საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის მიერ აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების შემდეგ, მიზეზებზე მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი გიგა ჩხარტიშვილი საუბრობს. იგი აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში „ქართული ოცნების“ კვოტით მოხვდა. განცხადების მეორე ავტორი ირაკლი დარცმელიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით გახდა ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, დღეს კომენტარს არ აკეთებს.
გიგა ჩხარტიშვილი კი ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორს რამდენიმე მიზეზით უცხადებს უნდობლობას. მისივე თქმით, საქმე ეხება ტელევიზისაა და რადიოს პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობას, თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას, ხელფასის არათანაბარ განაწილებასა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას. გიგა ჩხარტიშვილის თქმით, 15 მარტს გამართულ სხდომაზე ნათია კაპანაძემ არ მოუსმინა საბჭოს წევრების შენიშვნებს და სხდომა დატოვა.
„მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და ობიექტურობა აღიარებულია შიდა და საერთაშორისო კვლევებით. ჩვენ ვაპირებთ მსგავსი სტანდარტით გავაგრძელოთ მუშაობა, რადგან ეს არის მთელი გუნდის შედეგი. ეს არის ძვირფასი შედეგი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა.ნათია კაპანაძე
„დირექტორმა ურთიერთობა აუკრძალა თანამშრომლებს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოსთან. ასეთი ტიპის საბჭოთა მეთოდებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვა კატეგორიულად მიუღებელია. ეს აჩვენებს იმას, რომ დირექტორი ვერ აცნობიერებს, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ის, რომ ადამიანებს შორის ჩადგე და ლაპარაკი აუკრძალო, სრულიად წარმოუდგენელია. ამის დამადასტურებელი კორესპონდენცია არსებობს და საჭიროების შემთხვევაში გავასაჯაროებთ. ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის კონკრეტული მაგალითებიც მითითებული გვაქვს. მაგალითად, ერთი და იმავე ტიპის მომსახურება დირექტორს ერთ შემთხვევაში ნაყიდი აქვს სახელმწიფო შესყიდვით და მეორე შემთხვევაში, შრომითი კონტრაქტით, რაც აბსოლიტურად დაუშვებელია. არის აგრეთვე განმეორებით შესყიდვაზე საუბარიც, სადაც ერთი ტენდერითაა ნაყიდი და მეორე პირდაპირი შესყიდვით, რაც ასევე დაუშვებელია. ასევე ლაპარაკია სახელფასო თანხების უსამართლო განაწილებაზე.“ - გიგა ჩხარტიშვილი.
მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ამ ბრალდებებზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ნათია კაპანაძემ პასუხის გაცემა არ ისურვა. მან მხოლოდ იმას გაუსვა ხაზი, რომ აჭარის ტელევიზია არაერთ საერთაშორისო კვლევაში მოხვდა, როგორც დაბალანსებული მედიაორგანიზაცია. წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშში აჭარის ტელევიზია მოხვდა, როგორც ერთადერთი ქართული ტელესადგური, რომელმაც მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება შესთავაზა.
„მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და ობიექტურობა აღიარებულია შიდა და საერთაშორისო კვლევებით. ჩვენ ვაპირებთ მსგავსი სტანდარტით გავაგრძელოთ მუშაობა, რადგან ეს არის მთელი გუნდის შედეგი. ეს არის ძვირფასი შედეგი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. ცხადია, ნებისმიერი საკითხი ღია და გამჭირვალეა. თუმცა ვფიქრობ, ყველანი განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდებით შედეგს, რომელიც დღეს აქვს აჭარის მაუწყებელს, როგორც საზოგადოებრივ ტელევიზიას. ჩვენ საზოგადოებისთვის იმ პრინციპებით ვმუშაობთ, რაც მაუწყებლობის შესახებ კანონითაა დადგენილი, მათ შორის საჯაროობის ნაწილში, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც უკვე გაკეთდა“ - ნათია კაპანაძე.
ორი წელია ნათია კაპანაძეს ვწერდით, რომ მოეგვარებინა საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული პრობლემები. მას შემდეგ, რაც ნათია კაპანაძემ აუკრძალა ტელევიზიის თანამშრომლებს ჩვენთან ურთიერთობა, რამდენიმე მათგანმა წერილით მოგვმართა ხელფასებისა და სამუშაო აღწერილობის შესახებ. ოპერატორებს ჰქონდათ პრობლემა.ნატა იმედაიშვილი
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი მრჩეველთა საბჭომ 10 დღის ვადაში მოწვეულ სხდომაზე უნდა განიხილოს, რომელიც 19 აპრილს იწურება. მრჩეველთა 5- კაციანი საბჭო ფარული კენჭისყრით გადაწყვეტს, მხარს დაუჭერს თუ არა დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს. წერილის ორი ავტორის გარდა, თუ საბჭოს ერთმა წევრმა მაინც დაუჭირა მხარი საკითხს, ნათია კაპანაძე დირექტორის პოსტს დატოვებს. საბჭოს წევრმა გიორგი ირემაძემ არ გვითხრა, დაუჭერს თუ არა მხარს დირექტორის გადაყენების საკითხს. მხოლოდ თქვა, რომ გადაწყვეტილებას სინდისის კარნახით მიიღებს, მანამდე კი კიდევ ერთხელ მოისმენენ მხარეთა არგუმენტებს. გიორგი ირემაძე ამბობს, რომ წერილში მითითებული შენიშვნების ჩამონათვალს იცნობს და არაერთხელ საჯაროდაც გაუკრიტიკებია ტელევიზიის დირექტორი ამის გამო.
„შეუძლებელია ბიუჯეტთან და პროგრამულ პრიორიტეტებთან დაკავშირებულ პრობლემებს გვერდი აუარო. წერილში არაა მითითებული, ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი პროგრამების მიღებისა და შემდგომი მართვის წესს. ამის კრიტერიუმები კი საერთოდ არ არსებობს“. - გიორგი ირემაძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარე ნატა იმედაიშვილიც ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სინდისის კარნახით მიიღებს, თუმცა არც ის აკონკრეტებს, თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება. იგი აჭარის ტელევიზიაში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში საბჭოს წევრთა რეკომენდაციებს მენეჯმენტი არ ითვალისწინებდა:
„ორი წელია ნათია კაპანაძეს ვწერდით, რომ მოეგვარებინა საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული პრობლემები. მას შემდეგ, რაც ნათია კაპანაძემ აუკრძალა ტელევიზიის თანამშრომლებს ჩვენთან ურთიერთობა, რამდენიმე მათგანმა წერილით მოგვმართა ხელფასებისა და სამუშაო აღწერილობის შესახებ. ოპერატორებს ჰქონდათ პრობლემა. სწორედ ამ საკითხების მოგვარებას ვთხოვდით მას და ახლაც ვფიქრობ, რომ უნდა მოგვარდეს, რათა ადამიანებს ჰქონდეთ პირობები და თავისუფლება. საზოგადეობრივ მაუწყებელში მომუშავე ადამიანი თავს უნდა გრძნობდეს დაცულად ხელშეკრულებებითა და სამუშაო პირობებით“. - ნატა იმედაიშვილი.
ასევე ნახეთ ნათია კაპანაძე მისი იმპიჩმენტის მოთხოვნას გამოეხმაურათავის მხრივ, უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ბორდის წევრებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს დააყენებენ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლაში. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, კერძოდ, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გია აბულაძე, საბჭოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ პეტრე ზამბახიძე, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი, „ახალი საქართველოს“ წევრი ბექა დიასამიძე და „ემსახურე საქართველოს“ წარმომადგენელი მედეა ვასაძე მოუწოდებენ მრჩეველთა საბჭოს, ხელისუფლებას არ მისცენ ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევის შესაძლებლობა. ამავე დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკური ზეწოლის საფუძველზე მოქმედებს მრჩეველთა საბჭოში მათი კვოტით არჩეული ირაკლი დარცმელიძე და მოუწოდეს მას, თავი აარიდოს მედიის წინააღმდეგ სახელისუფლებო რეპრესიებში თანამონაწილეობას.
ასევე ნახეთ ნინო ლომჯარია: კარგად გაიაზრეთ, რა ზიანის მოტანა შეუძლია იმპიჩმენტის მხარდაჭერასუმაღლესი საბჭოს დეპუტატები პარტია „ქართული ოცნებიდან“ კი უარყოფენ ბრალდებას, რომ ხელისუფლება რაიმე სახით მონაწილეობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებში. დეპუტატმა ნინო ჩხეტიამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აჭარის ტელევიზიამ და რადიომ სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი და სიტყვის თავისუფლების მონაპოვარი, რაც ხაზგასმით მნიშვნელოვანია მისთვის. მისივე თქმით, ყველაზე დიდი დარტყმა და ბრალდების ისრები სწორედ მმართველი პარტიისკენ წამოვიდა იმ პირობებში, როცა ტელევიზიის დირექტორს ნათია კაპანაძეს პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა.
ასევე ნახეთ ხატია ჯინჯიხაძე: ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე დარტყმა იქნებასაზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის გამო შეშფოთება გამოხატა აჭარის რეგიონში მოქმედმა ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. „ვფიქრობთ, რომ საბჭოს 2 წევრის რადიკალური გადაწყვეტილება იმპიჩმენტის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით მოითხოვს მეტ დასაბუთებას, საზოგადოების მეტად ინფორმირებასა და საჯარო განხილვას“, - წერია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ „საზოგადოებრივი განვითარების აკადემია“, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი,“ „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“, „ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი - ინტელექტი“, საზოგადოება „ბათომი“.