მიზეზებად ისევ „გლობალური ომის პარტიის“ ზრახვები და საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე სახელდება, რაზეც „ოცნება“ უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს.
21 ოქტომბერს, პროსახელისუფლებო „იმედთან“ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პოზიციის უკრაინისა და მოლდოვის მაგალითებით გამყარება სცადა.
- რა ამოძრავებს და რისი იმედი აქვს საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანს?
ჩემთვის საინტერესო არაა
„მე უკრაინის დიდი მეგობარი ვარ, ესე ვთვლი და ძალიან განვიცდი, რაც იქ ხდება. მე ასეთი ევროპაში შესვლა, რასაც ჩვენს წინ მაგას [უკრაინას] ექაჩებიან, დიდად არ მომინდებოდა. არც ის, რაც მოლდავეთში ხდება რეალურად, ვინც იცის რა ხდება, ეგეთი შესვლა ჩემთვის საინტერესო არაა. [ევროკავშირში] ჩვენ უნდა შევიდეთ წელგამართულები“, - უთხრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედს“ და ევროინტეგრაციის შეფერხების მთავარ მიზეზებად დაასახელა - ხელისუფლების უარი საქართველოს ომში ჩართვასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე; ოპოზიციაზე თქვა, რომ ამ ყველაფერზე „აწერს ხელს“.
„ასეთ“, ანუ დღევანდელ ევროკავშირში შესვლაზე საჯარო უარი ადრე მხოლოდ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებისგან ისმოდა: „მე მინდა ღირსეული ევროპელობა და არა ევროპელობა მის გარეშე“, - დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე [2022 წლის ივნისი]; „თუ ისეთი ცხოვრება გინდათ, რომ ვიღაცის მითითებით ვიყოთ და ევროპა რასაც გვეტყვის, ის აპრიორი სამართლიანი და ჭეშმარიტებაა, არ მინდა ასეთი ევროპა“, - დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი [2023 წლის მარტი]. ხუნდაძეც და ყაველაშვილიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობების ფანჯარა სწორედ ახლაა გახსნილი, რასაც ხშირად აღნიშნავს ბრიუსელი, ბიძინა ივანიშვილი დალოდების მომხრეა, როცა ბიუროკრატები შეიცვლებიან და საქართველოს, რომელიც კომპრომისებზე არ წავა, ბლოკში შესვლას შეეხვეწებიან.
„იქიდანაც [ევროკავშირიდან] გამოდიან და იძახიან, სად მიდიხართ, ჩვენ არ მიგიღებთ... ვინ კითხავთ მათ, დღეს რომ ბიუროკრატიაა? ეს იქნება დღეს და აღარ იქნება ხვალ. ჩვენ, მთავარია, გავძლიერდეთ, სახელმწიფო გავხდეთ და თავაწეული, შეგვეხვეწებიან იქეთ და ისე შევალთ ევროპაში. მე გაძლევთ მაგის გარანტიას და პირობას. ეს დავიცვათ, რაც გვაქვს და ეს გავაგრძელოთ და არაფერი წინ არ დაგვიდგება“, - როდის იქნება ეს, ბიძინა ივანიშვილი არ აკონკრეტებს.
ასევე ნახეთ ივანიშვილის „კომპლექსი“: 5 აქცენტი იშვიათი ინტერვიუდანრონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელისთვის, კახა გოგოლაშვილისთვის უკვე დიდი ხანია ცხადია, რომ - ბიძინა ივანიშვილს ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს. გოგოლაშვილი გვეუბნება, რომ ომში ჩათრევაზე ლაპარაკი მხოლოდ მანიპულაციაა, ხოლო მთავარი მიზეზი - ქონებასა და დეოლიგარქიზაციის შიშს უკავშირდება.
„ჯერ ერთი, უკრაინასა და მოლდოვაზე უნდა ვთქვათ, რომ - არავინ არავის არსად არ ექაჩება. თვითონ ითხოვენ, ძალიან უნდათ შესვლა ევროკავშირში და წინ მიიწევენ ამ გზაზე. ბიძინა ივანიშვილს არ უნდა მოლდოვის მსგავსად შესვლა ევროკავშირში, რადგან მოლდოვაში პრაქტიკულად უკვე მოხდა დეოლიგარქიზაცია და ქვეყნიდან განდევნეს ოლიგარქები, რომლებსაც ქვეყანა ჯიბეში ჰქონდათ ჩადებული. მოლდოვაში თუ ვინმე ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში, ეს ანტიევროპული ძალებია. ოლიგარქები უკრაინაშიც შეავიწროვეს, რომლებსაც ქვეყანა თავიანთი გამდიდრების ზონებად ჰქონდათ დაყოფილი… ბიძინა ივანიშვილს ეს ტენდენცია აშინებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კახა გოგოლაშვილი.
ოლიგარქიული გავლენებისგან გათავისუფლება იმთავითვე იყო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია საქართველოს მიმართაც. პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მდიდარი ადამიანების ზეგავლენა ქვეყნის დასუსტებისა და განვითარების შეფერხების წინაპირობად განიხილება.
კახა გოგოლაშვილი გვეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, „ყოველთვის გაიტანს თავს“ და „რუსეთმა რომ დაიპყროს საქართველო, იმ თავის სასახლეებს არც მაშინ წაართმევენ“, მაგრამ „ქართველი ხალხისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის კოშმარი, თუკი ჩვენ დავკარგავთ ევროკავშირს და ამერიკას, როგორც პარტნიორებს“.
ასევე ნახეთ ევროკავშირის ელჩის თქმით, 20 ოქტომბრის პროევროპული აქცია თბილისში იყო "სიხარულის და ბედნიერების დღე"ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის კომენტარი არ გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აქცენტებთან დაკავშირებით, მაგრამ 22 ოქტომბერს, ჟურნალისტებს გაუმეორა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია „საქართველოს მთავრობის მოქმედებების შედეგად“.
„ჩემთვის, როგორ ევროკავშირის ელჩისთვის, ძალიან გულსატკენი და დასანანია იმის ხილვა, რომ სხვა ქვეყნები [უკრაინა, მოლდოვა - რ.თ.] წინ მიიწევენ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ; ხოლო საქართველო, ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად, შორდება მას“, - პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირს „წარმატების ბრწყინვალე ისტორიას“, „მშვიდობის პროექტსა“ და „განვითარების გარანტიას“ უწოდებს.
ელჩმა ჟურნალისტებთან მოლდოვის მაგალითიც მოიყვანა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, რეფერენდუმიც ჩატარდა. „ყველა ხმა მნიშვნელოვანია“, - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელმაც ქართველ ამომრჩეველს ბესიკ ხარანაულის ლექსიდან ციტატით, ქართულად მოუწოდა არჩევნებზე წასვლისკენ.
ასევე ნახეთ მოლდოვაში რეფერენდუმის მონაწილეთა შორის ევროკავშირის მომხრეები დაწინაურდნენ
ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორისთვის, გიორგი მუჩაიძისთვის სრულიად გაუგებარია - რატომ მოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა მოლდოვის მაგალითი, როცა ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად ქვეყნის ომში ჩართვას განიხილავდა. ექსპერტის განმარტებით, მოლდოვის მაგალითი ივანიშვილის ამ არგუმენტს აბათილებს - ფაქტია, რომ მოლდოვა წინ მიიწევს ევროინტეგრაციის გზაზე და ომში ჩართული არ არის.
„მოლდოვას მილიარდ რვაასი მილიონის [ევრო] პაკეტი გამოუყვეს და ეს თანხა რეფორმირებას, ეკონომიკის აღორძინებას, მრეწველობას, განათლების პროგრამებს ხმარდება… ეს რუსული პროპაგანდის მოგონილი ძველი ნარატივია, რომ თუ არ წახვალ დასავლეთის მიმართულებით, ნაკლები პრობლემა გექნება და სინამდვილეში, ვინც არ წავიდა დასავლეთის მიმართულებით, ყველაზე მეტი პრობლემები იმას აქვს“, - ამ კუთხით გიორგი მუჩაიძისთვის თვალსაჩინო მაგალითია ბელარუსი, რომელიც რუსეთმა უკრაინასთან ომში ჩართო.
„საოცარი მიღწევები“
„საოცარი მიღწევები გვაქვს“, „ჭეშმარიტი აღმშენებლობა მიდის“, „სამჯერ და მეტჯერ გაიზარდა ყველა მიმართულებით ყველაფერი“, „უამრავი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით და ვინც კრიტიკას ცდილობს [ოპოზიციიდან], ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი „იმედთან“ ინტერვიუში.
„ასეთი ეკონომიკური აღზევებით ქვეყანა არ არის, რომ დაასახელო. პირველ ადგილზე ვართ მთელ მსოფლიოში, საოცრება ხდება საქართველოში“, - ესეც ივანიშვილის სიტყვებია.
ყველაფერი, რითაც ევროკავშირი ფასობს და მიმზიდველია ადამიანებისთვის, ბიძინა ივანიშვილს საქართველოშიც ეგულება.
ქრისტიანული ფასეულობების გარდა, ის ასახელებს - ადამიანების უფლებების დაცვას, თანაბარ კონკურენციას, ბიზნესის ხელშეუხებლობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას, რომელიც ხშირად ქცეულა საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნედ.
„ამ ყველა მიმართულებით ისეთი მიღწევები გვაქვს, არცერთ ქვეყანას [არა აქვს], მსოფლიოს ქვეყნებს ვედრებით და მე გამოვედი რეიტინგებით. ან პირველები ვართ, ან სამეულში შევდივართ, ან ხუთეულში შევდივართ პროგრესით. საოცარი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით, ის, რითაც ჭეშმარიტი ევროპა ფასობს. ევროპა ტერიტორია კი არ არის, ევროპა ევროპული ფასეულობებია. ჩვენ ვაჟას შვილიშვილები ვართ, ეს ჩვენთვის უცხო არ არის, ნახეთ ვაჟას ნაწერები და ადამიანზე, ადამიანის ჰუმანურობაზე ან ადამიანის უფლებები რამდენი უწერია“, - აცხადებს ივანიშვილი.
ასევე ნახეთ გახარია ივანიშვილზე: მოქალაქეები ხედავენ, რა დღეშია და ვის ხელშია ქვეყანარამდენიმე დღის წინ, წინასაარჩევნო შეხვედრაზე, ბათუმში გამოსვლისას - ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო მსოფლიოს მოწინავე ქვეყანაა.
საამაყო რეიტინგების ჩამონათვალში პირველი იყო „ატლანტიკური საბჭოს თავისუფლებისა და კეთილდღეობის 2024 წლის ინდექსი“. ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რომ „საქართველო კეთილდღეობის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, ხოლო თერთმეტწლიანი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილზეა“.
„ატლანტიკური საბჭოს თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსზე“ უკვე რამდენიმე თვეა ლაპარაკობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები და სახელისუფლებო მედია - 2024 წლის თებერვლის შემდეგ, როცა რეიტინგები გამოქვეყნდა. ეს თემა ივნისშიც გააცოცხლეს - თუმცა აღმოჩნდა, რომ რეიტინგები 2022 წლის მდგომარეობას ეყრდნობა.
„ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე. ყველანაირი მიმართულებით საქართველო წინ დგამს ნაბიჯებს. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში, ეს ჩვენი გუნდის და ქართველი ხალხის დამსახურებაა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ატლანტიკური საბჭოს თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსთან“ დაკავშირებით - 2024 წლის ივნისში, როცა კვლევა უკვე 4 თვის გამოქვეყნებული იყო. „ფაქტჩეკმა“ კალაძის განცხადება ტყუილად შეაფასა.
ივნისის მეორე ნახევარში ატლანტიკური საბჭოს თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრმა, 2023 წლის ინდექსი - განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო „ზომიერად თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაშია, განსხვავებით 2022 წლისგან, როცა სტატუსი იყო - „თავისუფალი“. ამ კვლევაში:
- 164 ქვეყანას შორის საქართველო თავისუფლების ინდექსით - 51-ე ადგილზეა,
- ხოლო კეთილდღეობის ინდექსით - 46-ე ადგილზე.
„ქვეინდექსების მიხედვით, 2018 წლიდან გარკვეული პროგრესი შეინიშნება ეკონომიკურ თავისუფლებაში. კანონის უზენაესობის მხრივ სტაგნაციაა. 2018 წლიდანვე პოლიტიკური თავისუფლება მცირდება. პოლიტიკურ ქვეინდექსში ოთხი კომპონენტი გვაქვს: ერთია - როგორ ტარდება არჩევნები - აქ რეალური ცვლილება არ არის. რეალური ცვლილება არ არის კიდევ ერთ - სამოქალაქო თავისუფლების კომპონენტში, მაგრამ პოლიტიკური უფლებები, რაც გამოხატვის, შეკრებისა და სხვა თავისუფლებებს აერთიანებს, 2018 წლის შემდეგ იკლებს. ასევე იკლებს საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი“, - უთხრა ატლანტიკური საბჭოს თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრის დირექტორმა, ჯოზეფ ლემუანმა „ამერიკის ხმას“, ივნისში, განახლებული მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2024 წლის მდგომარეობის ამსახველ იმავე ტიპის კვლევაში საქართველოს მაჩვენებლები შესაძლოა მკვეთრად გაუარესებული იყოს, მათ შორის - „აგენტების კანონის“ დამტკიცების გამო, რომელმაც დიდი საერთაშორისო ხმაური გამოიწვია და, ხელისუფლების პოლიტიკის სხვა მიზეზებთან ერთად, უკიდურესად დაძაბა ურთიერთობები საერთაშორისო პარტნიორებთან.
თუკი ყველაფერი ასე აყვავებულია, მაშინ რატომ იზრდება მიგრანტების რიცხვი? რატომ მიდიან საქართველოს მოქალაქეები დასავლეთის ქვეყნებში? - რიტორიკულ შეკითხვებს სვამს კახა გოგოლაშვილი.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილის თქმით, პარტნიორები მზად არიან, ივანიშვილს გარანტიები მისცენ