როგორ გავხდით ქომაგები

Your browser doesn’t support HTML5

ეს არის ამბავი ფეხბურთის გულშემატკივრობაზე - უფრო სწორედ, ქართული ფეხბურთისა და ფეხბურთელების გულშემატკივრობაზე. სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე, სიხარულზე, ხან ხელის ჩაქნევაზე, ბრაზზე, მერე ისევ იმედის დაბრუნებაზე და საბოლოოდ, მაინც ერთგულებაზე. ქართულ საქომაგო კულტურაზეც, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ გაჩნდა და ნელ-ნელა ყალიბდებოდა, იცვლებოდა, იხვეწებოდა, იზრდებოდა.

ევრო 2024-მა ქართველი ქომაგების მუხტი მთელ მსოფლიოს დაანახვა. და არც ის არის ზედმეტი ნათქვამი, რომ ფეხბურთმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებამ საქართველოში ლამის ყველა ქომაგად გადააქცია. ათასობით ადამიანი დაძრა ევროპისკენ საფეხბურთო მატჩების საკუთარი თვალით სანახავად და სტადიონზე საქომაგოდ.

ამ ვიდეოში ფეხბურთის სიყვარულზე, გულშემატკივრობის მრავალწლიან გამოცდილებაზე, სირთულეებსა და უბრალოდ, ქომაგობასთან დაკავშირებულ ამბებზე ჰყვებიან ის ადამიანები, ვისთვისაც ფეხბურთი ბავშვობიდან ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.