„ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!“ - მარგარიტა სიმონიანმა, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთმა ბოსმა, საქართველოს მიულოცა 26 ოქტომბერს, ცესკოს წინასწარი შედეგების გამოცხადებასთანავე.
მყისიერი იყო ოფიციალური რეაქციაც.
არჩევნების შედეგები საქართველოს „შიდა პოლიტიკაში საინტერესო პერიოდს მოასწავებს“, - თქვა გრიგორი კარასინმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
„გვჯერა, რომ ეს პერიოდი იქნება განჭვრეტადი და გაივლის ცივილიზებულად. ამაში დაინტერესებულია საქართველოც და მთლიანად კავკასიის რეგიონიც“, - დაწერა კარასინმა ტელეგრამზე.
ასევე ნახეთ არჩევნები 2024 - ლაივბლოგიკმაყოფილებას არ მალავს სენატორი გენადი პუშკოვიც, რომელიც დიდი ხანია იწონებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ამბებს.
დასავლეთს საქართველოში „რეჟიმის შეცვლა“ სურდა, მაგრამ „კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“. ქართველმა ხალხმა კი უარი თქვა „მულტიგენდერულ ევროპულ ოჯახზე“, - წერს იგი.
აი, დსთ-ს გენერალურმა მდივანმა, სერგეი ლებედევმა კი თქვა, რომ მის ორგანიზაციაში საქართველოს დაბრუნების ეიმედება და ამის საფუძველს ხელისუფლების რიტორიკა აძლევს.
„არ შეიძლება არ გვახარებდეს "ქართული ოცნების" ყველა განცხადება იმაზე, რომ ისინი მზად არიან აღადგინონ კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან და დსთ-ს ყველა ქვეყანასთან და ეწინააღმდეგებიან რუსეთისა და ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს“, - უთხრა მან კრემლის დაფინანსებულ გამოცემა „სპუტნიკს“.
ასევე ნახეთ არჩევნების შედეგებიკიდევ ერთი შეთავაზება „ოცნებამ“ მიიღო რუსი ნაციონალისტი ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინისგან.
„"ქართულ ოცნებას" სჭირდება სტრატეგია… შეუძლიათ საქართველო კვლავ დიდებულად აქციონ… და ბრიკსში გაწევრიანდნენ“, - დაწერა დუგინმა.
მის მსგავსად, ბოლო 24 საათია სიხარულნარევ პოსტებს წერენ სხვა გავლენიანი რუსი ნაციონალისტები და მილიტარისტებიც.
„იმარჯვებს "ქართული ოცნება", რომელიც დასავლეთმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა ეროვნული ინტერესების გატარების გამო. მან უარი თქვა, აშშ-ის შნირი ყოფილიყო“, - წერს პოპულარული მილიტარისტული ტელეგრამარხი, „ორი მაიორი“.
მისი „კოლეგა“, ბორის როჟინი კი, ამტკიცებს, რომ „საქართველომ აირჩია მშვიდობა და არა ომი. ახლა ამ არჩევნების მოპარვას ცდილობენ“.
პროპაგანდისტების ნაწილი თბილისში საპროტესტო აქციებს მოელის და ტრადიციულად ამტკიცებს, რომ მათ დასავლეთი ამზადებს.
ასევე ნახეთ რუსი პროპაგანდისტები არჩევნებში “ქართულ ოცნებას” გულშემატკივრობენ„აშშ მოუწევს, ან ვა-ბანკზე წავიდეს, ან საქართველო დაკარგოს. წარმატებები ქართველ ძალოვნებს. დაარბიეთ ეს ქერტლი, გადაარჩინეთ ქვეყანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გახდებით სომხეთისა და უკრაინის ნაზავი“, - წერს სამხედრო პროპაგანდისტი, სერგეი კოლიასნიკოვი.
კიდევ ერთი მილიტარისტის პოსტმა მილიონ-ნახევარი ნახვა მოაგროვა. ამ პოსტში იგი მოუწოდებს „ოცნებას“, მიიღოს „პრევენციული ზომები“ და პირველმა გაიყვანოს მხარდამჭერები ქუჩაში.
ცალკე ქება დაიმსახურა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმაც.
საქართველო „ანტირუსული ბრძოლის ფორპოსტი“ იყო, დღეს კი „რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ფრონტმენია“ და ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, - წერს ანონიმური არხი „მწეველის იმპერია“.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 სექტემბერს გაიმართა. დათვლილია ხმათა 99.9%-ზე მეტი. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ დააგროვა 53%, ანუ მიიღო საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტების უფლება.
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, ჯამში, მიიღო 36%. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებამ კენჭისყრა სხვადასხვა ხერხით გააყალბა.
ასევე ნახეთ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294 ადამიანს შეადგენს - ერთიან სიაზე მუშაობა დასრულდასერიოზულ დარღვევებზე საუბრობენ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებიც.
ასევე ნახეთ დარღვევების კუმულაციურმა ეფექტმა დააზარალა არჩევნების სანდოობა - საერთაშორისო სადამკვირვებლო ქსელიამ დროისთვის, „ოცნებას“ გამარჯვება მიულოცეს მხოლოდ მეზობელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა და უნგრელმა ავტოკრატმა, პრემიერმა ვიქტორ ორბანმა.