ხურვალეთის მცხოვრები ოთარ სამნიაშვილი ცხინვალიდან გუშინ გაათავისუფლეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველ პოლიციელებს ის ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
Your browser doesn’t support HTML5
ოთარ სამნიაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ის ვერ ლაპარაკობს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ ისსწრაფადვე გაათავისუფლეს, მაგრამ ხურვალეთელებს ეს დამშვიდების საფუძველს არ აძლევთ. სოფელში აცხადებენ, რომ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა პატრულირება გაააქტიურეს და სოფლის სიღრმეშიც ხშირად შემოდიან. მათი თქმით, სამნიაშვილიც სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე დააკავეს. ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი ლუდა სალია აცხადებს, რომ უსაფრთხოების მიმართულებით სოფელში საგანგაშო მდგომარეობაა და რუსეთის მესაზღვრეები ისე იქცევიან, როგორც მოესურვებათ.
ასევე ნახეთ ინციდენტების ხუთსაათიანი განხილვა ერგნეთში - პირველად სამი თვის შემდეგხურვალეთელებმა თავიდან ვერც წარმოიდგინეს, რომ სოფლის სასაფლაოზე რუსეთის მესაზღვრეები იყვნენ შემოსულნი და ახალგაზრდების დევნა თავდაპირველად ხუმრობა ეგონათ. ადგილობრივი მოსახლეობა სოფელში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს.
ლუდა სალია ამბობს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკვე გამოსაზამთრებლად ემზადებაინ და გამყოფ ხაზის სიახლოვეს რამდენიმე სახლი უკვე შეარჩიეს, სადაც შეშა შეაქვთ. მისი აზრით, ასეთ სახლებში ისინი შტაბებს მოაწყობენ და სოფლის გასწვრივ მთელი ზამთრის განმავლობაში ადამიანებზე ნადირობას გააჩაღებენ.
ასევე ნახეთ ხურვალეთელთა შიშებიბოლო სამი თვის განმავლობაში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს. ხურვალეთში წინა შემთხვევა 29 სექტემბერს მოხდა, როდესაც ადგილობრივი მცხოვრები მაია ოთინაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საკუთარი ბაღიდან მოიტაცეს და პირდაპირ მავთულხლართებზე გადაათრიეს. მაია ოთინაშვილის ცხინვალში პატიმრობა 10 დღე გაგრძელდა. ხურვალეთელები მაშინ ყველაზე მეტად შეშინდნენ და სამართალდამცავებს პატრულირების გახშირებასა და სოფლის დაცვას სთხოვდნენ. იქაური მოსახლეობა ახლაც იმასვე ითხოვს.