ნარკოპოლიტიკის ბუნდოვანი მომავალი

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნით გამართულ შეხვედრაზე 22 მაისს საბოლოო პოზიცია არ დაუფიქსირებია პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად, საბოლოოდ არც არაფერი გადაწყვეტილა, თუმცა დღეს მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრე დეპუტატები იმედოვნებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ახლო მომავალში იქნება მიღებული და განხილვის პროცესი პარლამენტში 7 ივნისისთვის დაიწყება. შეძლებს თუ ვერა „ქართული ოცნება“ კონსენსუსის მიღწევას წლების განმავლობაში სადავოდ ქცეულ საკითხთან დაკავშირებით და რა შემთხვევებში განაახლებს საპროტესტო აქციებს „თეთრი ხმაურის მოძრაობა“?