5 მარტს, თბილისში, მრგვალ ბაღში კულტურის სფეროდან სხვადასხვა დროს გათავისუფლებულებმა აქცია გამართეს "უცხო ქვეყნის აგენტების" კანონის წინააღმდეგ, რომლის განხილვაც პარლამენტის კომიტეტებში მიმდინარეობს და რომელსაც სამოქალაქო სექტორი "რეპრესიის იარაღად" და "რუსულ კანონად" მიიჩნევს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებულმა ადამიანებმა წაიკითხეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კანონი საქართველოს უკან, რეპრესიულ წარსულში დააბრუნებს და მისი მიღება დაუშვებელია.
"ჩვენ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოდან განდევნილი ადამიანები,
ვისაც წაგვერთვა პროფესიული საქმიანობის უფლება,
ვინც საკუთარ თავზე ვიწვნიეთ სახელმწიფოსგან მართული ცილისწამების და დევნის კამპანია,
ვხედავთ საფრთხეს, რომ ,,უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მეშვეობით რეპრესიები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება და შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომელშიც გაცხადებულია ქართველი ხალხის სურვილი ევროინტეგრაციის შესახებ;
ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, სიტყვის თავისუფლების თუ სხვა ფუნდამენტურ უფლებებს;
ეს კანონი გულისხმობს რკინის ფარდით საქართველოს იზოლირებას ცივილიზებური სამყაროსგან;
ეს კანონი ემსახურება საქართველოში პუტინის რუსეთის ავტოკრატიული მოდელის დამკვიდრებას.
ჩვენ პატივს ვცემთ კანონის უზენაესობას და თანასწორობას კანონის წინაშე.
ოღონდ, დემოკრატიული და არა ავტორიტარული კანონებისა.
თავისუფლება ადამიანის უმთავრესი ფასეულობაა.
თავისუფალი ადამიანები ქმნიან თავისუფალ ქვეყანას.
მხოლოდ თავისუფალი ქვეყანა იძლევა ღირსეული ცხოვრების, ღირსეული ახალგაზრდობის და ღირსეული სიბერის შესაძლებლობას.
ჩვენ გვინდა თავისუფალი, გამარჯვებული და ევროპული საქართველო.
ამიტომ ვეწინააღმდეგებით კანონს, რომელიც არა წინ, თავისუფალი მომავლისკენ, არამედ უკან, მონური წარსულისკენ წაგვიყვანს" - ასეთი იყო განცხადების ტექსტი, რაც მეცნიერებმა წაიკითხეს.
განცხადებას ოცდაათამდე ადამიანი აწერს ხელს. ყველა მათგანი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა და ეროვნულ მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში რეორგანიზაცია გამოცხადდა. გათავისუფლებულები მიიჩნევენ, რომ ისინი განსხვავებული აზრის და მინისტრის პოლიტიკის მიუღებლობის გამო გახდნენ დევნის მსხვერპლები და სამართლებრივ დავას აწარმოებენ სახელმწიფოს წინააღმდეგ.
განცხადებას ხელს აწერენ:
1. იულონ გაგოშიძე
2. თინა ქუთელია
3. ნინო ჯაყელი
4. დინარა ვაჩნაძე
5. ეკა კიკნაძე
6. ნინო ხუნდაძე
7. ნანა ბურჭულაძე
8. ლიკა მამაცაშვილი
9. მარიამ გველესიანი
10. შალვა ლეჟავა
11. ირმა მანაგაძე
12. დავით ნიორაძე
13. თემურ ქანთარია-ჯაბადარი
14. ანა მგელაძე
15. მაია პატარიძე
16. გიორგი გაგოშიძე
17. ნათია ხულუზაური
18. თემურ შარიქაძე
19. გიორგი ფარცხალაძე
20. ნანა კვიციანი
21. მამუკა საღარაძე
22. ეკა კაჭარავა
23. ეკა თაბუკაშვილი
24. ანა შეროზია
25. ირმა დოლიძე
26. მანანა ნიქაბაძე
27. ხათუნა ხარატიშვილი
ასევე ნახეთ
ის, რის „გამჭვირვალობასაც“ ითხოვს კანონპროექტი ე.წ. „აგენტების“ შესახებ, ისედაც გამჭვირვალეარატომ გეხება კანონი ე.წ. აგენტების შესახებ შენ, შენს ოჯახის წევრსდაძაბული ერთი წელი ევროკავშირში განაცხადის შეტანიდან - სად ელიან და სად მიდის საქართველო? კობახიძე 2019 წელს: თუ პრემიერის განცხადება ეწინააღმდეგება EU-ში ინტეგრაციას, ეს იმპიჩმენტის საფუძველია"პოლიციური რეჟიმის მაგალითი" - დეპუტატი ქალები იხსენებენ "აგენტების" კანონის პირველ განხილვასკანონი ჯერ არ მიუღიათ და ჩვენს საქმიანობას სასამართლოში უკვე არცხვენენ - „აგენტების“ გამოვლენა დაიწყო?