ერთკაციანი საპროტესტო აქცია - გათავისუფლებული პროფესორი რექტორს პლაგიატში ადანაშაულებს

Your browser doesn’t support HTML5

ვაჟა ანანიძე ბათუმის საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორი და ყოფილი ლექტორია. იგი ამბობს, რომ მან მაისში საზღვაო აკადემიის რექტორს, ხარისხის სამსახურის უფროსს და, ასევე, სხვა აკადემიურ პერსონალს, პლაგიატში დასდო ბრალი, რის გამოც ივნისში სამსახურიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილების გასაჩივრებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში აპირებს.