კოდორი ცუდად არ იყო გამაგრებული, მაგრამ სამხედრო წინააღმდეგობა რომ გაგვეწია, დიდი მსხვერპლი გვექნებოდა, რადგან გვიღალატესო, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თემურ იაკობაშვილი, რომელიც 2008 წელს სახელმწიფო მინისტრი იყო რეინტეგრაციის საკითხებში. პარალელურად სერგეი შამბა, დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, გვიყვება, როგორ უთხრა მაშინ აფხაზებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინმა, რომ არ ეჩქარათ, რადგან აუცილებელს კოდორის ხეობაში რუსეთი თავად გააკეთებდა. 2008 წელს ისინი ერთმანეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
15 წლის წინანდელ ამბავზე იაკობაშვილი რადიო თავისუფლებას ამერიკიდან ელაპარაკა, სერგეი შამბა კი საუბრისას სოხუმში იყო. შეადარეთ ამ ორი რესპონდენტის მონათხრობი - რა ემთხვევა ერთმანეთს და რა განსხვავდება, ხშირ შემთხვევაში, რადიკალურად.
მასალა შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.