„ეს შეხვედრა იყო იმავე ელემენტებზე, რაც ყველა სხვა შეხვედრაზე - ვითარება საქართველოში, მოვლენების განვითარება ბოლო კვირებსა და თვეებში. [ვისაუბრეთ] საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოლის მნიშვნელობაზე, აღებულ ვალდებულებებზე - ეს მხოლოდ სიტყვებია თუ ფაქტებიც, რაც რეალობას შეესაბამება“?.. ხაზი გავუსვი ჩვენი მხრიდან შესაძლებლობას, რომ ვიმუშაოთ ყველა წევრთან, მათ შორის საქართველოსთან, რომ მოვახდინოთ ევროპული გზის იმპლემენტირება“, - განაცხადა ალან ბერსემ.
რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ, ალან ბერსემ ასევე განაცხადა, რომ საუბარი შეეხო „ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტზეც“.
„იყო ასევე დისკუსია უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, რასაც ახლა ვხედავთ. ეს საკითხი ბოლო ოთხი დღის განმავლობაში დისკუსიების ნაწილიც იყო. ეს ნიშნავს, რომ წუხილები და ელემენტები [სხვადასხვა შეხვედრაზე] მეტნაკლებად ერთი და იგივე იყო. საქართველოს ვითარება რეგიონსა და მსოფლიოში, და ადამიანის უფლებების დაცვაზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე. იმიტომ, რომ ეს ჩვენი, ევროპის საბჭოს მთავარი მიზანია“.
ასევე ნახეთ პროევროპული პროტესტი და „ოცნების“ ბრალდებები USAID-ისა და მედიის წინააღმდეგ 2.0ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა.
კობახიძისა და ბერსეს პირველი შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართა, მეორედ კი ისინი 20 დეკემბერს შეხვდნენ.
18 დეკემბერსვე შეხვდა ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს.
19 დეკემბერს კი ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 3 ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან გაიმართა შეხვედრა. მასთან შეხვედრაზე უარი თქვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“.
ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.
ასევე ნახეთ რით დაიწყო და როგორ გაგრძელდა "ოცნების" დასჯა - ყველაფერი ერთად სანქციებზე ასევე ნახეთ „შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.