დემნა გვასალია: "ღორის გრიპს გადავურჩი, ახლა ვეგანი ვარ"

18 იანვარს პარიზში დემნა გვასალიას ბრენდის, Vetements-ის 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება მოეწყო.

ღორის გრიპი, თავდაბურული ქალები, სტივ ჯობსის გაცოცხლებული სტილი, სმარტფონებზე დამოკიდებული ახალგაზრდების მარტოობა, საპრეზიდენტო არჩევნები და მოდაზე დამოკიდებულებისადმი ირონია - ეს ყველაფერი იყო კოლექციაში, რომელიც გარეული ცხოველებით გაფორმებულ დარბაზში აჩვენეს. მეცხრამეტე საუკუნის დარბაზში ცხოველთა სხვადასხვა სახეობების 7 000-ზე მეტი ნიმუშია წარმოდგენილი.

ჩვენებაზე დასწრება ხელით ნახატი მოსაწვევების მფლობელებისთვის იყო შესაძლებელი.

დემნასთვის უკვე წესად იქცა, კოლექციების წარდგენისას ქართველ მოდელებთან თანამშრომლობა.

​Vetements-ის ახალი ნამუშევრები მოეწონათ ვარსკვლავებს, როგორც პაპარაცებისგან თავის დაცვის საშუალება.

დემნა გვასალია, რა თქმა უნდა, ამ კოლექციაშიც შეეხო საქართველოში მიმდინარე ამბებს: ღორის გრიპის ეპიდამიას და მისდამი შიშს და ორ ტურად ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს.

"ანტისოციალური", — ასე ჰქვია გვასალიას კოლექციას, რომელიც სოციალური მედიის ეპოქაში მცხოვრებ ადამიანებს ეძღვნება.

მათ, ვინც კოლექცია ნახა, კიდევ ერთხელ დარჩათ შთაბეჭდილება, რომ დემნა გვასალია "გვტროლავს".