„კაკი ზოიძე გამოდის და ჩვენ გვეძახის "მეხუთე კოლონას", რას გიხდიან ამდენს, ბიჭო?!“- მიმართა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატს აკაკი ზოიძეს, აქციის 21 დღეს.
შოთა დიღმელაშვილის ეს რეპლიკა მოჰყვა, დეპუტატის კომენტარს, რომელიც მანტვ პირველის გადაცემა "პოლიტმეტრში" გააკეთა.
გადაცემის წამყვანმა, დეპუტატს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასება სთხოვა. შეკითხვის თანახმად პრეზიდენტი ძალიან კატეგორიულიიყო საკუთარი მოსახლეობის და აქციის მონაწილეების მიმართ, რაზეც აკაკი ზოიძემ უპასუხა:
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილმა დეესკალაციისკენ მოუწოდა საზოგადოებას„არანაირი საქართველოს მოქალაქეები, ესენი არიან მტრები და მეხუთე კოლონა. აი, ეგ არის თავზე ხელს, რომ უსვამთ. რა მოქალაქეები წარმოიდგინეთ, რისი გულისთვის აკეთებენ ამას. გვარკარგვინებენ ყველანაირ უპირატესობას, რომელიც გვაქვს. რომ დგანან ვინ? ისევ „ნაციონალური მოძრაობა“.
ამ განცხადების, შეფასებისას ანტისაოკუპაციაო აქციის - „სირცხვილია“ -ს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა 10 ივნისს თქვა რომ, ხელისუფლება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გადაბრალებას ცდილობს აქციის მონაწილეებზე.
„შევახსენებ ხელისუფლებას, რომ ლარმა გაუფასურების უმაღლეს ნიშნულს, ჯერ კიდევ გავრილოვის ჩამოსვლამდე მიაღწია. ესეც ჩვენი ბრალია?! ეს არის იმ არასწორი პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც წლებია აწარმოებენ და ახლა ცდილობენ ჩვენ გადმოგვაბრალონ. სირცხვილია"- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.
მოგვიანებით, თავად აკაკი ზოიძემ, ფეისბუკის პირად გვერდზე განმარტა, რომ "მეხუთე კოლონაში" აქციის ორგანიზატორებს არ გულისხმობდა, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევს ქვეყნის მტრად.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ მთავარი ის კი არ არის ვინ აკეთებს განცხადებას მმართველი გუნდიდან, მთავარი ის არის, რომ ხელისუფლება საერთოდ ვერ აცნობიერებს რა ხდება პარლამენტის წინ აქციაზე და რას მოითხოვენ იქ შეკრებილი ახალგაზრდები. და ის ადამიანი უწოდებს ახალგაზრდებს, რომლებიც გავრილოვის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებდნენ მეხუთე კოლონას, რომელსაც წლების განმავლობაში ხმას არ იღებდა, როცა მისი პოლიტიკური გუნდი ქვეყანას „მტერი სახელმწიფოს კლანჭებისკენ მიაქანებდა“.
„პრობლემაა აღქმის არარსებობა, მოწყვეტილი არიან რეალობას, საერთოდ სხვაგან ცხოვრობენ და ჰგონიათ, რომ ეს რამდენიმე „უტვინო ბავშვის“ პროტესტია, რომელიც მალე მინელდება, სინამდვილეში ეს არის წლების განმავლობაში დაგრივოლი პროტესტი“,- ამბობს გიორგი მშვენიერაძე.
ხელისუფლებაში კრიზისის ფონზე, „ქართული ოცნების“ ლიბერალური ფრთაც „ნელ-ნელა ფუჭდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სამოქალაქო აქტივისტი დათო სუბელიანი.
„მე მგონი [აკაკი ზოიძისთვის] ნათელი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ის ძალა არ ხდებოდა, რომელიც მას სურდა და ის უბრალოდ ჩაჰყვა“,- ამბობს დათო სუბელიანი. რომლის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან მიმართებითაც, აკაკი ზოიძის ბოლო ხანებში გამოთქმული მოსაზრებები სრულიად ეწინააღმდეგება, მის თავდაპირველ აზრებს.