პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა კი ქართველ კოლეგებს ორ-ორჯერ მიულოცეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები და თანამდებობებზე დანიშვნა.
მილოცვები თითქმის სამი თვეა, გრძელდება იმ დროს, როდესაც საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, - რომლის ლეგიტიმურობაც სადავოა, - საერთაშორისო იზოლაციის სულ უფრო მაღალი რისკის წინაშე დგას.
აზერბაიჯანი კი ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ სადავო არჩევნებში გამარვება და ასევე სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს.
მილოცვები პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან
ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს პირველად 2024 წლის 27 ოქტომბერს, - საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, - მიულოცა „ქართული ოცნების“ გამარჯვება და მისწერა, რომ „ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების მიმართ“.
ასევე ნახეთ ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცამეორე მილოცვა კობახიძემ პრეზიდენტისგან უკვე პირადად მიიღო 2024 წლის 11 ნოემბერს, როდესაც ბაქოში, გაეროს კლიმატის კონფერენციაზე, COP 29-ზე შეხვდა ილჰამ ალიევს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ალიევმა „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა.
მესამედ კი 2025 წლის 17 იანვარს, ბაქოში მორიგი, - ბოლო ათ თვეში რიგით მესამე - ვიზიტისას მიიღო ალიევისგან მილოცვა. „ვიყენებ შესაძლებლობას და მოგილოცავთ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას“, - თქვა ალიევმა.
ასევე ნახეთ ბოლო ათ თვეში მესამედ - ირაკლი კობახიძის დელეგაცია ბაქოშიგარდა ამისა, ილჰამ ალიევმა 15 დეკემბერს მილოცვა გაუგზავნა მიხეილ ყაველაშვილს, - რომლის პრეზიდენტობასაც ლეგიტიმურად არ მიიჩნევენ სამართლის ექსპერტები და კონსტიტუციონალისტები, საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციური პარტიები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ასევე ნახეთ ვინ მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს არჩევა - სიაამასთან, 2024 წლის 18 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა - მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად, - განაცხადა, რომ კარგია, რომ საქართველოში ვითარება „სტაბილურობისკენ მიდის“.
მილოცვები პრემიერ ალი ასადოვისგან
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა პირველად 28 ოქტომბერს, არჩევნებიდან ორ დღეში მიულოცა ირაკლი კობახიძეს. ასადოვის შეფასებით, „ეს გამარჯვება მორიგი დადასტურებაა, რომ მოძმე ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქვეყანაში გატარებულ პოლიტიკურ კურსს“.
მეორედ ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს 2025 წლის 18 იანვარს მიულოცა: „მინდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება კიდევ ერთხელ მოგილოცოთ“.
მან ასევე განაცხადა, რომ „ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების ნების გამომხატველი იყო“.
ილჰამ ალიევი 2024 წლის 8 თებერვალს მეხუთედ აირჩიეს პრეზიდენტად საარჩევნო გარემოში, რომელიც, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, უკიდურესად შეზღუდული იყო.
ასევე ნახეთ არჩევნები აზერბაიჯანში - თავისუფალი მედიის, აქტივისტებისა და სიურპრიზების გარეშემინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი
2024 წლის 2 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და მაკა ბოჭორიშვილს შორის სატელეფონო ზარი შედგა. პირველი მილოცვა ბოჭორიშვილმა აქ მიიღო.
ბოჭორიშვილი და ბაირამოვი კოლეგების რანგში პირველად მალტაში, ეუთოს მინისტერიალზე 5 დეკემბერს შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა უცნობია, მაშინაც მიულოცა თუ არა ბაირამოვმა მას.
ბოჭორიშვილმა ბაირამოვისგან მილოცვა მიიღო 16 იანვარსაც, როდესაც ბაქოში ვიზიტით ჩავიდა ირაკლი კობახიძის იქ ჩასვლამდე ერთი დღით ადრე. კერძოდ, ბაირამოვმა ბოჭორიშვილს მიულოცა „წარმატებით ჩატარებული არჩევნები, მთავრობის ჩამოყალიბება და მისი ასეთი მაღალი დონის მინისტრად დანიშვნა“.
მათ ორი ქვეყნის წინააღმდეგ „საგარეო ჩარევისა“ და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.
ასევე ნახეთ ბოჭორიშვილმა და ბაირამოვმა „უცხოური ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობაზე“ ისაუბრესანალიტიკოსები ამბობენ, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს მმართველები მსგავსი ტერმინოლოგიით აკრიტიკებენ დასავლურ ქვეყნებსა და მოთამაშეებს, - შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა თუ საფრანგეთს.
თუმცა, ანალიტიკოსების თანახმადვე, მათი ქმედებები რიგ შემთხვევაში განსხვავდება ერთმანეთისაგან, - მათ შორის რუსეთის მიმართ პოზიციის დაფიქსირებისას.
ასევე ნახეთ „სოროსის ერა დასრულდა“ - ალიევი და „ოცნება“ ერთ ენაზე მეტყველებენ, სხვადასხვანაირად იქცევიანგარდა აზერბაიჯანისა, „ქართულმა ოცნებამ“ მილოცვები მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგანაც.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის დეკემბრის შემდეგ 10 იანვარს მეორედ გამართა შეხვედრა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან.
ელჩს 20 დეკემბერს ასევე შეხვდნენ „ქართული ოცნების“ დაკომპლექტებული მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, - რომლებსაც წინა დღეს, 19 დეკემბერს, აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესეს. გომელაური, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ვიცე-პრემიერად დაინიშნა.
ასევე ნახეთ კობახიძე დეკემბრის შემდეგ მეორედ შეხვდა ჩინეთის ელჩს საქართველოში