მაიკლ მაკფოლი: „რუსეთი გავლენის განსამტკიცებლად საქართველოში ოპერაციებს ატარებს“

მაიკლ მაკფოლი

საქართველო, ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში, უფრო და უფრო შორდება დასავლელ პარტნიორებს.

ქვეყნის ხელისუფლება ვაშინგტონს რევოლუციის მზადებაში ადანაშაულებს და მისი ეს პოზიცია კრემლის ხედვას იმეორებს. მსგავსს ბრალდებები ისმოდა თავის დროზე რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის მისამართითაც.

რას ფიქრობს ამ ყველაფერზე „გადატვირთვის“ ავტორი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი? შეუძლიათ თუ არა დასავლურ სანქციებს ხელი შეუშალოს საქართველოს დემოკრატიის უკუსვლას? და ბოლოს, ვის და როგორ შეუძლია უკრაინაში ომის გაჩერება?