს. იგივე იდეა მან გაიმეორა 2022 წელს, როდესაც გამოაცხადა უკრაინის დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია.
ასევე ნახეთ რუსეთი YouTube-ის გარეშე„ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ აქ, ჩვენს ქვეყანაში, რუსეთში, დედისა და მამის ნაცვლად გვქონდეს "მშობელი ნომერი ერთი", "ნომერი ორი", "ნომერი სამი" - იქ მთლად ხომ არ გაგიჟდნენ? მართლა გვინდა? ხომ არ გვინდა, ჩვენს სკოლებში დაწყებითი კლასებიდან იძულებითი გარყვნილება, რომელიც იწვევს დეგრადაციას და გადაშენებას? რომ მათ თავში უტენიდნენ, რომ ქალებისა და მამაკაცების გარდა თითქოს არსებობს სხვა გენდერები და სთავაზობდნენ სქესის შეცვლას? განა ეს გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის? ჩვენთვის ეს მიუღებელია, ჩვენ სხვა, ჩვენი საკუთარი მომავალი გვაქვს“.
„ნასტოიაშჩეე ვრემიამ“ ასევე გააანალიზა, თუ რომელ ფრაზებს იყენებდა ვლადიმირ პუტინი ყველაზე ხშირად კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ გამოსვლებსა და ინტერვიუებში. თავის გამოსვლებში ის ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობდა სწორედ 2013 წელს რუსეთში მიღებული კანონის განხილვას. გამოსვლებში პუტინი ასევე ხშირად ახსენებდა შეერთებულ შტატებს და იმას, რომ მასთან შედარებით რუსეთს აქვს „უფრო რბილი და ლიბერალური მიდგომა“ ლგბტქ ადამიანების უფლებებისადმი.
ამ რიტორიკამ და ქვიარ პირების წინააღმდეგ მიღებულმა კანონებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ საუბრობენ რუსები საჯაროდ ლგბტქ ადამიანების შესახებ, ნათქვამია „ლევადა ცენტრის“ სოციოლოგების 2024 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში. როდესაც 2013 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომელიც კრძალავს ბავშვებს შორის ეგრეთ წოდებულ „ჰომოსექსუალურ პროპაგანდას“, რუსების 60%-მა თქვა, რომ შიშობენ, რომ მათი შვილები ან შვილიშვილები ასეთი პროპაგანდის მსხვერპლი გახდებიან. 2015 წლისთვის რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც ასეთი პასუხი გასცა, 46%-მდე შემცირდა. მაგრამ „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის“ აკრძალვის შემდეგ „ჰომოსექსუალური პროპაგანდის“ შიშის მქონეთა პროცენტი 62%-მდე გაიზარდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 12 წლის განმავლობაში.
თუმცა უფლებადამცველი და პუბლიცისტი იგორ კოჩეტკოვი არ ეთანხმება იმას, რომ ეს გამოკითხვები ხალხის რეალურ აზრს ასახავს.
ასევე ნახეთ რუსეთის დამკრძალავი ბიზნესი ომის პერიოდში„რასაც „ლევადა ცენტრი“ და სხვა სოციოლოგიური სამსახურები ზომავენ ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა ომისადმი დამოკიდებულება, პუტინისადმი დამოკიდებულება და ლგბტ პროპაგანდისადმი დამოკიდებულება, იმას არ შეიძლება ეწოდოს საზოგადოებრივი აზრი. საზოგადოებრივი აზრი ისაა, როცა საზოგადოებაში გაქვთ რაღაც მეტნაკლებად თავისუფალი დისკუსია სადავო საკითხე და გამომუშავდება რაღაც წამყვანი თვალსაზრისი. ჩვენთან, რუსეთში არა გვაქვს არავითარი თავისუფალი დისკუსია არც ომის, არც ლგბტ ადამიანიების მიმართ დამოკიდებულებისადმი. იმიტომ, რომ ლგბტ ორგანიზაციების საქმიანობის მოწონება, იმ უფლებადამცველი ორგანიზაციების მიზნების მოწონება, რომლებიც ლგბტ უფლებებს იცავენ, კანონით არის აკრძალული. ამისთვის მინიმუმ დაგაჯარიმებენ,“ ამბობს კოჩეტკოვი ამ მონაცემების შესახებ.
ის განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ სოციოლოგების მიერ მიღებული პასუხები მიუთითებს არა ხალხის დამოკიდებულებაზე, არამედ იმაზე, თუ რა სახის პასუხს მიიჩნევენ ისინი ხელისუფლებისთვის სასურველად.
„როცა ძლიერდება ოფიციალური რიტორიკა, ჰომოფობიური და ტრანსფობიური, ხალხი მასზე „სწორად“ რეაგირებს, როგორც ამას სახელმწიფო მოელის. როცა სუსტდება, ეს მათ ავიწყდებათ“.
ლგბტქ ადამიანების დახმარება
უფლებადამცველები ასევე აღნიშნავენ შფოთისა და შიშების ზრდას 2022 და 2023 წლებში აკრძალვების შემოღების შემდეგ.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა უკვე 2022 წელს, პროპაგანდის შესახებ კანონის გაფართოებული ვერსიის მიღების შემდეგ. პირველ რიგში, ამან შეაშინა ხალხი. ეს არის ძალიან სერიოზული და საშიში, მათ შორის მათი ჯანმრთელობისთვის“, ამბობს იგორ კოჩეტკოვი.
ასევე ნახეთ სანტა კლაუსი - რუსული სამყაროს დაუძინებელი „მტერი“უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ აკრძალვები შეუძლებელს ხდის ლგბტ ორგანიზაციების ღიად ფუნქციონირებასაც, მაგრამ მათმა ბევრმა თანამშრომელმა შეძლო დაეტოვებინა რუსეთი და გაეგრძელებინა ქვეყნის შიგნით მცხოვრები ადამიანების დახმარება.
„დასვენების სფერო შეიცვალა. გეიკლუბები, რომლებიც ადრე საკმაოდ ღიად მოქმედებდნენ რუსეთის რიგ ქალაქებში, ბუნებრივია, დღეს ასე არ მოქმედებენ“, - განაგრძობს კოჩეტკოვი. „ანუ არავითარ მინიშნებები არ არის დაწესებულების თემატიკაზე, არ არის არავითარი ცისარტყელას დროშები. მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა ჯერ კიდევ 2022 წელს და 2023 წლის დასაწყისში. მე არ ვიტყოდი, რომ ლგბტ მოძრაობის ექსტრემისტულად აღიარებამ რაღაცნაირად ხარისხობრივად შეცვალა სიტუაცია“.
უფლებადამცველი ჯგუფი „ვიხოდი“ აღნიშნავს, რომ 2024 წელს თითქმის 20%-ით გაიზარდა ფსიქოლოგიური კონსულტაციებისთვის მიმართვა.
მოთხოვნების ყველაზე გავრცელებული თემები წლიდან წლამდე იგივე რჩება: ადამიანები ფსიქოლოგებს ესაუბრებიან წყვილებში კომუნიკაციის შესახებ, ცდილობენ გაუმკლავდნენ შფოთვას და დახმარებას ითხოვენ ნათესავებთან კომუნიკაციის აწყობაში. ამასთან, გაიზარდა ფსიქოლოგებისადმი მიმართვის რაოდენობა ჰომოფობიასთან დაკავშირებით: 2023 წელს 43 იყო, 2024 წელს – უკვე 85.
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საფუძველზე ლგბტქ ადამიანებზე თავდასხმების ოფიციალური სტატისტიკის არარსებობის პირობებში ჯგუფი „ვიხოდი“ ღია მონაცემებს აკვირდება. „ამ შედეგების მიხედვით, ფიზიკური ძალადობის 20 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ზოგიერთი შემთხვევა ეხება პოლიციის რეიდებს და სამართალდამცავების მიერ ლგბტ ღონისძიებებზე სტუმრების ცემას. ამიტომ მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია. ერთი რეიდის ფარგლებში შესაძლოა ათობით მსხვერპლი იყოს“, - ამბობს „ვიხოდის“ ადვოკატი. „ამ 20 შემთხვევიდან მინიმუმ ერთი იყო მკვლელობა და ორი - ჰომოფობიური მოტივით გაუპატიურება“.
ასევე ნახეთ რუსეთის საიდუმლო ლაბორატორია, სადაც ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ, გააფართოვეს და განაახლეს