Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: ჩემი ყველა მზარეული „დაცვის ფედერალური სამსახურის“ წევრია და სამხედრო წოდება აქვს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა ე.წ. „ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის“ და ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის თაობაზე. პუტინს თანახმად, კერძო სამხედრო კომპანიას აქვს უფლება, იმუშაოს ყველა სახელმწიფოში, თუ არ არღვევს რუსეთის კანონებს. თუ კანონის დარღვევა ხდება, ეს პროკურატურამ უნდა შეაფასოს. პუტინმა ამ პრესკონფერენციაზე, რომელმაც თითქმის ოთხ საათს გასტანა, კომენტარი გააკეთა ევგენი პრიგოჟინის შესახებ, რომელსაც „პუტინის მზარეულს“ უწოდებენ. „ჩემი ყველა მზარეული „დაცვის ფედერალური სამსახურის“ წევრია დასამხედრო წოდება აქვს. სხვა მზარეულები მე არ მყავს. ეს უნდა იყოს ცხადი, გასაგები და ამ თემას აღარ უნდა დავუბრუნდეთ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. პრიგოჟინის კავშირზე ვაგნერთან, პუტინს არ ულაპარაკია. სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არასამთავრობო სტრუქტურაა, რომელიც საომარ მოქმედებში მონაწილეობას იღებდა უკრაინაში, სირიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანში და სხვა ქვეყნებში. „ბი-ბი-სის“ რუსულმა სამსახურმა ნოემბერში მიაკვლია „ვაგნერსა“ და პრიგოჟინს შორის კავშირს. პრიგოჟინი და მისი კომპანიები სახელმწიფს მსხვილი მომმარაგებლები არიან კვების პროდუქტებით და ამიტომაც უწოდეს მას „პუტინის მზარეული“. მას აკავშირებენ ასევე ე.წ „ტროლების ფაბრიკასა“ და „ვაგნერის“ დაფინანსებასთან.

XS
SM
MD
LG