ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააკავეს.
ჯგუფის ფეისბუკგვერდის ცნობით, ის „პირდაპირ ქუჩიდან აიყვანეს“.
რადიო თავისუფლება ცდილობს დეტალების დაზუსტებას.
4 დეკემბერს არაერთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია, „გირჩის“ წევრი გელა ხასაია, ასევე „ლელოს“ ორი წევრი.
ჩხრეკა ტარდება პოლიტიკური პარტიების - „გირჩი-დროას“, „ახლის“, „ნაციონალური მოძრაობის“ - ოფისებში.
ასევე - სამოქალაქო აქტივისტების სახლებში, მათ შორის ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის ბინაში. ჩხრეკა ჩატარდა ამავე ჯგუფის დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის ბინაშიც.
არაერთი აქტივისტი წერს, რომ პოლიცია მათ ბინებში ჩხრეკას ატარებს.
მოქალაქე ანა კვანჭილაშვილი წერს, რომ დედამისთან ლურჯ ფორმებში ჩაცმული 4-5 ადამიანი მივიდა: „გაზი უნდა შევამოწმოთო. არ უღებდა კარს. შემოვლეწავთო. გააღო დედაჩემმა კარი. დახვდათ დაზაფრული ტყუპები... დაჩხრიკეს სახლი სრულად და დაათვალიერეს ყველაფერი“, - წერს იგი.
„გულის შეტევა აქვს დედაჩემს. სასწრაფო გამოვუძახეთ“, - ამბობს ის.
ანა კვანჭილაშვილმა მოგვიანებით დაწერა, რომ მივიდნენ მის ქმართანაც.
ასევე ნახეთ შსს ჩხრეკას ატარებს ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის სახლში