რა ვიცით 12 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე
Your browser doesn’t support HTML5
12 წლის ბავშვის გარდაცვალების ადგილი ახლა უსაფრთხოების ლენტებითაა შემოვლებული. ორდღიანი ძებნის შემდეგ აქ ბავშვი ოჯახმა და სამართალდამცველებმა 19 იანვარს, საღამოს აღმოაჩინეს. ბიჭი ორხევის დასახლებაში ჯართის შესაგროვებლად იყო წამოსული. სავარაუდოდ ის თხრილში ჩავარდა და მიწის მასის ქვეშ მოყვა.
გამოძიებამ უკვე ჩაატარა ექსპერტიზები და მიმდინარეობს გამოკითხვა. საქმე ორი მუხლით არის აღძრული - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევისა (სსკ–ს 240) და თვითმკვლელობამდე მიყვანის (სსკ–ს115–ე) მუხლებით.