როგორ იცვლებოდა პარტიების მხარდაჭერა არჩევნებიდან არჩევნებამდე

ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების დიდი ნაწილი დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ცხოვრობს. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები კი, როგორც წესი, სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერია.

რადიო თავისუფლებამ შეისწავლა და მუნიციპალიტეტების მიხედვით გააანალიზა, როგორ იცვლებოდა ამომრჩეველთა განწყობა და პარტიების მხარდაჭერა 2012 - 2020 წლებში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიხედვით.

  • 2012 წელს არჩევნებზე 2,1 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მივიდა, მათმა 55%-მა მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა. მომდევნო არჩევნებზე კი 390 ათასით ნაკლები ამომრჩეველი მივიდა - მმართველი პარტიის მხარდაჭერა 48.7%-მდე შემცირდა და 857 ათასი ხმა მიიღო;
  • 2012 წელს, როცა სახელისუფლებო პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადავიდა, მას ამომრჩევლის 40%-იანი მხარდაჭერა (867 ათასი ხმა) ჰქონდა, თუმცა 2016 წელს თითქმის ორჯერ შემცირდა (477 ათასი ხმა). 2020 წელს კი „ნაციონალური მოძრაობის“ 46 ათასი მხარდამჭერით მეტი მივიდა არჩევნებზე;
  • ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა პროცენტულად ყველაზე მეტად თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შემცირდა. მათ შორის, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში; „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის კლების პარალელურად, გაიზარდა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის წილი, თუმცა არა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ;
  • 2012 წელს, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა გადაირჩია, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში) მისი რეიტინგი 55%-ზე მაღალი იყო. ამავე დასახლებებში „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა. თუკი 2012 წელს ამ მუნიციპალიტეტებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 177 ათასი ხმა, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ 105 ათასი ხმა მიიღო, 2020 წელს მონაცემები სარკისებურად არის შეცვლილი: „ქართულ ოცნებას“ 149 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 78 ათასი ხმა მიიღო.
მეტი აჩვენე
მეტი აჩვენე

თბილისის უბნები

მეტი აჩვენე
მეტი აჩვენე
მეტი აჩვენე
მეტი აჩვენე
მეტი აჩვენე
მეტი აჩვენე
მეტი აჩვენე
მეტი აჩვენე

კახეთი

მეტი აჩვენე
მეტი აჩვენე

მცხეთა-მთიანეთი

მეტი აჩვენე

ქვემო ქართლი

მეტი აჩვენე
მეტი აჩვენე

შიდა ქართლი

მეტი აჩვენე

სამცხე-ჯავახეთი

მეტი აჩვენე

რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი

მეტი აჩვენე

იმერეთი

მეტი აჩვენე
მეტი აჩვენე
მეტი აჩვენე

გურია და სამეგრელო

მეტი აჩვენე
მეტი აჩვენე

აჭარა

მეტი აჩვენე
მეტი აჩვენე