„იარე, ლიზა“ - მიზანი და შედეგი

Your browser doesn’t support HTML5

კინოთეატრებში უჩვენებენ ახალ ქართულ ფილმს „იარე, ლიზა“, რომლის პრემიერას, როგორც მოსალოდნელი იყო, მაყურებლის მკვეთრი და ხშირად, რადიკალურად განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. ფილმის შესახებ აზრი გამოთქვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა. როგორ აფასებენ ნანა ჯანელიძის ფილმს კინოკრიტიკოსები?

რადიო თავისუფლების სტუდიაში პირველად გაიმართა დისკუსია ახალი ქართული ფილმის მხატვრულ ღირებულებებზე. გოგი გვახარიას სტუმრები საუბრობენ რამდენად განხორციელდა ავტორთა ჩანაფიქრი და როგორ შეიძლება „იარე, ლიზა“ აღიქვან აფხაზეთში.