დასავლეთის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთი ჯერჯერობით არ ჩქარობს ძალისხმევის გააქტიურებას იმის გამოსაძიებლად, თუ როგორ გახდა კრიტიკულად ავად ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი.
ასევე ნახეთ გერმანია რუსეთს მოუწოდებს, მეტი გააკეთოს ნავალნის ავადმყოფობის მიზეზების გამოძიებაშისამაგიეროდ, ხელისუფლება საკმაოდ აქტიურია, როდესაც საქმე ეხება ნავალნის თანამებრძოლთა დევნას.
ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სასამართლოს აღმასრულებლებმა 34 მილიონი რუსული რუბლი ჩამოწერეს ალექსეი ნავალნის თანამებრძოლის, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ იურისტის, ლიუბოვ სობოლის ანგარიშებიდან.
მანამდე, 30 აგვისტოს, „იუტუბ“არხ „ნავალნი LIVE“-ის გენერალურმა პროდიუსერმა ლიუბოვ სობოლმა ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნავალნის მოწამვლის უკან კრემლი დგას“.
„ეს პუტინის უშუალო დავალებით მოხდა“
„ჩემთვის ყველაფერი ნათელია. ნავალნის მოწამვლის უკან დგას კრემლი. ჩემთვის ისიც აშკარაა, რომ ეს იყო მოწამვლა, რადგან მსგავსი გამოცდილების მქონე ყველა პროფესიონალი ექიმ-ტოქსიკოლოგი ერთ ხმაში აცხადებს, რომ ეს არის ნერვულ-პარალიზებადი შხამის კლინიკური სურათი. და მე ეჭვი არ მეპარება, რომ ამ მოწამვლის უკან დგას კრემლი. ეს მოხდა ან პირადად პუტინის სანქციით, ან მისი უშუალო დავალებით. ამიტომაცაა, რომ სისხლის სამართლის საქმე აქამდე არ არის აღძრული და აქამდე არ დაწყებულა სრულყოფილი გამოძიება“, - ამ სიტყვების ავტორია ლიუბოვ სობოლი, ალექსეი ნავალნის „კორუფციასთაბ ბრძოლის ფონდის“ იურისტი, რომლის ანგარიშიდანაც სასამართლოს აღმასრულებლებმა „იძულების წესით“ ჩამოწერეს 34 მილიონი რუსული რუბლი.
ასეთი სანქციის შესახებ ლიუბოვ სობოლმა პატარა ინფორმაცია და სკრინშოთი საკუთარი ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა.
უფრო ზუსტად, როგორც ლიუბოვ სობოლმა მოგვიანებით განმარტა, საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ეს თანხა ფიზიკურად მოიხსნა ანგარიშებიდან, არამედ აღნიშნული თანხა, ანგარიშზე მოხვედრის შემთხვევაში, მომავალში ბლოკირებული იქნება მოსარჩელე ორგანიზაციების სასარგებლოდ.
2019 წლის ოქტომბერში სასამართლომ ლიუბოვ სობოლს, ალექსეი ნავალნისა და „კორუფციასთან ბრძოლის ფონდს“ 87 მილიონი რუსული რუბლის გადახდა დაავალა კვების კომბინატ „მოსკოველი მოწაფის“ სასარგებლოდ. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ განცხადებით, აღნიშნულ კომბინატს, რომელიც უკავშირდება ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს, კავშირი აქვს სკოლის მოწაფეებისათვის უხარისხო კვების პროდუქტებით მომარაგების საქმესთან.
ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი და მისი კომპანიები სახელმწიფოს მსხვილი მომმარაგებლები არიან კვების პროდუქტებით და ამიტომაც უწოდეს მას „პუტინის მზარეული“.
ასევე ნახეთ პუტინი: ჩემი ყველა მზარეული „დაცვის ფედერალური სამსახურის“ წევრია და სამხედრო წოდება აქვს
პრიგოჟინის სახელს უკავშირებენ ასევე ე.წ. ტროლების ფაბრიკისა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაფინანსებას.
სასამართლომ დაადგინა, რომ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ მამხილებელი ვიდეორგოლის გამო ზარალი მიადგა კომპანიის რეპუტაციას და კომპანია „მოსკოველ მოწაფეს“ ჩაუვარდა კონტრაქტი სააქციო საზოგადოება „სოციალური კვების ცენტრთან“.
ასევე ნახეთ ალექსეი ნავალნიმ განაცხადა „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დახურვის შესახებაღსანიშნავია, რომ მოსკოვის სასამართლომ 2019 წლის 3 ივლისს ალექსეი ნავალნის, ლევ იაშინს, ლიუბოვ სობოლსა და სხვა აქტივისტებს 3 მილიონი რუსული რუბლის გადახდა დააკისრა 2019 წლის შემოდგომაზე გამართული არასანქცირებული მიტინგებისათვის.
რით ემუქრება პრიგოჟინი ნავალნის?
რადენიმე დღის წინ ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მან გამოისყიდა „მოსკოველი მოწაფის“ ვალი და ახლა აპირებს თავად აზღვევინოს თანხა ოპოზიციონერებს.
„მე განზრახული მაქვს, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გარეშე დავტოვო ამ ჯგუფში შემავალი უსინდისო ადამიანები. ცხადია, თუ ამხანაგი ნავალნი სულს ღმერთს მისცემს, მაშინ პირადად მე ამქვეყნად მის დევნას შევეშვები. გადავდებ ამას გარკვეული დროით. მოგვიანებით დიდი კმაყოფილებით ვიძიებ შურს. თუ ნავალნი იცოცხლებს, მაშინ მან პასუხი უნდა აგოს რუსეთის კანონების მთელი სიმკაცრით“, - განუცხადებია 25 აგვისტოს პრიგოჟინს, რომლის სიტყვებიც მოჰყავს ბიზნესმენთან დაახლოებულ კომპანია „კონკორდს“.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისი იურისტები „დღეიდან იწყებენ მუშაობას სობოლისა და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდისგან“ ვალის იძულებით ამოღების მიზნით“.
ალექსეი ნავალნი ამ დროს უკვე იმყოფებოდა კომაში სავარაუდო მოწამვლის შემდეგ.
44 წლის ნავალნი ბერლინში, „შარიტეს“ კლინიკის ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში იმყოფება.
ცნობილი გერმანული საავადმყოფოს ექიმებმა დაასკვნეს, რომ ნავალნი მოწამლულია აქტიური ნივთიერებების ჯგუფით. ისინი მოიპოვება ზოგიერთ მედიკამენტში, მაგრამ არის ასევე პესტიციდებსა და ნერვულ მომწამვლელ აგენტებში. რუს პოლიტიკოსს ანტიდოტ ატროპინით მკურნალობენ.
თუმცა საქმე ნავალნის ფონდის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებით გრძელდება. უბრალოდ, როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, მისი ადვოკატების სამიზნე ამჯერად ლიუბოვ სობოლია.
„აღმასრულებლებმა ჩემი ანგარიშებიდან ამოიღეს იძულებით საჩუქარი პრიგოჟინისა და სობიანინისათვის“, - წერს თავის ტვიტერში ლიუბოვ სობოლი.
მას შემდეგ, რაც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს“ სასამართლომ 87 მილიონი რუსული რუბლის გადახდა დააკისრა, მისმა დამფუძნებელმა, ალექსეი ნავალნიმ, მიიღო გადაწყვეტილება ფონდის ლიკვიდაციის შესახებ.
„ჩვენ მართლა იძულებული ვართ განვაცხადოთ, რომ არაკომერციულ ორგანიზაცია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს“, რომელიც მე 9 წლის წინ დავაარსე, აღსასრულის დღე დაუდგა, იმიტომ რომ ის, უბრალოდ, წაგვართვეს“, - წერდა ნავალნი.
არაკომერციული ორგანიზაცია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი“ ალექსეი ნავალნიმ დააარსა 2011 წელს.
ფონდი აერთიანებს ნავალნის ყველა პროექტს და დაკავებულია რუს სახელმწიფო მოხელეებსა და სახელმწიფო კომპანიებში გავრცელებული კორუფციული შემთხვევების გამოძიებით. რუსეთის ხელისუფლებამ ფონდი შეიტანა „უცხოელი აგენტების“ რეესტრში, საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებზე გავლენის მცდელობისთვის.
მაგრამ, ასეთი სამართლებრივი დევნისა და წნეხის მიუხედავად, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ ჯერჯერობით აგრძელებს მუშაობას.
ფონდმა გამოაქვეყნა ნოვოსიბირსკელი ჩინოვნიკების უკანონო ბიზნესის შესახებ გამოძიების შედეგები.
ასევე ნახეთ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ გამოაქვეყნა ნავალნის გამოძიება ნოვოსიბირსკში კორუფციის შესახებ40-წუთიან ფილმში, სახელწოდებით „ვინ ჩაიგდო ხელში ციმბირის დედაქალაქი და როგორ გავათავისუფლოთ ის“, მოთხრობილია ნოვოსიბირსკის ქალაქის საბჭოს დეპუტატებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, რომლებიც არიან მსხვილი კომპანიების ბენეფიციარები. გამოძიების ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ჩინოვნიკების ძვირფას საათებზე, ავტომობილებსა და უძრავ ქონებაზე უცხოეთში