2015 წელს, ერთი მხრივ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებსა და გერმანიას, მეორე მხრივ კი ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, წელს, მაისში, ვაშინგტონის შეთანხმებიდან ცალმხრივ გამოსვლას მოჰყვა თეირანისთვის სანქციების დაწესება-აღდგენა.
ბირთვული შეთანხმებიდან როცა გადიოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წელს, მაისში, განაცხადა: „შეთანხმება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ირანის ქმედებები, - სხვათა შორის, ტერორიზმის მხარდაჭერა, - რომელთაც დესტაბილიზაცია მოაქვს, აილაგმოს“. აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაიკ პომპეომ, ხაზგასმით თქვა: „სანქციების მეოხებით შეჩერებული იქნება‘ირანის ბოროტი ქმედებები’“.
პრეზიდენტი ტრამპი სანქციებს ახასიათებს როგორც ყველა დროის უმკაცრეს ზომებს და მიმომხილველებიც არ უარყოფენ, რომ, მართლაც, უმკაცრეს სანქციებთან გვაქვს საქმე, რაც კი ვაშინგტონს ირანისთვის დაუწესებია. ბირთვული შეთანხმება, რომელიც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამასა, და მისი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის, დროს იქნა მიღწეული, რესპუბლიკურ პარტიაში თავიდანვე მიაჩნდათ არასაკმარისად საიმისოდ, რომ ირანისთვის ხელი შეეშალათ ბირთვული იარაღის განვითარებაში, მაგრამ საქმე მარტო ბირთვულ თემას არ ეხება.
რეჟიმის ალაგმვა და მოსახლეობის უკიდურესი გაჭირვება
მიმომხილველები მოელიან, რომ აშშ-ის ეს ცალმხრივი სანქციები ირანის ხელისუფლებასთან ერთად დიდ ზარალს მიაყენებს მოსახლეობას. ფასების ზრდა უკვე დაიწყო, ირანის მოქალაქეებს უჭირთ, სანქციების დაწესებამდე ირანში ინფლაცია უკვე საგრძნობი იყო, ეროვნული ვალუტა, „რიალი“, მკვეთრად გაუფასურდა.
ახლა საქმე რეჟიმის გამოთიშვას და განადგურებას ეხება. აშშ-ის სანქციები ახლა ტოტალური ომია...სტივ ჰანკე
ირანელებმა სანქციების დიდი ეპოქა გადაიტანეს 2015 წლამდე, როცა უწამლობა და სათადარიგო ნაწილების უქონლობის გამო თვითმფრინავების კატასტროფები ლამის ყოველდღიურობა გახდა, რაც, შესაძლებელია, ახლა დაწესებულ სანქციებს კვლავ მოჰყვეს. უკვე ძველი სანქციებით დასუსტებული ირანი ახალ დამატებით დარტყმას მიიღებს: სავაჭრო ურთიერთობებს, საფინანსო სფეროსა და საგარეო ინვესტიციებს მძიმე პერიოდი დაუდგებათ. ვაშინგტონი ირანს ადანაშაულებს ბალისტიკური რაკეტების განვითარებასა და რეგიონში იმ შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერაში, რომელთაც აშშ ტერორისტულ ჯგუფებად მიიჩნევს. ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ეკონომისტი, სტივ ჰანკე, თვლის, რომ აშშ-ის მიერ სანქციების შემოღება მცდელობაა ამით რეჟიმის ქმედება შეცვალოს. ჰანკეს აზრით: „ახლა საქმე რეჟიმის გამოთიშვას და განადგურებას ეხება. აშშ-ის სანქციები ახლა ტოტალური ომია“.
სანქციების მოკლე დახასიათება
ამერიკელებს სურთ, რომ ირანმა ვეღარ მოახერხოს დოლარის მოპოვება და ვერ ივაჭროს ოქროთი და ძვირფასი ლითონებით. თეირანს აეკრძალება ასევე გარკვეული ლითონებით, ბუნებრივი წიაღისეულითა და სამრეწველო ნედლეულით ვაჭრობა, ასევე აიკრძალა ირანული კვების პროდუქტებისა და ხალიჩების აშშ-ში შეტანა. განსაკუთრებით მტკივნეულია ირანიდან ნავთობის გატანის აკრძალვა. ამ ყველაფრის პარალელურად, უნდა შეწყდეს ირანთან საერთაშორისო საბანკო ოპერაციები.
გამკაცრებული სანქციები
ვაშინგტონში დაფუძნებული ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ირანის სამეთვალყურეო პროექტის დირექტორის, აჰმად მაჯიდიარის, თანახმად, „აშშ-მა არა მარტო აღადგინა ყველა სანქცია, რომლებიც გაუქმდა 2015 წლის შეთანხმების გამო, მან ასევე შავ სიაში შეიყვანა ირანის 300-მდე მოქალაქე და ორგანიზაცია“. სხვათა შორის, სანქციები დაუწესდა 50-მდე ბანკს და საფინანსო უწყებას, 200-მდე პირს და ხომალდს, ირანის სახელმწიფო ავიაკომპანია „ირან ეარსა“ დამის 65-მდე თვითმფრინავს.
ასევე ნახეთ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედაამასთან ერთად, არსებობს, ასე ვთქვათ, გამონაკლისის ფენომენი, რომელიც შეეხო ნავთობის სფეროში რვა სახელმწიფოს, რომლებსაც დროებით, 2019 წლის მარტამდე, უფლება ეძლევათ შეისყიდონ ირანის ნავთობი. ირანის მკვლევარი ბირმინგემის უნივერსიტეტში, სკოტ ლუკასი, სანქციებს ახასიათებს და ამბობს, რომ ნავთობის სფეროში დაწესებული სანქციები არ ნიშნავს შეზღუდვას, რაოდენობის დაწესებას და სხვა ამის მსგავს, სანქციები სრულ აკრძალვას გულისხმობს. „ირანის კომპანიები და კერძო პირები კი არა, აშშ-ის ახალი სანქციების მიზანია ირანის მთელი რეჟიმის მოგუდვა“, ფიქრობს ლუკასი.
ბირთვული სფერო
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ირანი ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ პირობებს ასრულებს.
აშშ-მა არა მარტო აღადგინა ყველა სანქცია, რომლებიც გაუქმდა 2015 წლის შეთანხმების გამო, მან ასევე შავ სიაში შეიყვანა ირანის 300-მდე მოქალაქე და ორგანიზაცია...აჰმად მაჯიდიარი
ბირთვულ სფეროში მაინც დაწესებული სანქციები გულისხმობს თეირანთან ამ სფეროში ყოველგვარი თანამშრომლობის აკრძალვას, მაგრამ არსებობს გამონაკლისი სამი ბირთვული ობიექტის სახით: არაქი და ფორდუ, ასევე ბუშერი, თავისუფალია სანქციებისგან, რადგან ისინი ხელს უშლიან „ირანს შეძლოს ბირთვული იარაღის პროგრამის განვითარება“, წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და იტყობინება, ეს პროექტები „ამყარებს ბირთვულ სტატუს კვოს მანამ, სანამ შეგვეძლება უფრო ძლიერი ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც სრულად და მტკიცედ უპასუხებს ჩვენს ყველა შეშფოთებას“.
არაქში მძიმე წყლის რეაქტორი მოქმედებდა. 2015 წლის შეთანხმების თანახმად, ის ჩინეთის მონაწილეობით გადაკეთდა და ახლა შეუძლებელია იმ სახის პლუტონიუმის წარმოება, რომელიც ბირთვული იარაღისთვის შესაქმნელად იქნებოდა საკმარისი. რაც შეეხება ფორდუს, ის საიდუმლო, მიწის ქვეშა ობიექტი იყო. იქ ურანის გასამდიდრებლად მოქმედებდა ათასობით ცენტრიფუგა.2015 წლის შემდეგ ნაწილი ცენტრიფუგებისა გაიტანეს, ნაწილი კი ატომური ენერგიის სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშაა: ობიექტი ახლა კვლევით ცენტრს წარმოადგენს. რაც შეეხება ბუშერს, ის რუსეთთან თანამშრომლობით მოქმედებს და მუშაობს და, ჩანს, მაკონტროლებელ ფაქტორად ეს კმარა.
საერთაშორისო მხარდაჭერის ნაკლებობა
2015 წლამდე ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები, უპირატესად, საერთაშორისო თანამეგობრობის, გაეროსა და ევროკავშირის თანხმობით იყო დაწესებული. ამჟამინდელ სანქციებს საერთაშორისო მხარდაჭერა აკლია. ვაშინგტონს შეიძლება გარკვეული სიძნელეები შეექმნას სანქციების სრულად გატარებისას, ამბობს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პროექტის დირექტორი, აჰმად მაჯიდიარი. ის ფიქრობს, რომ დიდი საერთაშორისო კომპანიები, მართალია, ვერ გარისკავენ ირანთან თანამშრომლობას, მაგრამ საშუალო და პატარებმა ევროპასა და აზიაში შეიძლება შეინარჩუნონ ირანთან ურთიერთობები, თუ მათ მათი მთავრობები მხარს დაუჭერენ. და არა მხოლოდ მთავრობები, ევროკავშირი, რომელიც ბირთვული შეთანხმების ერთ-ერთი მონაწილეა, სანქციებს არ ემხრობა.
ასევე ნახეთ ევროკავშირი ირანს პირდება ამერიკული სანქციებისთვის გვერდის ავლით ურთიერთობასბრიუსელი შეეცდება ევროპის ქვეყნების კომპანიები მისგან დაიცვას და ირანთან 2015 წელს მიღწეული შეთანხმება გადაარჩინოს. თუმცა საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის ანალიტიკოსი ნაისან რაფათი თვლის, რომ აშშ-ის მხრიდან ცალმხრივი სანქციებიც საკმარისი სიძლიერისაა იმისთვის, რომ ირანის ეკონომიკამ მზარდი ზეწოლა იგრძნოს. დასავლეთის ბევრი კომპანია აშშ-ის მხრიდან ჯარიმების შიშით თავს ანებებს ირანთან ურთიერთობებს. მაჯიდიარის ინფორმაციით, 5 ნოემბერს დაწესებული სანქციები საბოლოო არ იქნება. აშშ-ის კონგრესი დამატებით სანქციებს დაუწესებს ირანს და მის რეგიონალურ მოკავშირეებს, ხოლო ტრამპის ადმინისტრაცია შეეცდება თავის მოკავშირეებთან ერთად თეირანის მიმართ სანქციები შემოიღოს ადამიანის უფლებების თემასთან დაკავშირებით.