შეიძლება ითქვას, რომ რეაგენტი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მომართული შუბის წვერია. ამ ექსტრავაგანტული სიტყვით აღინიშნება მთავარი ინგრედიენტები ნებისმიერი ქიმიური ტესტისა, რომელიც მიმდინარე პანდემიის შემთხვევაში მოიცავს როგორც არაორგანულ ნივთიერებებს, ისე ფერმენტებს, სინჯებს და ე.წ. პრაიმერებს.
რეაგენტები აუცილებელია კორონავირუსის ტესტისთვის, რათა ქმედითი წინააღმდეგობა გაეწიოს COVID-19-ს, რომლის შედეგად, 21 აპრილისთვის 171 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი ინფიცირების 2,5 მილიონი დადასტურებული შემთხვევიდან, მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს ჩინეთში ახალი კორონავირუსი ადამიანზე გადავიდა.
რეაგენტებზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტიანად გაართმევენ მთავრობები თავს ტესტირების პროცესს, რათა აკონტროლონ დაავადების გავრცელება და შეძლონ ეტაპობრივად გამოიყვანონ თავ-თავიანთი ქვეყნების ეკონომიკები პანდემიით გამოწვეულ დამბლასთან მიახლოებული მდგომარეობიდან.
ასევე ნახეთ რატომაა ტესტირება ასე მნიშვნელოვანი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშიCOVID-19-თან დაკავშირებულმა კრიზისმა ნათლად დაგვანახვა, რამდენად დაუცველები ვართ რეაგენტების დეფიციტის პირობებში, რაც მოთხოვნილების სწრაფი ზრდით, ექსპორტზე აკრძალვითა და მარაგების გადანახვითაა გამოწვეული.
ამ დეფიციტს აღრმავებს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა წარმოების შეზღუდული სიმძლავრე და ბაზარი, რომელზეც მხოლოდ რამდენიმე კომპანია დომინირებს.
„პრობლემა ისაა, რომ საჭიროა სპეციალიზებული ფერმენტები და სპეციალიზებული პრაიმერები [მოლეკულები, რომლებიც სხვა მოლეკულების შესაქმნელადაა საჭირო]“, განუცხადა რადიო თავისუფლებას აშშ-ის შიდსის კვლევის ჯანდაცვის ცენტრების ეროვნული ინსტიტუტის ერთ-ერთმა დირექტორმა დეივი სმითმა. „მაგრამ, საქმე ისაა, რომ ყოველთვის გვქონდა საჭირო რაოდენობის ტესტების ჩატარების შესაძლებლობა. არ გვიფიქრია, რომ მასშტაბების გაფართოება დაგვჭირდებოდა ახალი პანდემიისთვის“.
თუ არ არის რეაგენტები, არ არის სანდო ტესტები
ხალხის დიდი მასების ტესტირებაში მთავარი ადგილი უკავია იმას, რომ დავინახოთ არა მხოლოდ ის, თუ ვინ არის ინფიცირებული, არამედ ასევე გამოვავლინოთ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც კი გამომუშავებული აქვს ანტისხეულები, რაც შესაძლოა იმუნიტეტზე მიანიშნებდეს.
ტესტების ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობაა ე.წ. RT-PCR, რომელიც იწყება ნაცხის აღებით გენეტიკური მასალის შესაგროვებლად. შემდეგ ლაბორატორიაში ხდება ამ მასალის ექსტრაქცია, გამრავლება და გაძლიერება. ლაბორატორიებში იყენებენ პრაიმერებს, გენომის გარკვეულ სექციებზე დასამიზნებლად, რათა შემდეგ გამოვლინდეს, არის თუ არა პაციენტის სხეულში კორონავირუსის გენეტიკური კოდი.
ტესტის მეორე ძირითადი კატეგორიაა სეროლოგიური ტესტი, რომლითაც ხდება სისხლში ანტისხეულების გამოვლენა. ანტისხეულების არსებობა იმას მიანიშნებს, რომ ორგანიზმს ეს კონკრეტული დაავადება გადატანილი აქვს და მის წინააღმდეგ საბრძოლველი ნაწილაკების მობილიზება აქვს მოხდენილი. ამ შედარებით უფრო ნაკლებად გავრცელებული ტესტის მნიშვნელობა იმატებს მას შემდეგ, რაც COVID-19-ის პირველი ტალღა გადაივლის და საჭირო გახდება იმის შეფასება, თუ როგორ არის მოსახლეობა აღჭურვილი შესაძლო მეორე ტალღასთან საბრძოლველად.
ექსპერტების თქმით, ექიმებსა და პოლიტიკოსებს დასჭირდებათ მეტი ინფორმაცია ასიმპტომატური და გამოჯანმრთელებული პაციენტების შესახებ, რათა განსაზღვრონ, მოსახლეობის რომელ ნაწილს აქვს იმუნიტეტი და რომელია დაუცველი. ამის შესაბამისად გადაწყვეტენ, როგორ იქნება შესაძლებელი სოციალური დისტანციისა და მკაცრი საკარანტინო ზომების შემსუბუქება.
ასევე ნახეთ ცერცვაძის თქმით, ნაკადების მოძრაობის სქემა, როგორიც საქართველოშია, სხვა ქვეყნებში არ არისორივე ტიპის ტესტისთვის აუცილებელია კომპლექსური და სუფთა რეაგენტები, თანაც ჭარბი რაოდენობით.
დეივი სმითის თქმით, ტესტებში გამოიყენება სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება. ერთს ვირუსის ექსტრაქცია შეუძლია, მეორეს ვირუსის გაძლიერება, მესამეს - მისი აღმოჩენა.
„მთელი ეს ქიმია და მთელი ეს ფერმენტები და მარილები და ბუფერები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც შედის PCR ტესტში და მათ რეაგენტი ეწოდება. იგივე ხდება ანტისხეულების ტესტის შემთხვევაშიც“.
არასოდეს ყოფილა დეფიციტი
დიდი ბრიტანეთის კორონავირუსის ტესტების მწარმოებელთა სავაჭრო ასოციაციის ხელმძღვანელთა თქმით, „აქამდე არასოდეს გვქონია ქიმიური რეაგენტების დეფიციტი“. მაგრამ ამ პანდემიის დროს მსოფლიოს ყველა დიდ ქვეყანას უცებ დასჭირდა ერთი და იგივე რამ ერთსა და იმავე დროს.
უახლოეს წარსულში სხვა ეპიდემიების მოწმეებიც ვიყავით, როგორებიც იყო - SARS-ი (2003), MERS-ი (2012, 2015, 2018), ებოლა (2014-16, 2019) და ზიკა (2015-16). მაგრამ რეაგენტების დასაწყობება მაინც არ მომხდარა.
იყო გამონაკლისებიც, მაგალითად, სამხრეთი კორეა, რომელიც MERS-ის ეპიდემიის შემდეგ აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს ტესტები.
თუმცა ამ პანდემიის დროს სეულსაც კი არ ჰქონდა განკარგულებაში ყველა საჭირო რეაგენტი 10 იანვრამდე, სანამ ჩინეთი გამოაქვეყნებდა ახალი კორონავირუსის გენომს, რომელსაც ოფიციალურად SARS-CoV-2 ეწოდება.
მნიშვნელობის უეცარი მატება
იანვრის შუა რიცხვებში ჩინეთი, რომელიც მსოფლიოში რეაგენტების წამყვანი მაწარმოებელი და ექსპორტიორია, ისეთ ვითარებაში აღმოჩნდა COVID-19-ის გავრცელების გამო, რომ თავადაც განიცდიდა ტესტების ნაკლებობას.
მას მერე, რაც პეკინმა რეაგენტების ექსპორტზე აკრძალვა დააწესა, მსოფლიოში ტესტების მწვავე დეფიციტი გაჩნდა. ამან გავლენა იქონია სხვადასხვა რეგიონში პანდემიაზე რეაგირების ხარისხზე.
ტესტების ნაკლებობა დღემდე მწვავედ იგრძნობა ევროპაში.
აშშ-ში თებერვალში დაიწყეს ტესტების აქტიურად გამოშვება, მაგრამ ამერიკის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის თქმით, ისინი კარგად არ მუშაობდა და ეს ერთი რეაგენტის ბრალი იყო.
ერთი თვის შემდეგ ცენტრმა გამოაცხადა, რომ ტესტებისთვის აუცილებელი რეაგენტი დეფიციტად იქცა.
ასევე ნახეთ „უფრო ადრე, ვიდრე პესიმისტები ფიქრობენ“ - როდის იქნება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა?მსოფლიოში ტესტების მწარმოებელი მსხვილი მიმწოდებლები მთელი ძალით ცდილობდნენ გაეზარდათ საკუთარი წარმოება, რათა დაეკმაყოფილებინათ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მოგებიანი ბაზრები. ისინი ზრდიდნენ წარმოებას, მაგრამ ამავე დროს ბაზრიდან განდევნიდნენ ახალ მიმწოდებლებს. ისინი სერიოზულად ავიწროებდნენ ღარიბ ქვეყნებს, რომლებსაც არ შესწევთ უნარი, კონკურენცია გაუწიონ მდიდარ ბაზრებს.
„ჩვენ მას არ ვაგროვებდით. უბრალოდ ვენდობოდით ჩვენს რეგულარულ სატესტო პლატფორმებს და ისინი საამისოდ მზად არ იყვნენ“, ამბობს სმითი. „მრავალი შეცდომა იქნა დაშვებული, მაგრამ ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა ისაა, რომ არ მოგვეპოვება დასაწყობებული რეაგენტების მარაგი“.