გაზეთი Wall Street Journal-ი აშშ-ის მაღალი რანგის ანონიმ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ვლადიმირ პუტინს აღარ სურს კიევის ხელში ჩაგდება - ახლა რუსეთის მიზანია, აიძულოს უკრაინის ხელისუფლება, მიიღოს რუსეთის პრეტენზიები უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებზე და შექმნას „სახმელეთო ხიდი“ რუსეთსა და ყირიმს შორის. გამოცემა აზუსტებს, რომ ეს არის არა დაზვერვის ოფიციალური შეფასება, არამედ ზოგიერთი იმ ოფიციალური პირის მოსაზრება, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციაზე აქვს წვდომა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ რუსეთის ჯარები, რომლებიც ყირიმიდან ახორციელებენ იერიშს, ჯერაც ცდილობენ გვერდი აუარონ ნიკოლაევს, რათა წინ წაიწიონ დასავლეთისკენ, ოდესის მიმართულებით.
კრემლში დასავლელი ჩინოვნიკების ამ განცხადებებზე კომენტარებს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ შეჭრა დაკავშირებულია უკრაინის „დენაციფიკაციასთან“, ეთნიკური რუსების „გადარჩენასთან“ და მცდელობასთან, გაანადგუროს „ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობის მასალები“, რასაც თითქოს აწარმოებენ უკრაინის ლაბორატორიები აშშ-ის დაფინანსებით. რუსეთში ასევე აცხადებენ, რომ ე.წ. სპეცოპერაციებში მონაწილეობისთვის გამოიყენებენ უცხოელ დაქირავებულ მეომრებს.
სამხედრო ექსპერტი, ჩეხეთის საერთაშორისო კვლევის ასოციაციის წევრი იური ფიოდოროვი, რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ სატელევიზიო პროექტ Current Times-ს მოუყვა იმის შესახებ, შეცვლიან თუ არა დაქირავებული მეომრები ომის მსვლელობას, რა სტრატეგიას შეიძლება მისდევდეს ახლა კრემლი, იცის თუ არა რუსეთის ხელმძღვანელობამ არმიის რეალური დანაკარგების შესახებ და შეუძლია თუ არა ნატოს მიერ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას რუსეთის ინტერვენციის შეჩერება.
ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ხმელეთის გზით წვდომა აშკარად იყო რუსეთის მთავრობის მიზანი უკრაინის წინააღმდეგ ნავარაუდევი გამარჯვების შემდეგ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ახლა კრემლს უწევს, შეკვეცოს ომში თავისი მიზნები და რა მინიმუმს ხედავენ ისინი საკუთარი თავისთვის?
ყველაზე საშინელი და უსიამოვნო ისაა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ კურსი აიღო მოსახლეობისა და ალყაშემორტყმული ქალაქების სასიცოცხლო მნიშვნელობის მომარაგების განადგურებაზე, რათა ბომბებით
რუსეთის ხელმძღვანელობამ კურსი აიღო მოსახლეობისა და ალყაშემორტყმული ქალაქების სასიცოცხლო მნიშვნელობის მომარაგების განადგურებაზე...
ააფეთქოს უკრაინა, აიძულოს უკრაინის ხელმძღვანელობა, მიიღოს დარეგულირებისა და ცეცხლის შეწყვეტის პირობები, რომლებიც შეესაბამება პუტინის ამბიციებს და, როგორც ჩანს, განიხილება მოლაპარაკებებზე... რუსეთის სამხედროთა ამოცანა დღეს არის ის, რომ მაქსიმალურად აიძულონ ზელენსკი და უკრაინის მთავრობა, მიიღონ ის პირობები, რომლებსაც მათ ახვევენ თავს, მათ შორის ყირიმის რუსეთის კუთვნილებად აღიარება-არაღიარება და ა.შ. ეს ყველაზე მწვავე პრობლემებია, რომლებიც მოლაპარაკებებზე დგას.
ჩემი აზრით, იქმნება ერთგვარი წინააღმდეგობრივი ვითარება, როცა, ერთი მხრივ, ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთის არმია დაიქანცა და უმძიმესი დანაკარგები აქვს. მესმის, რომ არ შეგვიძლია არც ვამტკიცოთ, არც უარვყოთ კონფლიქტის არცერთი მხარის მონაცემები, ყოველ შემთხვევაში, მათ ვერ ვენდობით. ამავე დროს აჰყავთ უცხოელი დაქირავებული მეომრები და შიდარუსული დაქირავებული მეომრები, რომლებმაც შეიძლება როგორღაც შეუწყონ ხელი სამხედრო გარდატეხას. და თქვენ ამბობთ, რომ რუსეთი, კაცმა რომ თქვას, გეგმავს, აიძულოს კიევი, დათანხმდეს რუსეთის პირობებს. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ეს დაქირავებულები, იყონ ახალი ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს ფრონტზე შექმნილ ვითარებაში გარდატეხის შეტანას?
მე ვფიქრობ, დაქირავებული მეომრები კარგად იბრძვიან მაშინ, როცა არმია იმარჯვებს და როცა ისინი შედარებით მცირე რისკზე მიდიან. მაგრამ როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ძალიან მძიმე დანაკარგს აწვნევენ სწორედ პირად შემადგენლობას, აი, აქ დაქირავებულები, რომლებიც ფულისთვის ომობენ, ცხადია, საკუთარ თავს ეკითხებიან: ღირს კი სიცოცხლის გარისკვა რაღაც რაოდენობის დოლარებისთვის? მე ვფიქრობ, რომ სიცოცხლე მაინც უფრო ძვირფასია, ვიდრე დოლარები.
მით უმეტეს, უცხოელი დაქირავებულები, რომლებიც აჰყავთ ახლო აღმოსავლეთში, პირველ რიგში სირიაში, ლიბანში - ჯერ ერთი, მათ არ ესმით, როგორ იომონ უკრაინის პირობებში. მათ არ იციან ენა, მათ არ ესმით ვითარება ფრონტზე. მათი გამოყენება შეიძლება საზარბაზნე ხორცად, მაგრამ როგორც კი ამას გააცნობიერებენ, ბუნებრივია, ისინი თავის არიდებას დაიწყებენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ დაქირავებულ ჯარებს ალბათ უფრო გამოიყენებენ შემაკავებელი შენაერთების სახით, რომლებიც რუსეთის ჯარისკაცებს ხელს შეუშლიან უკან დახევაში, პოზიციების მიტოვებასა და ტყეებში დაფანტვაში.
სხვა საქმეა ის ადამიანები, რომლებმაც რუსეთში გაიარეს რაღაც ადგილობრივ ომებში, იმსახურეს არმიაში. ცხადია, შეიძლება რაღაც რაოდენობით მათი დაქირავება. მაგრამ ეს უკვე სულ აღარაა იგივე ძალა, რომელიც რუსებს ჰყავდათ ომის დაწყებისას. ისინიც ხომ მშვენივრად ხედავენ ფრონტზე მოხვედრის შემდეგ, თუ რა ხდება. ხედავენ მართვის სისტემის მოშლას, სამეთაურო სისტემის მოშლას, ხედავენ კოლოსალურ ლოგისტიკურ სირთულეებს, როცა ბმპ-ებსა და ტანკებს არ ამარაგებენ დიზელის საწვავით, როცა უწევთ მაღაზიებიდან სურსათის მოტაცება. ყველაფერი ეს სულიერად ძირს უთხრის არმიას, არმიის საბრძოლო სული კი საკვანძო ფაქტორია ომში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს უკრაინაში.
ასევე ნახეთ რატომ იბრძვის რუსეთი მარიუპოლისთვის ასეთი გაავებით?ამასთან, შემიძლია ვივარაუდო, რომ რუსეთის ჯარებს წმინდა კლიმატური პრობლემები გაუჩნდებათ, ვინაიდან იწყება მძიმე უგზოობა, იწყება წყალდიდობა. და ამ პირობებში, როგორც ადრეც, რუსეთის ჯარებს გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ ასე თუ ისე ნორმალურ გზებზე მინიმუმ მყარი საფარით. მაგრამ ამ პირობებში ისინი ძალიან დაუცველები ხდებიან ჰაერიდან დარტყმებისგან, მაგრამ მთავარია, რომ გვერდიდან დარტყმებისგანაც. და უკრაინის ჯარების შედარებით მცირე ქვედანაყოფებს Javelin-ისა და სხვა ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მეშვეობით საკმარისად ეფექტიანად შეუძლიათ რუსეთის ამ მოძრავი კოლონების მწყობრიდან გამოყვანა.
ასე რომ, პუტინს არ უნდა ჰქონდეს საბრძოლო მოქმედებებში რაიმე გადამწყვეტი გარდატეხის იმედი. ამიტომ თავს მოუყრიან იმდენ რესურსს, რამდენსაც შეძლებენ. მაგრამ ეს რესურსები საკმარისად არ მოიპოვება. არ არის საკმარისი რაოდენობით მომზადებული სატანკო ეკიპაჟები, არ კმარა ადამიანები, რომლებსაც ბმპ-ს მართვა ან მასზე არსებული იარაღის ხმარება შეუძლიათ.
თანამედროვე ომი ესაა ომი კარგად მომზადებული ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება, რომლებმაც იციან იარაღის გამოყენება. მაგრამ როცა ფრონტზე გადაისვრიან მოუმზადებელ ბიჭებს, რომლებიც ეს-ესაა სამხედრო კომისარიატიდან წამოიყვანეს, მათგან დიდ სარგებელს ვერ მიიღებენ.
ძალიან ვღელავ იმაზე, რომ უკრაინაში შეიძლება არასაკმარისად შეაფასონ მოწინააღმდეგის ძალები.
მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან ვღელავ იმაზე, რომ უკრაინაში შეიძლება არასაკმარისად შეაფასონ მოწინააღმდეგის ძალები. საკუთარი ძალების გადაჭარბებულად შეფასება და მტრის ძალების არასაკმარისად - ეს ერთ-ერთი უმძიმესი შეცდომაა, რომელიც კი შეიძლება დაუშვას ნებისმიერმა სამხედრო ხელმძღვანელობამ. ესაა შეცდომა, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობამ დაუშვა ომის დასაწყისში, რასაც მძიმე დანაკარგები მოჰყვა.
რაც შეეხება დანაკარგებს, იცით, ძალიან ძნელია, რა თქმა უნდა, იმაზე ლაპარაკი, მართლა რა დანაკარგებია, ვინაიდან სკეპტიკოსებს შეუძლიათ თქვან: „დიახ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აჭარბებს, როგორც ყოველთვის კეთდება ხოლმე - მოწინააღმდეგის დანაკარგებს აჭარბებენ“. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი, ვისაც საკმარისად სრული მონაცემები მოეპოვება რუსეთის ჯარების დანაკარგის შესახებ, ეს უკრაინის გენერალური შტაბია და სულაც არა - ამერიკის მზვერავები, რომლებიც მეორად ინფორმაციას იყენებენ, ან ვიღაც ექსპერტები, რომლებიც ფოტოებს უყურებენ და ფოტოების მეშვეობით ცდილობენ, რაღაც მეტნაკლებად ზუსტი მონაცემები იპოვონ. ფოტოსურათი, რა თქმა უნდა, ზუსტ ინფორმაციას იძლევა, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ყველა დანაკარგი არ აისახება ფოტოებზე, რომლებიც ღია სოცქსელებში ქვეყნდება.
ასევე ნახეთ ვიქტორ შენდეროვიჩი: „პუტინის სიკვდილი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს“თქვენი აზრით, კრემლში ესმით დანაკარგის მოცულობა? ალბათ მათ ყველაზე ზუსტი მონაცემები აქვთ რუსეთის არმიის დანაკარგების შესახებ, თუ არაა ასე?
თეორიულად კი, რა თქმა უნდა. ნებისმიერი ქვედანაყოფის, ოცეულის მეთაური ბრძოლის შემდეგ უბრალოდ მოვალეა, თავის ხელმძღვანელობას პირველ რიგში თავისი დანაკარგები შეატყობინოს: ამდენია მოკლული, ამდენია დაჭრილი, ამდენია უგზო-უკვლოდ დაკარგული. ეს ნებისმიერი მეთაურის უპირველესი ამოცანაა საბრძოლო შეტაკების შემდეგ. საკითხავი სხვა რამეა - რამდენად მზადაა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, პუტინს მოახსენოს დანაკარგების შესახებ. მგონი გუშინ თუ გუშინწინ გამოქვეყნდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ მოპოვებული მონაცემები იმის თაობაზე, რომ პუტინს მოახსენეს აუნაზღაურებელი დანაკარგების შესახებ რუსეთის ჯარების თითქმის 13 ათასი ადამიანის ფარგლებში. ვიმეორებ, ჩნდება შეკითხვა, რამდენად სანდოა ეს მონაცემები. ან იქნებ ეს ისაა, რაც ჟურნალისტებმა გამოიგონეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ სინამდვილეში, ყოველ შემთხვევაში მასშტაბის თვალსაზრისით, [მონაცემები] დამაჯერებელია. რუსეთის ჯარებმა ალბათ მინიმუმ 10 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგეს მოკლულთა სახით.
თუ ვივარაუდებთ, რომ რუსეთის ჯარებმა დაღუპულთა სახით დაკარგეს 10 ათასი ადამიანი, მაშინ კიდევ მინიმუმ 30 ათასი ჰოსპიტლებში იმყოფება. და, ცხადია, საერთო დანაკარგი მინიმუმ 40 ათასი გამოდის.
მაგრამ ანგარიშგასაწევია ისიც, რომ არსებობს მოკლულთა და დაჭრილთა გარკვეული თანაფარდობა, რომელიც შემოწმებულია მეორე მსოფლიო ომის დროს. ამასთან, ისეთ დაჭრილთა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში ვეღარ მონაწილეობენ. ანუ ესაა საშუალო და მძიმე ჭრილობები. ჰოდა, აი, ეს თანაფარდობა მეორე მსოფლიო ომის დროს ერთი სამთან იყო. თუ ვივარაუდებთ, რომ რუსეთის ჯარებმა დაღუპულთა სახით დაკარგეს 10 ათასი ადამიანი, მაშინ კიდევ მინიმუმ 30 ათასი ჰოსპიტლებში იმყოფება. და, ცხადია, საერთო დანაკარგი მინიმუმ 40 ათასი გამოდის. ანუ ეს ადამიანები, რომლებიც ან მოკლული არიან, ან უბრალოდ ფიზიკურად არ შეუძლიათ ბრძოლა. ისინი მერე სახლებში უნდა გაამგზავრონ, საჭიროა მათი გათავისუფლება სამხედრო ვალდებულებიდან.
და, აი, წარმოიდგინეთ - რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელმაც უკრაინის ომის ჯოჯოხეთში გამოიარა, ბრუნდება რუსეთის ქალაქებში, ძირითადად მცირე ქალაქებია, საიდანაც აკომპლექტებენ რუსეთის არმიას. და ჰყვებიან იმას, თუ რა ხდება სინამდვილეში. თუ ხელში ჩაგდებული საუბრებით ვიმსჯელებთ, რომლებსაც რეგულარულად აქვეყნებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ან უკრაინის სამხედრო დაზვერვა, რუსეთის ჯარისკაცებს უკიდურესად პესიმისტური შთაბეჭდილებები აქვთ. და ყველაზე მეტად ისინი საკუთარ ხელმძღვანელობას ლანძღავენ. ჩემი აზრით, ჯერჯერობით არ რისკავენ პრეზიდენტ პუტინის ლანძღვას, მაგრამ ვფიქრობ, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ უკვე ჩამოუყალიბდათ უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება. აი, ამ ადამიანებს, რომლებიც უახლოესი კვირების განმავლობაში დაბრუნდებიან შინ, სოფლებსა და ქალაქებში, მათ შეუძლიათ ცოტა გამოაფხიზლონ რუსეთის მოსახლეობა, რომელსაც ჯერჯერობით ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე.
ასევე ნახეთ რუსეთი ახალი შეტევისთვის ძალებს იკრებს - ვინ დაეხმარება მოსკოვსშეუძლია თუ არა პუტინს, ომი დაამთავროს შიდა ბაზარზე მინიმალური რეპუტაციული დანაკარგებით და გააკეთებს თუ არა ამას?
პრეზიდენტ პუტინის თავში ფსიქიატრები უნდა შევიდნენ და არა ვიღაც ნორმალური ადამიანები. მაგრამ ყველაფერი იმას მეტყველებს, რომ დღეს რუსეთში ომი მხოლოდ ერთ ადამიანს სჭირდება. ეს ადამიანი ვლადიმირ პუტინია. თუკი ომის დაწყების წინ სამხედრო გენერლებსა და პოლკოვნიკებს შეიძლება ვარსკვლავებისა და დაწინაურების იმედი ჰქონოდათ, თუკი დიპლომატებს შეიძლება იმედი ჰქონოდათ, რომ წარმატებული ომის შემდეგ თავის დასავლელ პარტნიორებს უკარნახებდნენ პირობებს, დღეს სრულიად სხვაგვარი ვითარებაა. რუსეთში არავის - ვგულისხმობ ისტებლიშმენტს, სამხედრო, ძალოვან და ადმინისტრაციულ ბიუროკრატიას - არ სჭირდება დღეს ომი. მათთვის ყველასთვის ეს არის საფრთხე მათი საკუთარი მდგომარეობისთვის. და თუკი, ღმერთმა დაიფაროს, საქმე მივა ბირთვულ დარტყმებამდე, მაშინ ეს უბრალოდ იქნება საფრთხე სიცოცხლისთვის. რუსეთში ერთადერთი ადამიანი, ვისაც სჭირდება ომი, პრეზიდენტი პუტინია. მაგრამ ის მარტოობაში რჩება. ასეთ ვითარებას კი დიქტატორი აუცილებლად მიჰყავს ან იქამდე, რომ ადრე თუ გვიან მას კლავენ, ან ის გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს, რათა შეეცადოს სახის შენარჩუნებას. ამაზე უკვე ბევრი ლაპარაკობს მრავალი დღის განმავლობაში.
უკრაინა ყველაზე დიდ დანაკარგებს განიცდის საჰაერო და სარაკეტო დარტყმებით. თქვენი აზრით, სლოვაკეთიდან S-300-ებისა და, შესაძლოა, თურქეთიდან S-400-ების მიწოდებას შეუძლია გავლენა მოახდინოს უკრაინის თავზე ცის დაკეტვაზე და სახმელეთო მოქმედებებისა და სამოქალაქო პირების უსაფრთხოებაზე?
რა თქმა უნდა, შეუძლია, ვინაიდან ეს არის ძალზე ეფექტიანი სისტემები, რომლებიც გამიზნულია სწორედ თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაშია. ახლახან, უკრაინის მონაცემებით, გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ რუსეთი მთავარი დარტყმების განხორციელებას მაინც
მთავარი მაინც ბალისტიკური რაკეტებია, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება მაქსიმალური დარტყმები.
ცდილობს და ახორციელებს რაკეტების მეშვეობით. პირველ რიგში „ისკანდერების“ მეშვეობით, ვინაიდან ფრთოსანი რაკეტა „კალიბრის“ მარაგი, რომლებიც ფართოდ გამოიყენებოდა ომის პირველ კვირებში, უკვე დასასრულს უახლოვდება. შესაძლოა, უკვე ამოიწურა კიდეც. იყო ცნობები იმაზე, რომ რუსეთში ამ რაკეტების წარმოება მუშაობის სადღეღამისო რეჟიმზეა გადაყვანილი. მაგრამ ეს სადღეღამისო წარმოება არაა ძალიან ბევრი. მთავარი მაინც ბალისტიკური რაკეტებია, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება მაქსიმალური დარტყმები. გაჩნდა ასევე ცნობა იმის თაობაზე, რომ გამოიყენება უახლესი სისტემა „კინჟალი“. მაგრამ ეს იგივე „ისკანდერია“, ოღონდ მძიმე გამანადგურებელ-ბომბდამშენ MiG-31-ზე ჩამოკიდებული. არც ისინია ძალიან ბევრი. მარაგი, რომელიც მომზადდა, დასასრულს უახლოვდება. ისინი ვერ იქნება ათასები, ისინი ასეულებია, შეიძლება ერთი-ორი ათასია.
მოეპოვება თუ არა უკრაინას იმის რესურსები, რომ მოიგერიოს ეს სარაკეტო იერიშები? თუკი გავიხსენებთ ისრაელს მისი „რკინის გუმბათით“, რომელიც არ არის გათვლილი რეალურ სამხედრო რაკეტებზე და გათვლილია სრულიად სხვა საფრენ ობიექტებზე, რომლებიც ისრაელის მიმართულებით მიფრინავს, აქვს თუ არა უკრაინას ამ სარაკეტო იერიშების მოგერიების რესურსები? რამდენად ქმედითი შეიძლება იყოს ის?
სხვადასხვაგვარად. ვინაიდან „ისკანდერების“ მოგერიება, „ისკანდერების“ დაჭერა ტრაექტორიის დასკვნით მონაკვეთზე, ვფიქრობ, ტექნიკურად ჯერჯერობით არავის შეუძლია. ეს არის რაკეტები, რომლებიც ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობს. რაც შეეხება „კალიბრებს“, მათი დაჭერა შესაძლებელია მეტნაკლები წარმატებით. და ამ S-300-ის სისტემებს სავსებით შესწევთ უნარი, დაიჭირონ ფრთოსანი რაკეტები. სამწუხაროდ, „ისკანდერების“ დაჭერა ჯერჯერობით შეუძლებელია. უბრალოდ, აუცილებელია, ნათლად გვესმოდეს თანამედროვე არმიის ტექნიკური შესაძლებლობები.
ასევე ნახეთ ვინ შეიძლება დაეხმაროს პუტინს სანქციებისთვის გვერდის ავლაში?შესაძლო ხილულ პერსპექტივაში ხედავთ თუ არა ამ ომში ვითარების რაიმე სახით გარდატეხას? როდის და როგორი შეიძლება იყოს ის?
გარდატეხა შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ პუტინისთვის დრო შაგრენის ტყავივით მოკლდება, ვინაიდან მის წინაშე დგას ამოცანა - ან უნდა მოახდინოს იმ ხალხის დემობილიზაცია, რომელიც ერთი წლის წინ გაიწვიეს შეიარაღებულ ძალებში (ეს კი დაახლოებით 100 ათასი ადამიანია), და ახლები აიყვანოს. თანამედროვე ომისთვის ახალწვეულების გაწვრთნას მინიმუმ ექვსი თვე სჭირდება.
რუსეთი... ყოველ ღონეს იხმარს იმისთვის, რომ უახლოესი ერთი-ორი, შეიძლება სამი კვირის განმავლობაში - მეტი დრო მათ არა აქვთ - გარდატეხა შეიტანოს სიტუაციაში. მაგრამ ეჭვი მეპარება, ეს გამოუვიდეთ.
მეორე მხრივ, რუსეთის შიგნით უკვე იგრძნობა დაძაბულობა, რაც დაკავშირებულია ზოგიერთი სახის პროდუქციის დეფიციტთან, ყოველ შემთხვევაში, შაქრისა და ყველაფერი დანარჩენის დეფიციტთან. მაგრამ დროთა განმავლობაში სანქციები, რომლებიც უკვე დააწესეს და, როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში დააწესებენ ევროპელები და შეერთებული შტატები, აუცილებლად გამოუთხრიან ძირს რუსეთის ეკონომიკას. პუტინს ცოტა დრო აქვს, ამიტომ ის ყოველ ღონეს იხმარს. ვფიქრობ, პუტინიც კი არა, არამედ სამხედრო ხელმძღვანელობა, რომელიც ცდილობს, თავი დააღწიოს ამ სულელურ და უკიდურესად სახიფათო ვითარებას, რომელშიც აღმოჩნდა, ყოველ ღონეს იხმარს იმისთვის, რომ უახლოესი ერთი-ორი, შეიძლება სამი კვირის განმავლობაში - მეტი დრო მათ არა აქვთ - გარდატეხა შეიტანოს სიტუაციაში. მაგრამ ეჭვი მეპარება, ეს გამოუვიდეთ.
ცხადია, აქ ის უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე, ვნახოთ, შეძლებენ თუ არა რუსეთის ჯარები, ალყაში მოაქციონ უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის აღმოსავლეთში, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, რის გაკეთებასაც ისინი, როგორც ჩანს, ცდილობენ. მაგრამ უკრაინის გენერალური შტაბიც ხომ ყოველივე ამას მშვენივრად ხედავს და, ვფიქრობ, საკუთარი გეგმები და გადაწყვეტილებები აქვს უახლოესი კვირებისთვის.
ვინაიდან დრო პუტინის წინააღმდეგ მუშაობს, ის ადრე თუ გვიან მაინც უნდა წავიდეს ცეცხლის შეწყვეტაზე, დარეგულირების ამა თუ იმ პირობის მიღებაზე, თუნდაც დაზავებისაზე, რომლებსაც უკრაინის მხარე აყენებს, ვინაიდან აქ სხვა გამოსავალი არ არის. ამიტომ სწორედ ახლა მთავარ საკითხებს გადაწყვეტენ დიპლომატები, რომლებიც შეეცდებიან, გამონახონ ისეთი ფორმულირებები, რომლებიც პუტინს შეაძლებინებენ, არც ისე გალახულ მდგომარეობაში შეინარჩუნოს ფიზიონომია, ყოველ შემთხვევაში - შიდა მოხმარებისთვის.