თბილისის ტრამვაი - ჯერ მხოლოდ სურვილის
Your browser doesn’t support HTML5
რამდენჯერ გინატრიათ, თბილისურ საცობში, ავტობუსებით, მარშრუტკებით და მანქანებით გადაჭედილ ქუჩას გადააფრინდეთ და დანიშნულების ადგილამდე დროულად მიხვიდეთ? ან თუ წარმოიდგენთ ხოლმე, რომ ამ საცობს თავს დააღწევდით, მისთვის განკუთვნილ ზოლში სუფთა და სწრაფი ტრამვაი რომ მოძრაობდეს? მაგრამ თბილისში ტრამვაი აღარ დადის. და ჯერჯერობით, მისი აღდგენა არც ქალაქის მერიის გეგმებში შედის, რადგან ის ძალიან ძვირი ჯდება. არადა, ტრამვაის აღდგენის მომხრეები მუდმივად ამტკიცებენ, რომ საცობებსაც და გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერის პრობლემასაც სწორედ ეს, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოაგვარებს.