ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში.
23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია. ქალაქში არ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია. მთავრობა უცხოელების ევაკუაციას ცდილობს; მათ, ვინც რჩება, ურჩევს, რომ სახლიდან არ გამოვიდნენ.
კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30 წლის ნინი საკუთარ სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. მან სამჯერ მოახერხა სახლიდან გასვლა და პროდუქტების მომარაგება.
გთხოვთ პანიკას ნუ მიეცემით, პანიკა კიდევ უფრო ართულებს არსებულ მდგომარეობას და ხელს უშლის შესაბამის უწყებებს ეფექტურად მუშაობაში.
ნინი რადიო თავისუფლების მკითხველებს უზიარებს ყოველდღიურ ჩანაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება თავად და მთელი ქალაქი მოულოდნელად გაჩენილ გამოწვევას.
დილით 9 საათზე გავიღვიძე. გავიღვიძე რა, მეზობლის ტელევიზორმა გამაღვიძა.
28 თებერვალი, 2020
კარანტინის 36-ე დღე
მოგესალმებით უჰანიდან, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება და სადაც თვეზე მეტია უკვე კარანტინი გვაქვს გამოცხადებული.
ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოში კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევა დადასტურდა.
მე, ჩემი მხრივ ვეცდები საკუთარი გამოცდილებით მოგცეთ რჩევები და თუ გამომივა იქნებ თქვენი გამხნევებაც შევძლო.
როგორც ბოლო 1 თვეა ვიმეორებ, ახლაც ძალიან გთხოვთ პანიკას ნუ მიეცემით, პანიკა კიდევ უფრო ართულებს არსებულ მდგომარეობას და ხელს უშლის შესაბამის უწყებებს ეფექტურად მუშაობაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოების ზომები უგულებელვყოთ.
იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ აღგენიშნებათ დაავადების რაიმე სიმპტომი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ნიღაბი, რომ არ მოახდინოთ გარემოს დაინფიცირება თქვენდა უნებურად.
უბრალოდ, მარტივად გაითვალისწინეთ ის რეკომენდაციები რომლებიც ყოველდღიურად ვრცელდება ტელევიზიით და ინტერნეტით.
იმ შემთხვევაში, თუ ბოლო კვირების განმავლობაში დაბრუნდით რისკიან ზონაში მოქცეული ქვეყნებიდან, ეცადეთ მოახერხოთ თვითიზოლაცია, რათა დაიცვათ როგორც საკუთარი თავი ისე სხვა ადამიანები. სახელმწიფო და ჯანდაცვის სხვა უწყებებმა რა ზომებსაც არ უნდა მიმართონ, ჩვენი დახმარების გარეშე ეფექტურ შედეგს მალე ვერ მიაღწევენ.
ის ფაქტი, რომ ნიღბების დეფიციტია, ამაზე გეტყვით, რომ ნიღაბი უსაფრთხოების 100 %იან გარანტიას არ იძლევა, ის უბრალოდ ერთ-ერთი დამხმარე ატრიბუტია ვირუსთან ბრძოლაში. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ აღგენიშნებათ დაავადების რაიმე სიმპტომი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ნიღაბი, რომ არ მოახდინოთ გარემოს დაინფიცირება თქვენდა უნებურად. გამოყენებული ნიღაბი კი დაჭერით და ისე გადააგდეთ რადგან არ მოხდეს მისი შემდგომი გამოყენება მესამე პირების მიერ.
ყველაზე ეფექტური თავდაცვის საშუალება ამ ვირუსთან საბრძოლველად კი არის ელემენტარული ჰიგიენის დაცვა. დაიბანეთ ხელები ხშირად, მინიმუმ 20 წამის მანძილზე. სასაცილოა, მაგრამ ჩინეთში რეკომენდაციებში ერთ-ერთ პირველ ადგილზე ეწერა საპირფარეშოს მოხმარების შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელები, სამწუხაროდ ეს პრობლემა საქართველოშიც გვაქვს, მნიშვნელობა არ აქვს სახლში ხართ თუ საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობთ, აუცილებლად დაიბანეთ ხელები.
Your browser doesn’t support HTML5
ჩვეულებრივ გააგრძელეთ სწავლა-განათლება, მუშაობა, მაგრამ ყოველთვის დაიცავით დისტანცია სხვა ადამიანებთან, თან გქონდეთ ეთანოლის სპირტი ან მაღალი ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკი და ხშირად შეიზილეთ ხელებზე. ეცადეთ მოერიდოთ ხელებით საკუთარი და სხვისი სახის შეხებას. ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სახელურებს ერთჯერადი ხელთათმანით ან ხელსახოცით შეეხეთ და შემდეგ აუცილებლად გადააგდეთ ნაგვის ურნაში.
იმ შემთხვევაში, თუ კარანტინში მოგიწიათ ყოფნა, ისე შეხედეთ ამ ამბავს როგორც მე ვუყურებ-დამსახურებული შვებულება.
ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს! ვიცი, მესმის, პარასკევ და შაბათ საღამოებს როგორ ელოდებით დამღლელი სამუშაო კვირის მერე, მეც ერთ-ერთი თქვენთაგანი ვიყავი 1 წლის წინ. უბრალოდ, დროებით "გულაობა" გვერდზე გადადეთ, არ დაიჯეროთ რომ ალკოჰოლი დაგიცავთ ვირუსისგან, ალკოჰოლი მხოლოდ დროებით დაგიცავთ მოწყენილობისგან და ხანგრძლივ პერსპექტივაში გაგიჩენთ ღვიძლის პრობლემებს (მეც თქვენთან ერთად ვიმკურნალებ ღვიძლზე).
იმ შემთხვევაში, თუ კარანტინში მოგიწიათ ყოფნა, ისე შეხედეთ ამ ამბავს როგორც მე ვუყურებ-დამსახურებული შვებულება. წაიკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს/სერიალებს, კულინარიული აღმოჩენები გააკეთეთ, (მაგალითად მე აღმოვაჩინე რომ მოხარშულ მაკარონს ზედ კვერცხს თუ დაახლით და ერთად მოხრაკავთ უგემრიელესია).
და რაც ყველაზე მთავარია ნუ დავკარგავთ ადამიანურ სახეს, ნუ დავკარგავთ სიყვარულის უნარს.
ასევე ნახეთ კარანტინის 32-ე დღე - ნინის დღიური უჰანიდანპირველად რომ აფეთქდა ეს ვირუსი, შემდეგ დარჩენის გადაწყვეტილება რომ მივიღე იმდენად ვიყავი გაბრაზებული სამყაროზე, იმდენი კარგი გეგმა ჩამეშალა, თავს კბილებით ვიჭერდი რომ არ ავფეთქებულიყავი, განსაკუთრებით ჩემ გადაწყვეტილებას რომ აკრიტიკებდნენ, ან უბრალოდ სრულიად უცხო ადამიანები რატომღაც შეურაცხყოფას მაყენებდნენ, ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რა დავუშავე ამ ხალხს.
ამდენი უარყოფითი ენერგიით დატვირთული, ერთი-ორჯერ მეც ავფეთქდი, უბრალოდ ხელში საყვარელი ადამიანები შემრჩნენ. ამაზე მეტად რაც ამ კარანტინში ვარ არაფერი მინანია, რადგან ის როგორ ვიქცევით ჩვენ კრიტიკულ სიტუაციებში წარმოადგენს ჩვენს რეალურ სახეს.
ასევე ნახეთ თუკი კორონავირუსის გამო მოგზაურობის გეშინიათ - რამდენიმე რჩევა მგზავრებისთვისუბრალოდ მოუსმინეთ კომპეტენტური ადამიანების რჩევებს და განახორციელეთ პრაქტიკაში. ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას. იყავით ჰუმანურები და იგრძენით პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის მიმართ ისე სხვა ადამიანების წინაშე. ნუ შექმნით საკვები პროდუქტების და მედიკამენტების დეფიციტს და ყველაფერი კარგად იქნება.